მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169901.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
დერეფანში იდგნენ, ყურს უგდებდნენ დამლაგებლის ღიღინს და მისი შვაბრის რიტმულ ხმას, ხანდახან ჩავლილი სანიტრის კაუჩუკისძირიანი ფეხსაცმლის ქუსლის მოგუდულ კაკუნს.
So they continued to stand, listening to the janitor’s low humming and to the rhythmic thud of his mop, and to the occasional rubber-heeled thump and rustle of a nurse walking by.
169902.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
როდესაც ფრენკის თვალებმა საკმარისად აზრიანი გამომეტყველება მიიღო სიგარეტის ასაღებად, რომელიც შეპმა გადაჭარბებული მეგობრულობითა და თავაზიანობით შესთავაზა: – სიგარეტი, ძმაო?
Once Frank’s eyes came into focus long enough for him to accept a cigarette, which Shep offered in a little excess of friendliness and courtesy— "Cigarette, fella?"
169903.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
აი, ასანთიც მაქვს, – და მერე, საკუთარი ხალისიანი ხმით იმედმოცემულმა, თქვა:
Here, I got the match—” and then, encouraged by the good cheer in his own voice, he said:
169904.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
წავალ, ყავას მოვიტან.
I’ll go get us a cup of coffee.
169905.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
და ვესტიბიულისკენ გაქანდა და ერთ კუთხეში შეუხვია, მეორე ვესტიბიული, სანამ კაცების ტუალეტს მიაგნო, სადაც კარგა ხანს იდგა, აკანკალებული და აკვნესებული შარდავდა, ვიდრე შარდის ბუშტი არ დაიცალა.
And he escaped down the hall and around the corner and down another hall until he found the mens’ room, where he stood trembling and very nearly whimpering as the pressure on his bladder was slowly relieved.
169906.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
სწრაფად ჩაუარა სათამაშოებს, კექსებსა და ჟურნალებს ორი ჭიქა ყავის შესაკვეთად.
He hurried through its toys and cupcakes and magazines to order two containers of coffee.
169907.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მერე ფრთხილად ეჭირა ქაფქაფა სითხიანი ქაღალდის ჭიქები, თითები რომ არ დასწვოდა და საოპერაციოსკენ გაემართა.
Then, holding the hot paper cups gingerly to keep from scalding his fingers, he started back to the emergency area.
169908.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
თუმცა გზა აებნა.
But he was lost.
169909.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ყველა დერეფანი ერთმანეთს ჰგავდა, ვიდრე ერთის ბოლომდე არ მივიდა, ვერ მიხვდა, რომ არასწორად უვლია.
All the corridors looked alike, and he got all the way to the end of one of them before discovering he was going in the wrong direction.
169910.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
დიდი ხანი დასჭირდა, ვიდრე საჭირო გზას იპოვიდა და სამუდამოდ დაამახსოვრდა, რას აკეთებდა იმ დროს, როდესაც ეიპრილ უილერი მოკვდა – სახეზე სულელური, კითხვის გამომხატველი ღიმილით მიაბიჯებდა დერეფნების ლაბირინთში, ხელში ორი ყავის ჭიქა ეჭირა.
It took him a long time to find his way back, and he would always remember that this was what he was doing— mincing down hallways carrying two containers of coffee, wearing a silly, inquiring smile—this was what he was doing when April Wheeler died.
169911.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
როგორც კი ბოლოჯერ გაუხვია და იმ დერეფნის თავში აღმოჩნდა, რომლის ბოლოს წითელი ნათურა ენთო, მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა.
He knew it had happened as soon as he’d turned the last corner, into the long hall with the red-lighted door at the end.
169912.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ფრენკი არსად ჩანდა; მთელი დერეფანი ცარიელი იყო.
Frank had disappeared; that whole part of the hall was empty.
169913.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ორმოცდაათიოდე იარდი რომ გაიარა, მოულოდნელად საოპერაციოს კარი გაიღო, იქიდან გამოსული სანიტრები სწრაფად გაიფანტნენ აქეთ-იქით.
He was still fifty yards away when he saw the door open and a number of nurses come spilling out and hurrying efficiently off in all directions.
169914.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მათ უკან სამი თუ ოთხი ექიმი ნელა მოდიოდა, ორი მათგანი აქეთ-იქიდან ამოსდგომოდა ფრენკს, თითქოს თავაზიანი და ყურადღებიანი მიმტანები ნასვამ კლიენტს ბარიდან აცილებდნენ.
Behind them, slowly, came three or four doctors, two of them supporting Frank like polite, solicitous waiters helping a drunk out of a saloon.
169915.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
შეპი თვალებს აცეცებდა ყავის დასადები ადგილის საპოვნელად.
Shep looked frantically around for a place to put the coffee down.
169916.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ...საშინელი შოკია, რა საკვირველია...
". . . terrible shock, of course . . ."
169917.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ...ჰემორაგია იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე...
". . . hemorrhaging was much too severe to . . ."
169918.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ...მოდით, დაბრძანდით და... კაპილარები...
". . . here, look, sit down and . . ." ". . . capillaries . . ."
169919.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ცდილობდნენ, ფრენკი დაწნული სკამებიდან რომელიმეზე დაესვათ, სკამები მათი ძალისხმევის გამო ჭრიალებდა და იატაკზე სრიალებდა, მაგრამ იგი ჯიუტად იდგა, ხმას არ იღებდა, მისი სახე არაფერს გამოხატავდა, მძიმედ სუნთქავდა, ყოველ ამოსუნთქვაზე თავს ოდნავ არხევდა.
They were trying to make Frank sit down in one of the wicker chairs, which squeaked and skidded under their efforts, but he remained stubbornly on his feet, silent and expressionless, breathing rapidly, his head wobbling a little with each breath.
169920.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მომდევნო მოვლენები შეპის მეხსიერებაში სამუდამოდ გაურკვეველი დარჩა.
The sequence of events after that would remain forever uncertain in Shep’s memory.