მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169701.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
უკანა სარკეში მზირალი მისი წამოწითლებული პროფილი, რომელიც ჩავლილი მანქანის სარკმელში ჩანდა, სხვას არაფერს გამოხატავდა, იმ მამაკაცის სერიოზულობის გარდა, რომელიც სამართლიანად ამაყობს, გორაკიდან უკუსვლით მანქანის გაყვანა რომ შეუძლია.
His flushed profile, thrust out and facing the rear as the car moved past, revealed nothing but the sobriety of a man with a pardonable pride in knowing how to back a car efficiently down a hill.
169702.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
სახლთან მისასვლელი გზის ბოლოს, როდესაც გზატკეცილისკენ შეუხვია, მზის სხივის ათინათმა საქარე მინაზე მისი სახე დაფარა.
At the end of the driveway, as he backed it out and around into the road, a gleam of sun on the windshield eclipsed his face.
169703.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
თვითონაც სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით დაუქნია ხელი, მერე წავიდა.
Answering her wave with a small, jaunty wave of his own, then he was gone.
169704.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ისევ იღიმებოდა, როდესაც ქაღალდის ხელსახოცი შენიშნა მასზე დახაზული კომპიუტერის დიაგრამით და ღიმილი არ გამქრალა: მხოლოდ გაიდღაბნა, აცახცახდა და უძრავ გრიმასად იქცა.
she was still smiling, when she saw the paper napkin with the diagram of the computer on it, and even then her smile didn’t fade: it simply spread and trembled and locked itself into a stiff grimace.
169705.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
თავზარი დაეცა, როდესაც რადიო წამყვანმა თქვა: „რვა საათი და ორმოცდახუთი წუთი“, ეგონა, უკვე შუადღე მაინც იდგა ან დღის მეორე ნახევარი იწყებოდა.
It was a shock, when the radio announcer said "Eight forty-five", it seemed like noon, or early afternoon.
169706.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
სახე ცივი წყლით დაიბანა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა გულისცემის დასაწყნარებლად, მერე ერთი ღერი სიგარეტი მოსწია და თავი აიძულა, ტელეფონთან მისულიყო.
She washed her face in cold water and took several deep breaths, trying to slow her heart down, then she lit a cigarette and composed herself at the telephone.
169707.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– ალო, მილი?.. სალამი.
Hello, Milly?.. Hi.
169708.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ყველაფერი რიგზეა?..
Everything all right? . . .
169709.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ოჰ, არა, სიმართლე გითხრა, არც ისე კარგად ვარ; სწორედ ამიტომ გირეკავ...
Oh, no, actually, I’m not feeling any better; that’s really why I called. . . .
169710.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
დარწმუნებული ხარ, რომ არ შეწუხდები?
Are you sure you don’t mind?
169711.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ალბათ, მოგვიანებით ფრენ კი მოვა და წამოიყვანს, გააჩნია, სამსახურიდან როდის დაბრუნდება.
Maybe Frank’ll come over and get them this evening, depending how things work out.
169712.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
არაჩვეულებრივია, მილი, ძალიან მადლიერი ვარ შენი...
...Well, that’s really wonderful of you, Milly, I do appreciate it. . . .
169713.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ოჰ, არა, გარწმუნებ, არაფერია სერიოზული, უბრალოდ... ხომ იცი, როგორც ხდება...
Oh no, I’m sure it’s nothing serious, it’s just—you know, one of those things...
169714.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
კარგი, მაშინ. აკოცე ორივეს და უთხარი, რომელიმე წამოვიყვანთ ამ საღამოს ან დილით... რა?..
All right, then. Give them a kiss for me, and tell them one or the other of us’ll be stopping by to pick them up, either tonight or tomorrow.... What? . . .
169715.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ოჰ, კარგი... არა, თუ გარეთ თამაშობენ, ნუ დაუძახებ,
Oh, well— no, not if they’re outdoors playing. Don’t call them in.
169716.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
სიგარეტი თითებში გადაუტყდა და დაიშალა.
The cigarette broke and shredded in her fingers.
169717.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
საფერფლეში ჩააგდო და ორივე ხელი ჩასჭიდა ტელეფონს.
She let it drop into the ashtray and used both hands to grip the telephone.
169718.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– უბრალოდ... თავადაც ხვდები; ორივეს აკოცე ჩემგან და უთხარი, რომ მიყვარს და უთხარი... თავადაც ხვდები...
Just—you know, give them each a kiss for me, and give them my love, and tell them—you know...
169719.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
კარგი, მილი. გმადლობ.
All right, Milly. Thanks.
169720.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ძლივს მოასწრო ყურმილის დადება, რომ ისევ ატირდა.
And she barely managed to get the phone back before she was crying again.