მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169881.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაგრამ მერე ყოყმანით დათანხმდა, თვითონ შესულიყო საოპერაციოში და ექიმს დალაპარაკებოდა.
But at last she agreed, reluctantly, to go inside herself and speak to the doctor.
169882.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
წუთის შემდეგ ექიმიც გამოვიდა, გამხდარი, შეცბუნებული იერის მამაკაცი დაჭმუჭნილ საოპერაციო ხალათში.
A minute later he came out, a slight, embarrassed-looking man in a wrinkled surgical gown.
169883.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– მისტერ უილერი რომელი ხართ? – იკითხა და მერე ფრენკს მკლავზე ხელი მოჰკიდა, მოშორებით გაიყვანა პირადად დასალაპარაკებლად.
"Which is Mr. Wheeler?" he asked, and then he took Frank by the arm and led him away for a private talk.
169884.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
შეპი ზრდილობიანად განზე გადგა, საშუალება მისცა შინაგან ხმას დაერწმუნებინა, რომ შეუძლებელია, ის მოკვდეს.
Shep, respectfully keeping his distance, allowed the inner voice to assure him that she couldn’t possibly be dying.
169885.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ადამიანები ასე არ კვდებიან, ნაშუადღევს, ძილის მომგვრელი დერეფნის ბოლოს.
People didn’t die this way, at the end of a drowsing corridor like this in the middle of the afternoon.
169886.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
თუ კვდება, რა ჯანდაბაა, ასე მშვიდად არ ივლიდა დამლაგებელი, შვაბრით არ დაასუფთავებდა ლინოლეუმს და ხმადაბლა არ იღიღინებდა, ან რამდენიმე კარის იქით, რომელიღაც პალატაში, რადიო არ იღრიალებდა.
Why, hell, if she was dying that janitor wouldn’t be pushing his mop so peacefully across the linoleum, and he certainly wouldn’t be humming, nor would they let the radio play so loud in the ward a few doors away.
169887.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ეიპრილ უილერი რომ კვდებოდეს, განცხადებების დაფაზე გამოკრული არ იქნება მიმეოგრაფით გამრავლებული მიპატიჟება პერსონალისთვის საცეკვაო საღამოზე („გელით მხიარულება! გამაგრილებელი სასმელები!“) და არც დაწნული სკამები იდგებოდა ასე, არც ჟურნალებით სავსე მაგიდა.
If April Wheeler was dying they certainly wouldn’t have this bulletin board here on the wall, with its mimeographed announcement of a staff dance ("Fun! Refreshments!") and they wouldn’t have these wicker chairs arranged this way, with this table and this neat display of magazines.
169888.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
აქ რა ჯანდაბისთვისაა ისინი საჭირო?
What the hell did they expect you to do?
169889.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
რომ ჩამოჯდე, ფეხი ფეხზე გადაიდო და „ლაიფი“ ფურცლო, ვიდრე ვიღაც კვდება? რასაკვირველია, არა.
Sit down and cross your legs and flip through a copy of Life while somebody died? Of course not.
169890.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები იბადებიან, სადაც ერთ წუთში აკეთებენ აბორტს; ადგილი, სადაც, უბრალოდ, ელოდები და იქამდე ღელავ, ვიდრე არ გეტყვიან, რომ ყველაფერი რიგზეა.
This was a place where babies were born or where simple, run-of-the-mill miscarriages were cleaned up in a jiffy, it was a place where you waited and worried until you’d made sure everything was all right.
169891.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
გამოსაცდელად შეპი ერთ-ერთ ჭრიალა სკამზე ჩამოჯდა.
Experimentally, he sat down in one of the wicker chairs.
169892.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მას ტუალეტში შესვლა უნდოდა.
He had to go to the bathroom.
169893.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ფიქრობდა, რა დრო დასჭირდებოდა ტუალეტის მოძებნას და უკან დაბრუნებას.
He wondered how long it would take him to find his way to a toilet and back.
169894.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაგრამ ამასობაში ექიმი საოპერაციოში შებრუნდა, ფრენკი კი უძრავად იდგა, მარტო, ხელის გულით საფეთქელს ისრესდა.
But the doctor had gone back inside now and Frank was standing there alone, rubbing his temple with the heel of his hand.
169895.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ღმერთო, შეპ, იმის ნახევარიც ვერ გავიგე, რა მითხრა.
Jesus, Shep, I couldn’t even understand half the things he told me.
169896.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ასე ამბობს, ვიდრე აქ მოიყვანდნენ, ნაყოფი უკვე გარეთ იყოო.
He said the fetus was out before they got her here.
169897.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
თქვა, რომ ოპერაცია გაუკეთეს იმის, რა ჰქვია, პლაცენტის ამოსაღებად.
He said they had to operate to take out the whaddyacallit, the placenta.
169898.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ასე თქვა, ბევრი სისხლი იქამდე დაკარგა, ვიდრე სასწრაფოთი მოიყვანდნენო და ახლა მის შეჩერებას ცდილობენ, და იმდენ ხანს ილაპარაკა კაპილარებზე, მაგრამ ვერაფერი გავიგე, და ასე თქვა, უგონოდააო. ღმერთო.
He said she lost a lot of blood even before the ambulance came, and now they’re trying to stop it, and he said a whole lot of things I didn’t get, about capillaries, and he said she’s unconscious. Jesus.
169899.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ფრენკ, რა იქნება, ერთი წუთით ჩამოჯდე?!
"How about sitting down a minute, Frank?"
169900.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ისიც ამას ამბობს. რა ჯანდაბის გამო უნდა დავჯდე?
"That’s what he said too. What the hell do I want to sit down for?"