მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169601.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
პირდაღებული სწრაფად და მძიმედ სუნთქავდა, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა; ცოტა ხნის შემდეგ, გამშრალი ტუჩები მოკუმა და ნერწყვი გადაყლაპა, ისე, რომ ოთახში მხოლოდ ნესტოებით ჰაერის ხმაურით ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხმა ისმოდა.
He was breathing fast and heavily through his mouth, and his heart was going like a drum, after a while he closed his dry lips and swallowed, so that the only sound in the room was the rasp of air going in and out of his nose.
169602.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მერე სამზარეულოს კარის დაკეტვის ხმა გაიგონა, ბადიანი კარიც გაჯახუნდა და თავზარი დაეცა: ის მისგან მიდის.
Then he heard the kitchen door being closed and the screen being clapped behind it, and the old panic rose up: she was leaving him.
169603.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
წამოდგა და უხმაუროდ გაირბინა მთელი სახლი, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, შეეჩერებინა და ეთქვა – ეთქვა რამე – სანამ ქალი მანქანას დაქოქავდა.
He was up and running soundlessly back through the house, intent on catching her and saying something— anything—before she got the car started.
169604.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მაგრამ ის არც მანქანაში იყო და არც ახლომახლო.
But she wasn’t in the car, or anywhere near it.
169605.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
არსად არ იყო. გაქრა.
She was nowhere. She had disappeared.
169606.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ძლივს მიბობღავდა ფერდობზე, კლდეებსა და ხეებს შორის ძალიან პატარა ჩანდა.
She was climbing unsteadily up the hill, looking very small among the rocks and trees.
169607.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– არ მომიახლოვდე! – დაუყვირა მან.
"Don’t come any closer," she called.
169608.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ეიპრილ, მისმინე, მე... – არ მომიახლოვდე!
April, listen, I... Don’t come any closer.
169609.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
აქოშინებული, ათი იარდით ქვემოთ შეჩერდა.
He stopped, panting, ten yards below her.
169610.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მაგრამ აქ ვერ იჩხუბებდნენ – გზის გაყოლებაზე ყველა სახლიდან ჩანდნენ და მათ ხმას ყველა გაიგონებდა.
But they couldn’t fight up here—they were well within sight and earshot of houses down on the road.
169611.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ეიპრილ, მისმინე. გულწრფელად გეუბნები, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაგეკეთებინა.
"April, listen, I didn’t mean that. Honestly; I didn’t mean that about wishing you’d done it".
169612.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– კიდევ ლაპარაკობ? არ არსებობს რაიმე გზა, როგორ უნდა შეგაწყვეტინო ლაპარაკი?
"Are you still talking? Isn’t there any way to stop your talking?"
169613.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ეიპრილს ხისთვის შემოეჭდო ხელები და ქვემოთ იყურებოდა.
She was bracing herself against a tree trunk, looking down at him.
169614.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– გთხოვ, ჩამოდი. მანდ რას აკეთებ...
"Please come down. What’re you doing up—"
169615.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– გინდა, რომ ისევ ვიყვირო, ფრენკ? იმიტომ რომ ასე მოხდება, თუ ერთ სიტყვას მაინც იტყვი. არ ვხუმრობ.
"Do you want me to scream again, Frank? Because I will, if you say another word. I mean it".
169616.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
და თუ იყვირებდა, ამბოხის გზაზე მდებარე ყველა სახლში გაიგონებდნენ.
And if she screamed here on the hillside they would hear her in every house on Revolutionary Road.
169617.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ფრენკს უკან დაბრუნების გარდა აღარაფერი დარჩენოდა: ტყიდან გაზონზე ჩავიდა.
There was nothing for him to do but to go back alone, down through the woods to the lawn.
169618.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
გაზონის გავლით სახლისკენ მოემართებოდა.
She was walking home across the lawn.
169619.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ძლივს მოასწრო სამზარეულოდან გასვლა.
He barely managed to get out of the kitchen.
169620.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მერე, მისაღებ ოთახში დამალულს ესმოდა, როგორ აიღო ეიპრილმა ყურმილი და ნომერი აკრიფა.
Then, hiding in the living room, he listened to her pick up the phone and dial a number.