მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169621.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ჩვეულებრივი, მშვიდი ხმა ჰქონდა:
Her voice was normal and calm.
169622.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ალო, მილი? სალამი... ჰო, ეს-ესაა წავიდნენ. მისმინე, რაღაც მინდა, გთხოვო.
"Hello, Milly? Hi. . . . Oh yes, they left a little while ago. Listen, though, I was wondering if I could ask a favor.
169623.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
თავს ცუდად ვგრძნობ, მგონი, გავცივდი თუ რაღაც ამგვარია, ფრენკი კიდევ დაიქანცა.
The thing is, I’m not feeling very well, I think I may be getting the flu or something, and Frank’s tired out.
169624.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ძალიან საშინელება იქნება, ამაღამ ბავშვები რომ დაიტოვო?..
Would you awfully much mind keeping the kids for the night? . . .
169625.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ოჰ, არაჩვეულებრივია, მილი, დიდი მადლობა...
Oh, that’s wonderful, Milly, thanks. . . .
169626.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
არა, არ შეწუხდე, წუხელ ორივემ იბანავა...
No, don’t bother, they both had their baths last night. . . .
169627.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
კარგი, ვიცი, რომ მაგათაც უხარიათ.
Well, I know they’ll enjoy it too.
169628.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
თქვენთან ყოველთვის კარგად ერთობიან...
They always have a wonderful time at your place. . . .
169629.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
კარგი, მშვენიერია. დილით დაგირეკავ.
All right, fine, then. I’ll call you in the morning.
169630.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
შემდეგ მისაღებ ოთახში შევიდა და სინათლე აანთო, რომლის სიკაშკაშემ ორივეს თვალები დაუბრმავა და აახამხამებინა.
Then she came into the living room and turned on the lights, and the exploding glare caused them both to blink and squint.
169631.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ამას მოჰყვა ღამე საზარელი სიზმრებით, ტანსაცმლიანად იწვა და ოფლში იღვრებოდა.
There followed a night of vivid and horrible dreams, while he sprawled sweating on the bed in his clothes.
169632.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ესეც სიზმარი იყო თუ არა?
Was it a dream, or not?
169633.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ოჰ, საყვარელო, – წაიჩურჩულა დამსკდარი და გამომშრალი ბაგეებით, – ოჰ, ჩემო პატარა, არ წახვიდე, – მისი ხელი მოძებნა და ჩაეჭიდა, – გეხვეწები, დარჩი.
"Oh, baby," he whispered through cracked and swollen lips, "Oh, my baby, don’t go away", he reached for her hand and held it, "Oh, please stay".
169634.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ჩუ... ყველაფერი რიგზეა, – თქვა და თითებზე ხელი მოუჭირა, – ყველაფერი კარგადაა, ფრენკ. დაიძინე.
"Sh-sh-sh. It’s all right," she said, and squeezed his fingers, "It’s all right, Frank. Go to sleep".
169635.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მისმა ხმამ და გრილმა ხელმა სასწაულებრივად დაამშვიდა და ისიც აღარ ანაღვლებდა, თუ მხოლოდ სიზმარი იყო, ღრმა ძილმა წაიღო, ამჯერად, საბედნიეროდ, უსიზმრომ.
The sound of her voice and the cool feel of her hand conveyed such a miracle of peace that he didn’t care if it was a dream, it was enough to let him sink back into a sleep that was mercifully dreamless.
169636.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
შემდეგ ნამდვილი მარტოდმარტო გაღვიძების კაშკაშა ყვითელი ტკივილი მოვიდა, გონებაში გაუელვა, დღეს სამსახურში არ წასულიყო, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ აუცილებლად მისასვლელი იყო.
Then came the bright yellow pain of his real awakening, alone; and he’d scarcely had time to decide that he couldn’t possibly go to work today before he remembered that he had to.
169637.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მის გონებაში სწრაფად მწიფდებოდა ალოგიკური, დაუსაბუთებელი იმედი.
An illogical, unreasoning hope began to quicken his heart as he dressed.
169638.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
იქნებ არ დასიზმრებია?
What if it hadn’t been a dream?
169639.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
იქნებ ეიპრილი მართლაც იყო ოთახში შემოსული, საწოლზე იჯდა და ელაპარაკებოდა?
What if she really had come and sat there on the bed and spoken to him?
169640.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
სამზარეულოში შესვლისთანავე იმედი დადასტურდა.
And when he went into the kitchen it seemed that his hope was confirmed.