მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169481.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მანქანაში ხმა არ ამოუღია, ვიდრე საავადმყოფოს ტერიტორია არ დატოვეს.
No one spoke in the car until they were clear of the hospital grounds.
169482.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ჩაუარეს აგურით ნაგები კორპუსების მწკრივს, ჩაუარეს ადმინისტრაციის შენობას, სოფტბოლის მოედანს, კარგად მოვლილი გაზონის ნაკვეთს – მასში ჩარჭობილ წყვილ ტარზე შტატისა და აშშ-ის დროშები ფრიალებდა და გრძელი ასფალტბეტონის გზით გზატკეცილზე გავიდნენ.
Past the ranks of long brick ward buildings, past the administration building and the softball diamond, out around the well-tended circle of grass that enclosed the twin shafts of the State and American flags, and on up the long blacktop road that led to the highway.
169483.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მერე თქვა: – ჯონ? – ჰმ? – ახალი ამბები გვაქვს.
Then she said: "John?" "Mm?" "We have some good news".
169484.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
უილერები ხომ გახსოვს, ასე ძალიან რომ მოგეწონა?
You know the Wheelers, that you liked so much?
169485.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ნამდვილად კარგი ამბავი ისაა, რომ დარჩენა გადაწყვიტეს.
The really good news is that they’ve decided to stay.
169486.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ევროპაში აღარ მიდიან. ხომ არაჩვეულებრივია? – და დაძაბული ღიმილი შეაგება შვილს, რომელიც ნელა შებრუნდა მისკენ.
They’re not going to Europe after all. Isn’t that lovely? And with an uneasy smile she watched him slowly turn around to face her.
169487.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– რა მოხდა? – თქვა მან.
"What happened?" he said.
169488.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– დარწმუნებული ვარ, მე არ... რას გულისხმობ, ძვირფასო, რა უნდა მომხდარიყო?
Well, I’m sure I don’t—how do you mean, what happened, dear?
169489.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
არა მგონია, აუცილებლად რამე მომხდარიყო; ალბათ, ილაპარაკეს და აზრი შეიცვალეს.
I don’t suppose anything necessarily "happened", I imagine they simply talked it over and changed their minds.
169490.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ესე იგი არც გიკითხავს?
You mean you didn’t even ask?
169491.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ხალხმა რაღაც მნიშვნელოვანი, გრანდიოზული გადაწყვეტილება მიიღო და მერე ფეხებზე დაიკიდეს ის, და შენ კი არც გიკითხავს, რა მოხდა? რატომ?
People’re all set to do something as big as that and then they drop the whole idea, and you don’t even ask what the deal is? Why?
169492.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– მისმინე, ჯონ, ალბათ, იმიტომ, რომ არა მგონია, ჩემი საქმე იყოს.
Well, John, I suppose because I didn’t feel it was my business to ask.
169493.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– რატომ არ შეიძლება, მხოლოდ იმით გავიხაროთ, რომ რჩებიან და არ დავიწყოთ გამოკითხვა, რა და როგორ?
Can’t we just be pleased that they’re staying, without inquiring into the why of it?
169494.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
აქამდე არასოდეს შემიმჩნევია, თქვენ?
I’ve never noticed that one before, have you?
169495.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ალბათ, ყველაზე მაღალია ამ მიდამოებში.
That must be the tallest for miles around.
169496.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– სილოსის ძველი კოშკი ლამაზია, დე, – თქვა ჯონმა, – უილერების ამბავი ძალიან კარგია და შენც არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.
"It’s a lovely old silo, Ma," John said. "And it’s lovely news about the Wheelers, and you’re a lovely person".
169497.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია?
Isn’t she a lovely person?
169498.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– კარგი, ჯონ, – უთხრა ჰოვარდ გივინგსმა.
"All right, John," Howard Givings said.
169499.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მისის გივინგსმა, რომლის ოფლიანმა თითებმა დაგლიჯა და დაანაკუწა ასანთის კოლოფის წიგნისებრ ჩასადების მუყაოს ყდა, თვალები დახუჭა და იმისთვის მოემზადა, რომ უხერხული შუადღე იქნებოდა.
Mrs. Givings, whose fingers were grinding and tearing a book of matches into moist shreds, closed her eyes and tried to fortify herself for what would be an awkward afternoon.
169500.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
უილერების სამზარეულოს კარის დანახვისთანავე მისმა მღელვარებამ იმატა.
Her anxiety was compounded at the Wheelers’ kitchen door.