მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169641.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
სუფრა ორი ადგილით სასაუზმოდ გულდასმით იყო გაშლილი.
The table was carefully set with two places for breakfast.
169642.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
სამზარეულოში მზის სინათლე იღვრებოდა, ყავისა და ლორის სურნელი ტრიალებდა.
The kitchen was filled with sunlight and with the aromas of coffee and bacon.
169643.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ეიპრილი გაზქურასთან იდგა, ახალი საორსულო კაბა ეცვა და მას დანახვისთანავე მორცხვად გაუღიმა.
April was at the stove, wearing a fresh maternity dress, and she looked up at him with a shy smile.
169644.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– დილა მშვიდობისა, – თქვა მან.
"Good morning," she said.
169645.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ფრენკს ერთი სული ჰქონდა, დაჩოქილი მუხლებზე მოხვეოდა, მაგრამ თავი შეიკავა.
He wanted to go down on his knees and put his arms around her thighs; but he held back.
169646.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
რაღაცამ უკარნახა – შეიძლება, მისმა მორცხვმა ღიმილმა – რომ ჯობდა, ასეთი რამ არ ეცადა.
Something told him— possibly the very shyness of her smile—that it would be better not to try anything like that.
169647.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– დილა მშვიდობისა, – ისე უპასუხა, რომ მისთვის თვალი არ გაუსწორებია.
"Good morning," he said, not quite meeting her eyes.
169648.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
დაჯდა და ხელსახოცი გაშალა.
He sat down and unfolded his napkin.
169649.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
დაუჯერებელი იყო.
It was incredible.
169650.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ჩხუბის შემდეგ ასეთი იოლი დილა ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა, ფიქრობდა, სანამ აკანკალებული ხელით ფორთოხლის წვენს სვამდა, არც ასეთი ჩხუბი ჰქონიათ ოდესმე.
No morning after a fight had ever been as easy as this—but he thought as he unsteadily sipped at his orange juice, no fight had ever been as bad as that.
169651.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
იქნებ უკანასკნელად იჩხუბეს?
Could it be that they’d fought themselves out at last?
169652.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ცხოვრება ხომ, ბოლოს და ბოლოს, გრძელდებოდა.
Life did, after all, have to go on.
169653.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– მართლაც რომ... არაჩვეულებრივი დილაა, არა? – თქვა ფრენკმა. – ჰო, ასეა.
"It certainly is a—nice morning out, isn’t it?" he said. "Yes; it is".
169654.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
გათქვეფილი ერბოკვერცხი გინდა თუ ჩახლილი?
Would you like scrambled eggs, or fried?
169655.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ოჰ, არ აქვს მნიშვნელობა... კარგი, ჰო ალბათ, გათქვეფილი.
Oh, it doesn’t really mat—well, yes; scrambled, I guess.
169656.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
და სულ მალე ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ნათელ მაგიდასთან, ხმადაბლა თავაზიანად სთხოვდნენ ერთმანეთს კარაქიანი ტოსტის გადაწოდებას.
And soon they were sitting companionably across from each other at the bright table, whispering little courtesies over the passing of buttered toast.
169657.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
თავიდან ჭამა ერიდებოდა.
At first he was too bashful to eat.
169658.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
თითქოს ისევ ჩვიდმეტი წლის ბიჭი იყო, რომელიც გოგოსთან ერთად პირველად მიდის საჭმელად რესტორანში და გამოუსწორებელ სიტლანქედ მიაჩნია მის თვალწინ ლუკმის პირში ჩადება და დაღეჭვა.
It was like the first time he’d ever taken a girl out to dinner, at seventeen, when the idea of actually loading food into his mouth and chewing it, right there in front of her, had seemed an unpardonably coarse thing to do.
169659.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ლუკმებს შორის თქვა: – ხანდახან ძალიან კარგია ბავშვების გარეშე საუზმობა.
Between swallows he said: "It’s sort of nice, having breakfast without the kids for a change".
169660.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
კვერცხს არ მიირთმევდა და მან შენიშნა, ყავის ჭიქის აღებისას ოდნავ როგორ უკანკალებდა თითები.
She wasn’t eating her eggs, and he saw that her fingers were shaking a little as she reached for her coffee cup.