მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169681.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მეორე ჭიქა ყავის ბოლო ყლუპიც დალია და წამოდგა.
He finished the last of his second cup of coffee and stood up.
169682.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– მგონი, ჯობია, უკვე წავიდე.
Guess I’d better be getting started.
169683.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ისიც წამოდგა და კაბა შეისწორა.
She stood up too, smoothing her skirt.
169684.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– მისმინე, ეიპრილ, ეს მართლაც არაჩვეულებრივი იყო.
Listen, April, this was really nice.
169685.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
სადაცაა ატირდებოდა, მაგრამ თავი მოთოკა.
He felt he was about to cry, but he managed to hold it back.
169686.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
არ ვიცი ამაზე საუცხოო საუზმე როდის მქონდა.
I don’t know when I’ve ever had a—a nicer breakfast.
169687.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– გმადლობ, – უთხრა ეიპრილმა, – მიხარია; მეც ძალიან მომეწონა.
"Thank you," she said, "I’m glad; I enjoyed it too."
169688.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ახლა უბრალოდ უნდა წასულიყო? არაფერი ეთქვა?
And could he just walk out now? Without saying anything?
169689.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
„ვერც კი წარმოიდგენ, როგორ საშინლად ვგრძნობდი გუშინ თავს“, ან „მიყვარხარ“, ან რაღაც მსგავსი.
"I can’t tell you how awful I feel about yesterday," or "I do love you," or something like that.
169690.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– ესე იგი სინამდვილეში... – წამოიწყო მან, – სინამდვილეში არ გძულვარ, არა?
"Then you don’t really—" he began, "You don’t really hate me, or anything?"
169691.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
შეეტყო, რომ ამ შეკითხვის დასმა ესიამოვნა, თითქოს ის მსოფლიოში არსებულ კითხვათაგან ერთ-ერთი იყო, რომელზეც დარწმუნებით შეეძლო პასუხის გაცემა.
She seemed to be glad he had asked her that question, as if it were one of the few questions in the world she could answer with authority.
169692.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
მან თავი გააქნია.
She shook her head.
169693.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– წარმატებულ დღეს გისურვებ.
Have a good day.
169694.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
და მერე სულ ადვილი აღმოჩნდა იმის გადაწყვეტა, რა უნდა ექნა: ისე, რომ არ შეხებია, ძალიან ნელა, კინოვარსკვლავივით, მისი ბაგეებისკენ დაიხარა.
And then it was easy to decide what to do next: without touching her he began as slowly as any movie actor, to bend toward her lips.
169695.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ქალის სახეს, რომელიც ძალიან ახლოს იყო, სულ ერთი წამით გაკვირვება თუ ყოყმანი დაეტყო, მაგრამ მერე მოლბა.
Her face, as it came up close, betrayed an instant’s surprise or hesitation, but then it softened.
169696.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
ის ხომ სასწაულად მიმზიდველი გოგო იყო.
She was a damned good-looking girl.
169697.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VI
– მაშ, კარგი, – ხრინწიანი ხმით თქვა მან, – დროებით
"Okay, then," he said huskily, "So long".
169698.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
იგრძნო, იქამდე მსუბუქად როგორ მოუჭირა ხელი მკლავზე, გაიგონა მისი ნათქვამი სიტყვები და გაუღიმა.
She felt the light squeeze of his hand on her arm and heard his words, and smiled at him.
169699.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– დროებით, – უპასუხა მან.
"So long," she answered.
169700.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
გარეთ გაჰყვა და სამზარეულოს ზღურბლზე მდგარი უყურებდა.
She followed him outside to stand on the kitchen steps and watch.