მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169841.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
სიფრთხილით აწონილ-დაწონილი წინადადებები უადგილო აღმოჩნდა, ხმა შეშლილივით უკანკალებდა.
All the carefully practiced lines came out wrong, his voice was shaking like a fool’s.
169842.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მხოლოდ ერთხელ ნახა.
He had seen her only once.
169843.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
გუშინ, როდესაც მათ სახლში ბავშვები მოიყვანა, აკანკალებული საძინებელში დაიმალა და ფარდას ამოფარებული უთვალთვალებდა, როგორ გადმოვიდა მანქანიდან დაქანცული, ფეხმძიმე ქალი.
Yesterday, when she brought her kids over to the house, he had hidden trembling in the bedroom and peeked down through the curtains to watch her getting out of her car—a tired, pregnant woman.
169844.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– სალამი, საყვარელო. რა? მისმინე, დამშვიდდი! ვინ არის საავადმყოფოში? როდის? ოჰ, ღმერთო!
"Hi, baby—what? Listen, now, calm down. Who’s in the hospital? When? Oh Jesus".
169845.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაგრამ უცნაური რამ მოხდა: მთელი კვირის განმავლობაში პირველად იგრძნო თავდაჯერებულობა.
But the remarkable thing was that for the first time all week he felt a sense of competence.
169846.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ერთი წუთით დაწყნარდი, – უთხრა მას.
"Calm down a second," he told her.
169847.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– საავადმყოფოში უკვე დარეკე?
Have you called the hospital yet?
169848.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
საყვარელო, ჯერ ესაა გასაკეთებელი, სანამ ფრენკს დავურეკავთ...
Honey, that’s the first thing we ought to do, before we start calling Frank. . . .
169849.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
კარგი, კარგი, ვიცი, რომ ანერვიულდი.
Okay, okay, I know you’re all upset.
169850.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მე დავურეკავ და გავარკვევ, მერე შევატყობინებ მას.
I’ll call them and find out, and then I’ll call him.
169851.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ახლა მისმინე, დაწყნარდი, გესმის?
"Now listen, you take it easy, hear me?"
169852.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
და თუ ღმერთი გწამს, არ აგრძნობინო ბავშვებს, რომ რაღაც ხდება – ჩვენს ბავშვებს ან მათ ბავშვებს...
And for God’s sake don’t let on to the kids that anything’s wrong—our kids or their kids. . . .
169853.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
კარგი... კარგი, მართალია. დაგირეკავ.
Okay. . . . Okay, right. I’ll call you.
169854.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ...რა გადაუდებელი დახმარება?..
. . . undergoing emergency what?
169855.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
...კარგი, მაგრამ, ანუ რას მკურნალობთ?..
...Well, but I mean treatment for what? . . .
169856.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ოჰ, მუცლის მოშლას გულისხმობთ.
Oh. You mean she had a miscarriage.
169857.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
შეგიძლიათ მითხრათ, როგორ არის?..
Can you tell me how she is?
169858.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
გასაგებია. და ხომ არ იცით, რამდენ ხანს გაგრძელდება?
...I see. And do you know how long that’ll be?
169859.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– კარგი. კიდევ ერთი საკითხი: მის მეუღლეს ვინმემ შეატყობინა?.. კარგი. გმადლობთ.
"Okay. One more thing: has anyone notified her husband yet? . . . Okay. Thanks".
169860.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ტელეფონის აპარატზე გადახრილი შეპი სწრაფად დაუკავშირდა ნიუ-იორკში „ნოქსის“ გამომთვლელი მანქანების კომპანიას.
Hunching still lower over the phone, he put through a call to Knox Business Machines in New York.