მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169741.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ყველაზე საინტერესო ადამიანი ხარ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ“.
You’re the most interesting person I’ve ever met.
169742.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
იმიტომ რომ, თუ ერთხელ დაიწყე, მერე ძალიან ძნელია შეჩერება; მალე იტყვი: „მაპატიე, რა თქმა უნდა, მართალი ხარ“, „შენ უკეთ მოგეხსენება“ და „ამქვეყნად ყველაზე არაჩვეულებრივი და ფასეული ხარ“.
Because once you’d started it was terribly difficult to stop; soon you were saying "I’m sorry, of course you’re right," and "Whatever you think is best," and "You’re the most wonderful and valuable thing in the world".
169743.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
აღმოაჩენ, რომ ამბობ „დიახ“, როცა გინდა, თქვა „არა“ და „ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ“, თუმცა სრულიად საწინააღმდეგოს ფიქრობ;
You found you were saying yes when you meant no, and "We’ve got to be together in this thing" when you meant the very opposite;
169744.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
და ვის შეიძლება რამე დააბრალო?
And how could anyone else be blamed for that?
169745.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
rროდესაც საწერი მაგიდა დაალაგა და ფრენკის საწოლის თეთრეული გამოცვალა, ნაგვის კალათი უკანა ეზოში გაიტანა.
When she’d straightened up the desk and made Frank’s bed, with fresh sheets, she carried the wastebasket to the backyard.
169746.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
შემოდგომის დღე იყო, თბილი, თუმცა უკვე გრილი სიო უბერავდა, რომელიც ჩამოცვენილ ფოთლებს ბალახზე მიაქროლებდა, რაც ბავშვობას ახსენებდა: ვაშლებსა და ფანქრებს, შალის ახალ სამოსსა და სწავლის დაწყებამდე დარჩენილ ბოლო დღეებს.
It was an autumnal day, warm but with a light sharp breeze that scudded stray leaves over the grass and reminded her of a childhood, of the apples and pencils and new woolen clothes of the last few days before school.
169747.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ჩიტების ჭიკჭიკსა და ფოთლების შრიალს მოთამაშე ბავშვების შორეული ხმაც უერთდებოდა.
The sounds of bird song and rustling trees were faintly mingled with the faraway cries of children at play.
169748.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
შორიდან ყველა ბავშვის ხმა ერთნაირია.
From a distance, all children’s voices sound the same.
169749.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– და მომისმინე! მომისმინე! იცი, კიდევ რა მომიტანა, მარჯი? მომისმინე! რაღაცის თქმას ვცდილობ!
And listen! Listen!—you know what else she brought me, Margie? Listen! I’m trying to tell you something.
169750.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
იქ იყვნენ მარჯი როთერბერგი და მისი უმცროსი ძმა ჯორჯი, მერი ჯეინ კროუფორდი და ედნა სლეიტიც – დროს უქმად ხარჯავდნენ ცოცხალი ღობის იმ ნაწილთან, სადაც ბალახი გატკეპნილი იყო, პატარა გამოქვაბულში ზედ მიფარებული ბრტყელი ქვით ინახავდნენ ქაღალდის ჭიქების სახურავებს კინოვარსკვლავების გამოსახულებით.
Margie Rothenberg and her little brother George and Mary Jane Crawford and Edna Slater were there, fooling around at the place by the hedge where all the grass was worn away, the place with the little cave and the flat rock where they kept their collection of paper cup lids.
169751.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– გითხარი, კიდევ რა მიყიდა? დედამ?
I said you know what else she brought me? My mother?
169752.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ნამდვილი სუნამოთი?
With real perfume in it?
169753.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– მარტო ორი დღით რატომ ჩამოვიდა? – იკითხა მარჯი როთენბერგმა.
"How come she was only here two days?" Margie Rothenberg inquired.
169754.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– ხომ თქვი, ერთი კვირა დარჩებაო.
You said she was staying a week.
169755.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– მე ვთქვი, შეიძლება, ერთი კვირა დარჩეს მეთქი.
I said she might stay a week.
169756.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– ჯორჯ! თუ კიდევ ერთხელ ცხვირიდან რასაც გამოიღებ, იმას შეჭამ, ვიტყვი!
George! The very next time you pick your nose and eat it I’m gonna tell!
169757.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
თუ ასე ვიზამ, მთელი კვირა არც სკოლაში და არც არსად არ ვივლი; ჰა-ჰა.
If I do that I won’t have to go to school or anything for a whole week; ha, ha.
169758.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– არ შემიძლია, სახლში უნდა დავბრუნდე, „დონ უისლოუს“ დროა.
"I can’t. I have to get home in time for "Don Winslow".
169759.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– ჩემს სახლში მოვუსმინოთ „დონ უისლოუს“.
We can hear "Don Winslow" in my house.
169760.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– არ შემიძლია, სახლში უნდა წავიდე.
I can’t. I have to get home.