მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169501.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
არავინ უპასუხა მსუბუქ დაკაკუნებას კარის მინაზე, რომელიც ცას, ხეებს, მისის გივინგსის დაძაბულ სახეს, ზურგს უკან მდგარი ჰოვარდისა და ჯონის სახეებს ირეკლავდა.
There was no answer to her very light knock on the glass pane of the door, which gave back a vivid reflection of sky and trees, of her own craning face and the faces of Howard and John behind her.
169502.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
სამზარეულოში არავინ იყო (მაგიდაზე ყინულიანი ჩაის ჭიქა მოჩანდა), მაგრამ მოულოდნელად მისაღები ოთახიდან ფრენკ უილერი გამოვარდა, საზარელი სანახავი იყო – გეგონებოდა, სადაცაა იღრიალებს, აქვითინდება ან რაღაც საშინელებას ჩაიდენსო.
The kitchen was empty (she could see what looked like a glass of iced tea on the table) but just then Frank Wheeler came lunging in from the living room, looking awful—looking as if he were about to scream or to weep or to commit violence.
169503.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მიხვდა, რომ კაკუნი არ გაუგია, ვერც მას ხედავდა: კარის გაღებას კი არ აპირებდა, გაქცევა უნდოდა მისაღები ოთახიდან, შეიძლება, სახლიდანაც.
She saw at once that he hadn’t heard her knock and didn’t know she was there: he hadn’t come to answer the door but in desperate escape from the living room, possibly from the house itself.
169504.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ოჰ, – თქვა და კარი გააღო, – სალამი. მობრძანდით.
"Well," he said, opening the door. "Hi, there. Come on in".
169505.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– მიხარია თქვენი მობრძანება, – ძლივს ამოთქვა მან, – დაბრძანდით, თუ შეიძლება.
"Nice to see you all," she was saying faintly. "Won’t you sit down?"
169506.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ვწუხვარ, რომ სახლი ასეთი მოუწესრიგებელია.
I’m sorry the house is in a terrible mess.
169507.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
არა, არა, ჩვენ უბრალოდ... სასმელი ვის უნდა? ან... იქნებ ყინულიანი ჩაი ან რამე სხვა?
No, no; we were just—would anyone like a drink? Or some—iced tea, or something?
169508.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ოჰ, არა, არაფერი, გმადლობთ. ჩვენ მხოლოდ ერთი წუთით გავჩერდებით.
Oh, nothing at all, thanks, we can only stay a minute.
169509.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მხოლოდ ახლა, როდესაც ორივეს დააკვირდა, მისის გივინგსი მიხვდა მათი შებოჭილობის მიზეზს: ისინი კამათობდნენ.
Only now, watching them, was Mrs. Givings able to hazard a guess at the cause of their constraint: they must have been quarreling.
169510.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– მისმინეთ, – თქვა ჯონმა და ყველამ შეწყვიტა ლაპარაკი, – მაინც რა მოხდა? გავიგე, რომ აზრი შეიცვალეთ. ეს როგორ?
"Listen," John said, and all the other talk stopped dead. "What’s the deal, anyway? I mean I hear you people changed your minds. How come?"
169511.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
უფრო სწორი იქნება ითქვას... აზრის შეცვლა გვაიძულეს.
You might say our minds were sort of— forcibly changed for us.
169512.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ვიფიქრე, ეს ისედაც გასაგები იყო.
I should’ve thought that was fairly obvious by now.
169513.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მისის გივინგსმა მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ პირველად დახარა თვალები და შეამჩნია, რა ეცვა ეიპრილს.
And Mrs. Givings’s eyes were drawn, for the first time, to notice what April was wearing.
169514.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
საორსულო კაბა!
Maternity clothes!
169515.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ოჰ, ეიპრილ! – წამოიძახა ჰელენმა. – ოჰ, ეს ხომ შესანიშნავია!
"Oh, April!" she cried. "this is perfectly marvelous!"
169516.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
უნდა ადგეს და გადაკოცნოს?
Should she get up and—well, kiss her?
169517.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მაგრამ ეიპრილი ისე გამოიყურებოდა, სრულებით არ სურდა, ვინმეს ეკოცნა.
But April didn’t look like a girl who wanted to be kissed.
169518.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
– ვერც კი წარმოიდგენთ, რა გახარებული ვარ! ოჰ, ალბათ, უფრო დიდი სახლი დაგჭირდებათ ახლა, არა? – გაიფიქრა, რომ ჯონი ამით დაკმაყოფილდებოდა და ხმას აღარ ამოიღებდა.
"I can’t tell you how pleased I am," and "Oh, but I expect you’ll be needing a bigger house, now, won’t you?" and through it all she hoped against hope that John would keep still.
169519.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
მაგრამ: – ერთი წუთით, დე, – თქვა ჯონმა და წამოდგა.
But: "Hold it a second, Ma," he said, standing up.
169520.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ერთი წუთით, არ მესმის, – ფრენკს დაჟინებით მიაჩერდა, თითქოს პროკურორი იყო, – ისედაც გასაგები რა არის?
"Hold it a second. I don’t get this" - And he fixed on Frank the stare of a prosecuting attorney, - "What’s so obvious about it?"