მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169721.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
დასამშვიდებლად კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა, მაგრამ კინაღამ დაიხრჩო, სააბაზანოში გაიქცა და იქ კარგა ხანს დარჩა იმის შემდეგ, რაც ის მცირედიც ამოიღო, რის ჭამაც საუზმეზე შეძლო.
To control herself she lit another cigarette, but it gagged her and she had to go to the bathroom and stand there for a long time, retching dryly even after she’d lost what little breakfast she’d managed to eat.
169722.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
კიდევ ერთხელ დაიბანა პირი და კბილები გაიხეხა და მერე დრო მოვიდა, საქმეს შესდგომოდა.
Afterwards, she washed her face again and brushed her teeth, and then it was time to get busy.
169723.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
„კარგად დაფიქრდი, ეიპრილ? – ხშირად ამბობდა დეიდა კლერი და ართრიტით დამახინჯებულ საჩვენებელ თითს ასწევდა ხოლმე.
"Have you thought it through, April?" Aunt Claire used to say, holding up one stout, arthritic forefinger.
169724.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– არასოდეს მოჰკიდო ხელი საქმეს, სანამ კარგად არ დაფიქრდები, მერე კი მის გასაკეთებლად ძალ-ღონე არ დაიშურო.
Never undertake to do a thing until you’ve thought it through, then do the best you can.
169725.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
იქ იყო სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე, თავმოხდილი მელნის ბოთლი მის გარშემო დაყრილი სიგარეტის ფერფლით და ყავის ჭიქა ძირზე მიმხმარი ნალექით.
The heaped-up ash tray was there, and the opened bottle of ink surrounded by spilled ashes, and the coffee cup containing a dried brown ring.
169726.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ერთ-ერთი ამოიღო და გაშალა, მაგრამ თავიდან ვერაფერი წაიკითხა: მხოლოდ გაკვირვებული დასცქეროდა, რა დაგრეხილი, შავი და ბრაზიანი ხელწერა იყო, გეგონებოდა, გულდასმით გაჭყლეტილი კოღოების რიგები ენაცვლებოდა ერთმანეთს.
She picked one of them out and opened it and spread it flat, but at first she couldn’t read it: she could only marvel at how cramped and black and angry the handwriting looked, like row on row of precisely swatted mosquitos.
169727.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მერე თანდათანობით გაარჩია ნაწერის ნაწილი, განსაკუთრებით გვერდის ბოლო: „...შენი ლაჩრული თავის მოტყუება „სიყვარულის“ შესახებ, როდესაც ჩემსავით შესანიშნავად იცი, ჩვენ შორის არასოდეს არაფერი არსებულა, გარდა ზიზღისა და უნდობლობისა და საზიზღარი, ავადმყოფური, ერთმანეთის სისუსტეზე დამოკიდებულებისა – აი, ამიტომ.
Then part of it, halfway down the page, came into focus: . . . your cowardly self-delusions about "love" when you know as well as I do that there’s never been anything between us but contempt and distrust and a terrible sickly dependence on each other’s weakness—that’s why.
169728.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ამიტომაც ამივარდა ხარხარი დღეს, როდესაც სიყვარულის უუნარობაზე ლაპარაკობდი, ამიტომაც არ შემიძლია, შენი შეხება ავიტანო, ამიტომაც ვეღარ დავიჯერებ ვერაფერს, რასაც ფიქრობ, ისე როგორც შენს ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას...“
That’s why I couldn’t stop laughing today when you said that about the Inability to Love, and that’s why I can’t stand to let you touch me, and that’s why I’ll never again believe in anything you think, let alone in anything you say...
169729.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ყველა უნდა დაწვას.
All of them would have to be burned.
169730.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მხოლოდ დილის ხუთ საათზე მიანება თავი წერილის წერის მცდელობას.
It wasn’t until five this morning that she’d finally stopped trying to write the letter.
169731.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ჩასაცმელად საძინებელში შევიდა და იქ ის იყო.
She had gone into the bedroom to get dressed, and there he was.
169732.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
განთიადის მკრთალ სინათლეში მისი დანახვა – გაშხლართულის, მისკენ მიბრუნებულის, კვირა დღის დაჭმუჭნილ სპორტულ სამოსში – ისეთი გამაოგნებელი აღმოჩნდა, თითქოს საწოლში უცხო მამაკაცი იწვა.
The sight of him, in the early blue light, sprawled out and twisted in his wrinkled Sunday sports clothes, had been as much of a shock as if she’d found a stranger in the bed.
169733.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
არ სძულდა, არ შეეძლო სძულებოდა.
It was that she didn’t, she couldn’t possibly hate him.
169734.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
როგორ შეიძლება ვინმეს ის სძულდეს?
How could anyone hate him?
169735.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ის ხომ... მოკლედ, ის ხომ ფრენკი იყო.
He was—well, he was Frank.
169736.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
„ოჰ, საყვარელო, ოჰ, ჩემო პატარა, არ წახვიდე“.
"Oh, baby. Oh, my baby, don’t go away . . ."
169737.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
„ჩუ… ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა, ფრენკ. დაიძინე“.
"Sh-sh-sh. It’s all right. It’s all right, Frank. Go to sleep".
169738.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
სწორედ მაშინ მოიფიქრა ყველაფერი გულდასმით.
And that was when she’d thought it through.
169739.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ასე რომ, არც ტყუილი იყო და არც უნამუსობა, როდესაც ამ დილით, კითხვაზე, სძულდა თუ არა, უარყოფითად უპასუხა, ასევე არ იყო ტყუილი და უნამუსობა გამორჩეული საუზმის მომზადება, არც მისი სამუშაოთი დაინტერესება და გამოსამშვიდობებელი კოცნა.
So it hadn’t been wrong or dishonest of her to say no this morning, when he asked if she hated him, any more than it had been wrong or dishonest to serve him the elaborate breakfast and to show the elaborate interest in his work, and to kiss him goodbye.
169740.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ეს კოცნა, თავისი არსით, სწორედ რომ მართებული იყო – სრულიად უმწიკვლო, მეგობრული კოცნა, კოცნა იმ ბიჭისა, რომელსაც წვეულებაზე შეხვდი, ბიჭისა, ვისთანაც მთელი საღამო ცეკვავდი, ვინც გულიანად გაცინა და სახლში რომ გაცილებდა, სულ თავის თავზე გიყვებოდა.
The kiss, for that matter, had been exactly right—a perfectly fair, friendly kiss, a kiss for a boy you’d just met at a party, a boy who’d danced with you and made you laugh and walked you home afterwards, talking about himself.