მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169661.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
დღეს შენთვის მნიშვნელოვანი დღეა, არა?
It’s kind of an important day for you, isn’t it?
169662.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
დღეს პოლოკთან თათბირი გაქვს ხომ? – ჰო, ასეა, – ესეც კი ახსოვდა!
Isn’t this the day you have your conference with Pollock? "That’s right, yes." She had even remembered that!
169663.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მაგრამ თავისი აღფრთოვანება დამალა ჩაცინებით, რომელსაც „ნოქსზე“ ლაპარაკისას იყენებდა: – დიდი გარიგება.
But he covered his delight with the smile he had used for years in telling her about Knox, and said: "Big deal".
169664.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ვფიქრობ, მართლაც დიდი გარიგებაა; ყოველ შემთხვევაში, მათთვის მაინც.
I imagine it is a pretty big deal; for them, anyway.
169665.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ზუსტად რა უნდა აკეთო, რას ფიქრობ?
What exactly do you think you’ll be doing?
169666.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ეხუმრება თუ რა ხდება?
Was she kidding, or what?
169667.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ზუსტად ჯერ მეც არ ვიცი; ამაშია საქმე.
I don’t really know yet myself; that’s the thing.
169668.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
თავი უნდა მოაჩვენო, თითქოს კომპიუტერების რამე გაგეგება.
Acting like we know something about computers.
169669.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ეს მოგიყევი? – არა, არაფერი მახსენდება.
"Did I tell you about that?" "No, I don’t believe you did".
169670.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– მოკლედ, ალბათ, იცი, რომ არსებობს ისეთი გრანდიოზული რამ, როგორიცაა „იუნივაკი“; ეს არის მოწყობილობა, რომელსაც იყენებენ ამინდის პროგნოზის, არჩევნების წინასწარმეტყველებისთვის და ასე შემდეგ.
Well, you know—one of these monstrous great things like the Univac; the kind of machine they use to forecast the weather and predict elections and all that.
169671.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
თითოეული ასეთი მოწყობილობა რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს, რომ იცოდე.
And I mean those jobs sell for a couple of million dollars apiece, you see.
169672.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მგონია, რომ ამას აპირებენ.
I think that may be what’s going on.
169673.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ფრენკს უცნაური გრძნობა ჰქონდა, ფილტვები თითქოს გაუდიდდა ან ჰაერი გამდიდრდა ჟანგბადით.
He had the odd sensation that his lungs were growing deeper, or that the air was growing richer in oxygen.
169674.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
სხვა მამაკაცებიც ასე გრძნობენ თავს, როდესაც ცოლებს სამუშაოს შესახებ უყვებიან?
Was this the way other men felt, telling their wives about their work?
169675.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ...სინამდვილეში, ეს საოცრად დიდი, საოცრად სწრაფი გამომთვლელი მანქანაა, – უპასუხა ცოლის სერიოზულ სურვილს გაეგო, როგორ მუშაობს კომპიუტერი.
. . . Basically, it’s just a terrifically big, terrifically fast adding machine,” he was saying, in reply to her sober wish to know how a computer really worked.
169676.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– წუთის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცზე ელექტროსქემაში ორობითი თანრიგის იმპულსების მოძრაობას ხაზავდა.
And in a minute he was drawing for her, on a paper napkin, a diagram representing the passage of binary digit pulses through circuitry.
169677.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– აჰა, გასაგებია, – თქვა მან, – ყოველ შემთხვევაში, მგონი, მივხვდი. ჰო, ეს რაღაც... საინტერესო ჩანს, არა?
"Oh, I see," she said, "At least I think I see; yes. It’s really sort of—interesting, isn’t it?"
169678.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ოჰ, არ ვიცი, ეს... ჰო, რაღაც თვალსაზრისით, საინტერესო უნდა იყოს.
Oh, well, I don’t know, it’s—yeah, I guess it is sort of interesting, in a way.
169679.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– სულ ასე ამბობ. ეჭვი არ მეპარება, იმაზე მეტი იცი, ვიდრე ფიქრობ.
You always say that. I bet you really know a lot more about it than you think.
169680.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ფრენკმა გაიღიმა და იგრძნო, როგორ შეუფაკლდა ლოყები, თვალები დახარა და ფანქარი გაბარდინის ქსოვილის ახალთახალი კოსტიუმის ჯიბეში ჩაიდო.
He felt his smiling cheeks get warm as he lowered his eyes and put the pencil back inside his crisp gabardine suit.