მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169861.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– მისტერ ფრენკ უილერს სთხოვეთ, თუ შეიძლება... სად არის?.. ჰოდა გამოიყვანეთ თათბირიდან. გადაუდებელი საქმეა.
"Mr. Frank Wheeler, please. . . He’s where?...Well, get him out of conference, then. This is an emergency".
169862.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მერე ფრენკმა აიღო ყურმილი და თავზარდაცემულმა, აკანკალებული ხმით თქვა: „ოჰ, ღმერთო ჩემო“.
Then Frank was on the phone, saying "Oh my God" in a shocked, insubstantial voice.
169863.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– არა, მოიცა, მისმინე, ფრენკ, არ ინერვიულო, ბიჭო.
No, wait, listen, Frank: take it easy, boy.
169864.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
როგორც ვიცი, კარგადაა.
Far as I know she’s all right.
169865.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ახლა ყური მიგდე.
Now listen.
169866.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
სტემფორდამდე პირველივე მატარებელს წამოჰყევი...
Grab the first train you can to Stamford.
169867.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
სწორია. ახლავე გამოვდივარ. კარგი, ფრენკ.
Right. I’m checking out of here right now. Okay, Frank.
169868.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
სადგურზე, ვიდრე მატარებელს ელოდებოდა, მილის დაურეკა (იგი დამშვიდდა) და საავადმყოფოშიც დარეკა (სიახლე არ ყოფილა).
At the station, waiting for the train, he used the time to call Milly again (she had calmed down) and to call the hospital (there was no news).
169869.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
შუადღის მზით განათებულ ბაქანზე ბოლთას სცემდა, ჯიბეში ხურდას აჩხრიალებდა და ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ ხმადაბლა იმეორებდა: „მიდი, მიდი“.
Then he walked up and down the platform in the afternoon sun, jingling coins in his pocket and saying, under his breath, "Come on; come on".
169870.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ეს შეძახილი, შეუსაბამოდ მშვიდობიანი, თავად ომს ჰგავდა – იჩქარე და დაელოდე.
This incongruously peaceful lull was like the war too—hurry up and wait.
169871.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– კარგი, ფრენკ, – გვერდიგვერდ გარბოდნენ ავტოსადგომისკენ, მატარებელი ჯერ არც იყო გაჩერებული,
"Okay, Frank—" They were running side by side to the parking lot even before the train had stopped.
169872.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– მანქანა აქვეა.
"Car’s right here".
169873.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
შიშს ჰგვრიდა მის გვერდით, სავარძელზე მოკუნტული, აკანკალებული ფრენკი, მისი თვალები.
The way Frank’s eyes looked, and the way he huddled and trembled in the seat beside him, had filled him with fear.
169874.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
იცოდა, რომ მოქმედების ყველა შესაძლებლობა სულ მცირე ხანში დასრულდებოდა.
He knew now that all his opportunities for action would soon be over;
169875.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
როდესაც ბოლო გორაკზე აღმართულ უშნო, ყავისფერ შენობამდე მიაღწევენ, სრული უმწეობის არეალში აღმოჩნდება.
When he had steered up this final hill to this ugly brown building, he would pass into an area of total helplessness.
169876.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– მისის ვინ? მისის უილერი? – იკითხა ჩასუქებულმა, ჭორფლიანმა სანიტარმა დერეფნის ბოლოში და სტერილური ნიღბის ზემოთ თვალები დაახამხამა.
"Mrs. who? Mrs. Wheeler?" said a plump freckled nurse near the end of the corridor, blinking over the rim of her sterile mask.
169877.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– სასწრაფო დახმარებას გულისხმობთ?
You mean the emergency?
169878.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
იცით, არ ვიცი, სამწუხაროდ.
Well I don’t know, offhand.
169879.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ვშიშობ, არ შემიძლია, – შეშფოთებით ახედა დახურული კარის თავზე აციმციმებულ წითელ სინათლეს და ფრენკმა შევარდნა სცადა.
"I’m afraid I can’t—" she glanced uneasily at a closed door over which a red light shone, and Frank made a lunge for it.
169880.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– არ შეიძლება, შევიდეს? მისი ქმარია. – არა, რასაკვირველია, არ შეიძლება.
"Can’t he go in? He’s her husband". "No, he certainly can’t".