მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169821.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ამასობაში სხვა რაღაცებიც მოამზადა: რამდენიმე სუფთა პირსახოცი სააბაზანოში გაიტანა, საავადმყოფოს ტელეფონის ფურცელზე ამოწერილი ნომერი ტელეფონის აპარატზე მიაყუდა, წყალი დუღდა.
By the time she’d made the other preparations, putting a supply of fresh towels in the bathroom, writing down the number of the hospital and propping it by the telephone, the water was boiling.
169822.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ათის ნახევარი იყო.
It was nine-thirty.
169823.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
იქამდე საქმე აღარაფერი აქვს, მხოლოდ უნდა ელოდოს.
In the meantime there was nothing to do but wait.
169824.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
„კარგად დაფიქრდი, ეიპრილ?
Have you thought it through, April?
169825.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
არასოდეს მოჰკიდო ხელი საქმეს, სანამ...
Never undertake to do a thing until...
169826.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
მაგრამ აღარც გაფრთხილება სჭირდებოდა, არც მითითება.
But she needed no more advice and no more instruction.
169827.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
ამშვიდებდა იმის ცოდნა, რაც ყოველთვის იცოდა, თუმცა არ იცოდნენ დეიდა კლერმა, მისმა მშობლებმა, არც ფრენკმა და არც არავინ, არც არავის უსწავლებია მისთვის.
She was calm and quiet now with knowing what she had always known, what neither her parents nor Aunt Claire nor Frank nor anyone else had ever had to teach her.
169828.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VII
თუ გინდა, რამე აბსოლუტურად კეთილსინდისიერად და გულდასმით გააკეთო, ყოველთვის მარტომ უნდა გაართვა თავი.
That if you wanted to do something absolutely honest, something true, it always turned out to be a thing that had to be done alone.
169829.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
იმ შუადღის ორ საათზე მილი კემპბელმა სახლის საქმეები დაასრულა.
At two o’clock that afternoon, Milly Campbell had just completed her housework.
169830.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
იგი აღელვებისგან ტუჩებს იკვნეტდა.
It left her chewing her lips with worry.
169831.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– კი ვიცი, რომ იმ გზაზე უამრავი ადამიანი ცხოვრობს, – ჰყვებოდა მოგვიანებით, – ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, ეს ეიპრილი იყო.
"I mean I knew there were plenty of other people on that road," she said afterwards. "It could’ve been anybody, but I just had this feeling it was April".
169832.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ანერვიულებული ტელეფონთან იჯდა, როდესაც უეცრად რეკვა დაიწყო.
She sat uneasily at the telephone until it suddenly burst into ringing.
169833.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ხომ არ იცით, უილერებთან რა მოხდა?
Do you know what’s happened at the Wheelers’?
169834.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ეს-ესაა ჩავიარე და მათი სახლიდან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოდიოდა და ძალიან ვნერვიულობ.
I was just going past their place and there was an ambulance coming out of their drive, and I’m terribly alarmed.
169835.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
და ახლა ვრეკავ მათთან და ყურმილს არავინ იღებს...
And now I’ve been trying to call them and there’s no answer . . .
169836.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– კინაღამ მოვკვდი, – ჰყვებოდა მოგვიანებით მილი.
"I almost died," Milly explained later.
169837.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
და ის გავაკეთე, რასაც ვაკეთებ ყოველთვის, როდესაც რაღაც საშინელება ხდება. შეპს დავურეკე.
"And then I did what I always do when something horrible happens. I called Shep".
169838.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ლაბორატორიის ფანჯარასთან მდგარი შეპ კემპბელი ნელა იქექავდა კეფას.
Slowly rubbing the back of his neck as he stood at a window of the Laboratories.
169839.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
პირველსავე დღეს ყურებამდე შეყვარებული ლაწირაკივით ჯიხურიდან დაურეკა: „ეიპრილ, როდის შეიძლება გნახო?“, ქალი კი კარგა ხანს მკაფიოდ უხსნიდა, რომ ვეღარასოდეს შეხვდებოდა და რომ აჯობებდა, ეს კითხვა აღარ დაესვა.
On the first day, like any lovesick kid, he had called her up from a phone booth and said, "April, when can I see you?" and she’d made it clear, in so many words, that he couldn’t see her at all and that he should have known better than to ask.
169840.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ეს მოგონება მოსვენებას არ აძლევდა იმ ღამეს და მომდევნო დღეს – ღმერთო, ალბათ, როგორი ხეპრე, გაუთლელი მასხარა იყო მის თვალში – მრავალი საათი ეჩურჩულებოდა საკუთარ თავს მშვიდი, გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული სიტყვების საპოვნელად, რომ შემდეგი დარეკვისას ეთქვა.
The memory of this had rankled him all that night and the next day—God, what a loutish, unsophisticated clown she must have thought him—and caused him to spend many hours in whispered rehearsal of the cool, mature, understanding things he would say when he called her again.