მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169781.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– მას სელის ქსოვილის, ვისკისა და თამბაქოს სუნი ასდიოდა, მისი მოკლე ვარცხნილობა კეფაზე შეხებისას იჩხვლიტებოდა, ყბა კი პემზის თბილ ქვასავით ხორკლიანი ჰქონდა.
He smelled of linen and whiskey and tobacco, the short hairs at the back of his neck were bristly to the touch and his jaw was like a warm pumice stone.
169782.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მაგრამ ყველაფერს სჯობდა მისი ხმა: ისეთი ღრმა და ამაღელვებელი, გეგონებოდა, თიხის ქოთნიდან ამოდიოდა.
But his voice was the best of all: as deep and thrilling as blowing across the mouth of an earthen jug.
169783.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– იცი, რომ კიდევ სამი ფუტით გაიზარდე სიმაღლეში?
Do you know you’ve grown about three feet?
169784.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
არც კი ვიცი, შენნაირ დიდ გოგოს როგორ უნდა მოვექცე.
I don’t know if I can handle a girl as big as you.
169785.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ხელში ვეღარ აგიყვან, ეს კი ცხადია; წამოდი, შინ შევიდეთ და დეიდა კლერს ვინახულებ.
Can’t carry you, anyway; I know that much. Let’s go on in and see your Aunt Claire.
169786.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
სხვა რა ხდება? შენი ბოიფრენდები როგორ არიან?
How’s everything? How’re all your boyfriends?
169787.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მისაღებ ოთახში დეიდა კლერს ელაპარაკებოდა და თვალისმომჭრელი იყო.
In the living room, talking with Aunt Claire, he was marvelous.
169788.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
სათანადო სიმაღლეზე აწეული შარვლის ტოტების გადანაკეცის ქვეშიდან ეიპრილი შალის შავი წინდით დაფარულ მის წვრილ კოჭებს ხედავდა.
His slim ankles, beneath trouser cuffs that had been raised to just the right height, were clad in taut socks of fluted black wool.
169789.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მუქი ყავისფერი ფეხსაცმელი მოხდენილად და დიდებულად მოჩანდა ხალიჩაზე, ცალი ცოტა წინ, მეორე ცოტათი უკან.
His dark brown shoes were so shapely and so gracefully arranged on the carpet, one a little forward and one back.
169790.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ის ანეკდოტის მოყოლას ამთავრებდა: „ასე რომ, ელეანორი წამოდგა და თქვა: „ყმაწვილო, ნასვამი ხართ“.
He was finishing a joke: ". . . so Eleanor drew herself up and said, "Young man, you’re drunk".
169791.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ბიჭმა კიდევ შეხედა და უპასუხა: „სრულ სიმართლეს ბრძანებთ, მისის რუზველტ“.
The fellow looked at her and he said, "That’s true, Mrs. Roosevelt".
169792.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მაგრამ განსხვავება იცით, რა არის, მისის რუზველტ: ხვალ დილით კარგად ვიქნები“.
He said, "But here’s the difference, Mrs. Roosevelt: I’ll be all right in the morning".
169793.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
დეიდა კლერის სქელი სხეული სიცილისგან ორად მოიხარა, ეიპრილმაც ჩათვალა, რომ ძალიან სასაცილო იყო, თუმცა ანეკდოტის დასაწყისი არ მოუსმენია და რომც მოესმინა, ბევრს ვერაფერს გაიგებდა.
Aunt Claire’s thick torso doubled over into her lap and April pretended to think it was unbearably funny too, though she hadn’t heard the first part and wasn’t sure if she would have understood it anyway.
169794.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
თუმცა სიცილი მაშინვე მოსხიპა, როგორც კი ის წასასვლელად მოემზადა და წამოდგა.
But the laughter had scarcely died in the room before he was getting up to leave.
169795.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– სადილზეც არ დარჩები, მამიკო?
You’re not even staying for dinner, Daddy?
169796.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– საყვარელო, სიამოვნებით, მაგრამ ბოსტონში სამი ადამიანი მელოდება და თუ დროზე არ ჩავედი, შენს მამიკოს ძალიან, ძალიან გაუბრაზდებიან.
Sweetie, I’d love to, but I’ve got these people waiting in Boston and they’re going to be very, very angry with your Daddy if he doesn’t get up there in a hurry.
169797.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
აბა, ხომ მაკოცებ? საკუთარი თავი სძულდა, ისე მოიქცა მერე, პატარა ბავშვივით.
How about a kiss?” And then, hating herself for it, she began acting like a baby.
169798.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
– ოჰ, ეიპრალ! – ამბობდა დეიდა კლერმა, – რატომ გინდა, ასეთი მშვენიერი სტუმრობა ჩააშხამო?
"Oh, Ape-rull," Aunt Claire was saying, "Why do you want to go and spoil a nice visit?"
169799.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მაგრამ მამა აღარ იდგა, მასთან ჩაცუცქდა და ხელი მოხვია.
But he wasn’t standing up any more: he had squatted nimbly beside her and put his arm around her.
169800.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მაგრამ, მისმინე, რას გეტყვი.
Listen, though, tell you what.