მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169561.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი V
ის, რომ ეგ ბავშვი არ ვიქნები.
I’m glad I’m not gonna be that kid.
169562.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– კარგი, – თქვა და ცოლს მიუბრუნდა, – არაფერი მითხრა.
"Okay," he said, turning on his wife, don’t tell me".
169563.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
და კიდევ ერთი – კიდევ ერთი რამ: ყველაფერი სრული სიმართლეა, რაც იმ კაცმა თქვა.
Oh, and another thing - Another thing: Everything That Man Said Is True.
169564.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ამის თქმას არ აპირებდი?
Isn’t that what you’re going to say?
169565.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– აშკარად არაფერი მაქვს სათქმელი. ყველაფერი უკვე თქვი.
Apparently, I don’t have to say anything. You’re saying it for me.
169566.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– კი მაგრამ, ეიპრილ, როგორ ვერ ხვდები, რომ ცდები?!
Oh, but April, don’t you see how wrong that is?
169567.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
როგორ ვერ ხედავ, რა საშინელი, საზარელი სიცრუეა, თუ შენც ასე ფიქრობ?!
"Don’t you see how terribly, God-awfully wrong it is, if that’s what you think?"
169568.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
რატომ არის სიცრუე?
Why is it wrong?
169569.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– იმიტომ, რომ ის კაცი გიჟია, – ფრენკმა ჭიქა ფანჯრის რაფაზე დადო, ორივე ხელი თავისუფალი რომ ჰქონოდა.
"Because the man is insane", - he put down his drink on the window sill, to free both hands.
169570.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ის კაცი, – გაიმეორა ისევ, – გიჟია. იცი, რას ნიშნავს გიჟი? – არა. შენ იცი? – კი. როდესაც მეორე ადამიანის სიყვარული არ შეგიძლია. სიყვარულის უუნარობა.
"The man," he said again, "is insane. Do you know what the definition of insanity is?" "No. Do you?" "Yes. It’s the inability to relate to another human being. It’s the inability to love".
169571.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ის ახარხარდა.
She began to laugh.
169572.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
თავი უკან გადააგდო, ქათქათა კბილების ორი უნაკლო მწკრივი გამოუჩნდა, მოჭუტული თვალები უბრჭყვიალებდა, ხარხარი კი ოთახს აზანზარებდა.
Her head went back, the two perfect rows of her teeth sprang forth, and her eyes were brilliantly narrowed as peal after peal of her laughter rang in the room.
169573.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– უ... უუ... უუნარ... უუნარობა, რომ... ის ისტერიკაში იყო.
"The in... the in... the inabil... the inability to—" She was hysterical.
169574.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ფილმებში ისტერიკაში ჩავარდნილ ქალებს მამაკაცები სილას გაარტყამენ ხოლმე, მაგრამ ფილმებში კაცები ყოველთვის საკმარისად მშვიდები არიან.
In the movies, when women got hysterical like this, men slapped them but the men in the movies were always calm enough.
169575.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
სიმართლე ითქვას, სხვა არაფერი შეეძლო იმის გარდა, რომ მდგარიყო და ეცქირა, სულელივით ხან დააღებდა პირს, ხან დამუწავდა.
He wasn’t, in fact, able to do anything at all but stand there and watch, foolishly opening and shutting his mouth.
169576.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ბოლოს სავარძელში ჩაესვენა, ისევ ხარხარებდა და ის ელოდებოდა, თანდათან როდის გადაიზრდებოდა ტირილში – ფილმებში, როგორც წესი, ასე ხდება.
Finally she sank into a chair, still laughing, and he waited for what he guessed would be a transition from laughter to weeping—that was what usually happened in the movies.
169577.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ოჰ, – თქვა ქალმა, – ოჰ, ფრენკ, ნამდვილად ჩინებული მჭევრმეტყველი ხარ.
"Oh," she said. "Oh, Frank, you really are a wonderful talker".
169578.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ესე იგი გიჟი ვარ, იმიტომ რომ არ მიყვარხარ, ასეა? ეს არის არსი? – არა. ტყუილია.
So now I’m crazy because I don’t love you—right? Is that the point? No. Wrong.
169579.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
გიჟი არ ხარ და გიყვარვარ; არსი ესაა.
You’re not crazy, and you do love me; that’s the point.
169580.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ის წამოდგა და უკან დაიხია, თვალები უელავდა.
She got to her feet and backed away from him, her eyes flashing.