მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169581.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
დასანახად მძულხარ.
I loathe the sight of you.
169582.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
საკმარისია, უფრო ახლოს მოხვიდე, ხელი დამაკარო ან რამე ასეთი და ალბათ, ვიკივლებ.
In fact if you come any closer, if you touch me or anything I think I’ll scream.
169583.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– საყვარელო, მის... – ფრენკი შეეხო თუ არა, ეიპრილი აკივლდა.
Then he did touch her, saying, "Oh baby, lis—" and she did scream.
169584.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ყალბი კივილი იყო, ცივად უყურებდა თვალებში, თუმცა საკმარისად ხმამაღალი, მწივანა, საკმარისად გამყინავი, რომ სახლი შეეზანზარებინა.
It was plainly a false scream, done while she looked coldly into his eyes, but it was high, shrill, and loud enough to shake the house.
169585.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
როცა ხმა მიწყდა, ფრენკმა გამოცრა: – ღმერთმა დაგწყევლოს.
When the noise of it was over he said: "God damn you".
169586.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ღმერთმა დაგწყევლოს პატარა, ცინგლიანო, საზიზღარო... აქ მოდი, დაგწყევლოს ღმერთმა!..
God damn all your snotty, hateful little—Come here, God damn it...
169587.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ახლა რას იზამ? – დამცინავად ჰკითხა მან.
"And what’re you going to do now?" she taunted him.
169588.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– დამარტყამ? რომ მაჩვენო, როგორ გიყვარვარ?
"Are you going to hit me? To show how much you love me?"
169589.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– არა, – პირველად იგრძნო უზარმაზარი ძალა, – არა, ნუ გეშინია.
"No." All at once he felt massively strong. "Oh, no. Don’t worry".
169590.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ისეთი არარაობა ხარ, ხელის გარტყმადაც არ ღირხარ.
You’re not worth the trouble it’d take to hit you.
169591.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
შიგნით სრულიად ცარიელი ხარ, – გამოფხიზლდა, ბავშვების სახლში არყოფნით გამოწვეული თავისუფლების დამათრობელმა შეგრძნებამ ხმას მეტი სიმტკიცე მისცა.
"You’re an empty—" He was aware, as his voice filled out, of a sense of luxurious freedom because the children weren’t here.
169592.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
აქ არავინაა, არავინ მოვა.
Nobody was here, and nobody was coming.
169593.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– თვეების განმავლობაში პირველად მიეცა შემთხვევა სრულმასშტაბიანი შეტაკებისთვის და ახლა არაფერს იშურებდა, ქალს ყვირილით, ცახცახითა და ქოშინით უვლიდა გარშემო.
It was the first opportunity for a wideopen, all-out fight they’d had in months, and he made the most of it, stalking and circling her as he shouted, trembling and gasping for breath.
169594.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– თუ ასე ძალიან გეზიზღები, რა ჯანდაბას აკეთებ აქ, რატომ არ მიეთრევი ჩემი სახლიდან?
What the hell are you living in my house for, if you hate me so much?
169595.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ჰა? მიპასუხებ? რა ჯანდაბისთვის ატარებ მუცლით ჩემს შვილს? – ჯონ გივინგსივით გაიშვირა თითი მისი მუცლისკენ.
"Huh? Will you answer me that? What the hell are you carrying my child for?" Like John Givings, he pointed at her belly.
169596.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– სანამ შესაძლებელი იყო, რატომ არ მოიშორე თავიდან?
Why the hell didn’t you get rid of it, when you had the chance?
169597.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
იმიტომ, რომ ყური მიგდე: შენთვის ახალი ამბავი მაქვს, – მასში დაბუდებული დაძაბულობა მოეხსნა და მომდევნო სიტყვები ნელა, მკაფიოდ წარმოთქვა და ასეთი გულწრფელი მანამდე არასოდეს ყოფილა: – ღმერთს გეფიცები, მინდოდა, ასე მოქცეულიყავი.
"Because listen. Listen: I got news for you," the great pressure that began to be eased inside him now, as he slowly and quietly intoned his next words, made it seem that this was a cleaner breakthrough into truth than any he had ever made before: "I wish to God you’d done it".
169598.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
იდეალური ფინალური რეპლიკა იყო.
It was the perfect exit line.
169599.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ქალს გვერდი აუქცია, დატოვა ოთახი, გაიარა ატორტმანებული დერეფანი, საძინებელში შევარდა, კარი მიაჯახუნა, საწოლზე დაეხეთქა და მარჯვენა მუშტი მარცხენა ხელისგულს დაარტყა.
He lunged past her and out of the room, down the swaying, tilting hall and into the bedroom, where he kicked the door shut behind him, sat bouncingly on the bed and drove his right fist into the palm of his left hand.
169600.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ეს რამ ათქმევინა! ნუთუ სიმართლე იყო?
What a thing to say! But wasn’t it true?