მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169461.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ადრეულ შემოდგომაზე უფრო მშვენიერი არის რამე?
Is there anything nicer than the beginning of fall?
169462.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ამდენი არაჩვეულებრივი ფერი და სასიამოვნო სიგრილე ჰაერში.
All the wonderful colors and the crispness in the air.
169463.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ძვირფასო, ფრთხილად!
Dear, look OUT!
169464.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ვხედავ, ძვირფასო, – თქვა ჰოვარდ გივინგსმა, რბილად დაამუხრუჭა, სატვირთო მანქანა გაატარა და მერე ისევ გაზის სატერფულს დააჭირა ფეხი.
"I see it, dear," Howard Givings said, smoothly applying the brakes so that the truck had ample room to pass, and afterwards, easing down on the accelerator again.
169465.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– მოდუნდი და მანქანის ტარება მე მომანდვე.
You just relax, now, and let me worry about the driving.
169466.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ოჰ, ვიცი, მაპატიე.
Oh, I know, I’m sorry.
169467.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ვიცი, სულელივით ვიქცევი, – რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.
"I know I’m being silly," she took several deep breaths.
169468.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– პაციენტის სახელი? - იკითხა ავადმყოფურად გამხდარმა გოგონამ რეგისტრატურაში.
Patient’s name? asked the painfully thin girl at the visitors’ desk.
169469.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ჯონ გივინგსი, – მისის გივინგსმა თავაზიანად გადახარა თავი და გოგონას ბოლოდაღეჭილ ფანქარს მიაჩერდა, რომელიც სიას ჩაუყვა არ შეჩერდა გივინგსი, ჯონზე.
"John Givings," Mrs. Givings said with a polite dip of her head, and she watched the girl’s chewed pencil proceed down a list of names until it stopped at Givings, John.
169470.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– აქ მოაწერეთ ხელი, თუ შეიძლება, და საშვი აიღეთ.
Sign here please and take this slip.
169471.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
განყოფილება 2ა, ზემოთ და მარჯვნივ.
Ward Two A, upstairs and to your right.
169472.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
პაციენტი საღამოს ხუთ საათზე უნდა დაბრუნდეს.
Have the patient back by five p.m.
169473.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
განყოფილება 2ა-ს გარე მოსაცდელში დააჭირეს ზარს წარწერით „მნახველებისთვის“ და მისტერ და მისის გივინგსები მორცხვად შეუერთდნენ დანარჩენ მნახველებს, რომლებიც პაციენტების შემოქმედების ნიმუშების გამოფენას ათვალიერებდნენ.
In the outer waiting room of Ward Two A, after they had pressed the bell marked ring for attendant, Mr. and Mrs. Givings shyly joined a group of other visitors who were inspecting an exhibition of patients’ artwork.
169474.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ერთი წუთის შემდეგ ჩაკეტილი კარის იქიდან კაუჩუკისძირიანი ფეხსაცმლის ხმა და გასაღებების აცმის ჩხარუნი გაიგონეს.
In a minute they heard a dim thudding of rubber heels and a jingle of keys behind the locked door.
169475.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– თუ შეიძლება, საშვი წარმოადგინეთ, – და შემდეგ ისინი წყვილ-წყვილად შეუშვა შიდა მოსაცდელში.
"May I have your slips, please?" and allowed them to pass, two at a time, into the inner waiting room.
169476.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ეს იყო ფართო, მკრთალად განათებული ოთახი პლასტმასის ლაპლაპა ზედაპირიანი მაგიდებითა და სკამებით იმ პაციენტების მნახველებისთვის, რომლებიც პრივილეგირებულთა სიაში არ იყვნენ.
This was a large, dimly lighted place containing bright plastic-topped tables and chairs for the visitors of patients not on the privilege list.
169477.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მართალია, მაგიდების უმეტესობა დაკავებული იყო, მაგრამ ლაპარაკის ხმა არ ისმოდა.
Most of the tables were occupied, but there was very little sound of conversation.
169478.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ცოტა ხანში სანიტარი დაბრუნდა.
After a while the attendant came back.
169479.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ყველაზე ბოლოს ჯონ გივინგსი მოაბიჯებდა, ტანმაღალი, ტერფმრუდი, ცალი ხელით სვიტრის ღილებს იკრავდა, მეორეში კი მუშის ქუდი ეჭირა.
John Givings brought up the rear, tall and pigeon-toed, buttoning his sweater with one hand and carrying the twill workman’s cap in the other.
169480.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– აჰა, ესე იგი დღეს პატიმრებს მზის სინათლეზე უშვებენ?
Well, they letting the prisoners out in the sunshine today?