მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169761.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ჯორჯ, წამოდი.
Come on, Georgie.
169762.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– ეი, ედნა, მერი ჯეინ? იცით, დედამ რა მიყიდა?
Hey Edna? Hey Mary Jane? Know what my mother brought me?
169763.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მიყიდა ეს ლამაზი... ეი, მომისმინე, ედნა. მისმინე...
She brought me this beautiful—Hey, listen Edna. Listen . . .
169764.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ზემოთ ჭრიალით გაიღო ფანჯარა და იცოდა, თუ მიიხედავდა, სპილენძის ბადის მიღმა დეიდა კლერის სახის ბუნდოვან სილუეტს დაინახავდა.
There was the sound of an upstairs window rattling open, and she knew that if she turned around she would see the dim shape of Aunt Claire peering out through the copper screen.
169765.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– ეეე-იი-პრალ! – ლამაზი სვიტრი მიყიდა, ქიშმირისაა და ეს ლამაზი... – ეეე-იი-პრალ!
“Aay-prul!” “She brought me this beautiful blue sweater, it’s cashmere, and this beautiful—"; "Aay-prul!"
169766.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– რა? აქ ვარ. – მერე რატომ არ მიპასუხებ?
"What? I’m over here". "Why didn’t you answer, then?"
169767.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მინდა ახლავე ამოხვიდე, დაიბანო და გამოიცვალო.
I want you to come in this instant and get washed and changed.
169768.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ეს-ესაა მამაშენმა დარეკა.
Your father just called.
169769.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მანქანით მართავს და თხუთმეტ წუთში აქ იქნება.
He’s driving out and he’ll be here in fifteen minutes.
169770.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მერე სახლისკენ ისე სწრაფად გარბოდა, რომ მისი კეტები მიწას არ ეხებოდა.
And she ran for the house so fast that her sneakers seemed hardly to touch the ground.
169771.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ასეთი რამ აქამდე არასოდეს, არასოდეს მომხდარა: მთელი ორი დღით დედასთან, და მერე, ახლა, სწორედ მეორე დღეს...
Nothing like this had ever, ever happened before: two whole days with her mother, and then, now, the very next day . . .
169772.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
კიბეზე ორ საფეხურს ერთად ახტებოდა, თავის ოთახში გრიგალივით შევარდა, გამოცვლას ისე ჩქარობდა, ბლუზაზე ღილი ასწყდა, თან ენას არ აჩერებდა: – როდის დარეკა?
She took the stairs two at a time and flew to her room and began to undress in such haste that she popped a button off her blouse, saying, "When did he call?"
169773.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
რა თქვა? რამდენი ხნით რჩება?
What did he say? How long is he staying?
169774.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– არ ვიცი, საყვარელო. მარტო ის მითხრა, ბოსტონში მივდივარო.
I don’t know, dear; he said he’s on his way up to Boston.
169775.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
სულაც არ არის საჭირო, ტანსაცმელი დაფლითო. დრო ბევრია.
You certainly don’t need to tear your clothes. There’s plenty of time.
169776.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მერე სახლის ზღურბლზე იდგა საგარეო კაბაში გამოწყობილი და ქუჩას გასცქეროდა, გამოჩენისთანავე რომ შეენიშნა მისი გრძელი, მაღალი, ლამაზი სამოგზაურო მანქანა.
Then she was out on the front porch in her party dress, watching down the street for the first glimpse of his long, high-wheeled, beautiful touring car.
169777.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ჯერ კიდევ ორი კვარტლის იქით შეამჩნია და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გაქცეულიყო.
When it did come into sight, two blocks away, she forced herself not to start running down the path.
169778.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
და რა მაღალი, რა არაჩვეულებრივად მოხდენილი და გამართული იყო!
And how tall, how wonderfully slender and straight he was!
169779.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
როგორ უბრწყინავდა თმა მზეზე ოქროსფრად და როგორ უცინოდა – „მამიკო!“ – ეიპრილი გაიქცა და მკლავებში ჩაუვარდა.
How golden the sunlight shone on his hair and his laughing face—"Daddy!"—and then she was running, and then she was in his arms.
169780.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– როგორ ხარ, საყვარელო?
"How’s my sweetheart?"