მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169961.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ცოტა ხნის შემდეგ გამოვალ და მასთან მე დავრჩები და შენ ცოტა დაისვენე.
I’ll come out and sit with him in a little while, and you can get some rest.
169962.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
შევენაცვლოთ ერთმანეთს. – კარგი.
We’ll take turns. - Okay
169963.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაგრამ, ამის შემდეგ ორი საათი გავიდა, ის კი ისევ ისე იჯდა ჩაბნელებულ ოთახში და დანაპირების შესრულებას ვერ ახერხებდა.
But more than two hours had passed since then, and still she hadn’t found the strength to carry out her promise.
169964.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
უკვე დიდი ხანია, სამზარეულოდან ხმა არ ისმოდა.
There had been no sounds in the kitchen for a long time now.
169965.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
რას აკეთებენ?
What were they doing in there?
169966.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
შეყოყმანდა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები მოჭუტა, კაშკაშა სინათლეს რომ გამკლავებოდა და მერე შევიდა.
She hesitated, taking a deep breath, squinting her eyes in preparation for the glare of the lights, and then she went in.
169967.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაგიდაზე, ხელუხლებელსენდვიჩებიანი ლანგრისგან ერთი დუიმის დაშორებით, შეპს მკლავებში ჩაერგო თავი და ხვრინავდა.
Shep’s head was in his arms on the kitchen table, an inch away from the untouched plate of sandwiches snoring.
169968.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ფრენკი იქ არ იყო.
Frank wasn’t there.
169969.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ამბოხის გორაკის დასახლება ტრაგედიისთვის შესაგუებლად არ იყო ჩაფიქრებული.
The Revolutionary Hill Estates had not been designed to accommodate a tragedy.
169970.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
აქ ღამითაც კი, თითქოს განგებ, არ არსებობდა ბუნდოვანი ჩრდილები და პირქუში სილუეტები.
Even at night, as if on purpose, the development held no looming shadows and no gaunt silhouettes.
169971.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
იქ დაუჯერებლად ხალისიანი, სათამაშოების მსგავსი თეთრი და პასტელის ფერის სახლების უფარდო ფანჯრები მშვიდად ციმციმებდა მწვანე და ყვითელ ფოთლებს შორის.
It was invincibly cheerful, a toyland of white and pastel houses whose bright, uncurtained windows winked blandly through a dappling of green and yellow leaves.
169972.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
პროჟექტორები ამაყად ანათებდა ზოგან გაზონებს, ზოგან გაწკრიალებულ შესასვლელ კარებს.
Proud floodlights were trained on some of the lawns, on some of the neat front doors.
169973.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაშინაც, როცა ფეხი დაუცდა და კლდეებს შორის ხეობაში ჩავარდა, იქიდან ბავშვის ფერადი ვედროთი ხელში ამოვიდა.
Once when he lost his footing and fell scrabbling down a rocky ravine, he came up with a child’s enameled tin beach bucket in his hand.
169974.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
გორაკის ძირში მოასფალტებულ გზაზე გასულმა, გაბრუებულ გონებას, რომელშიც ფიქრები ირეოდნენ, სასტიკი ილუზიის წარმოდგენის უფლება მისცა: რაც მოხდა, მხოლოდ ღამეული კოშმარი იყო; მომდევნო მოსახვევში შევა და თავის განათებულ სახლს დაინახავს.
As he clambered out onto asphalt again at the base of the Hill he allowed his dizzy, jogging mind to indulge in a cruel delusion: it had all been a nightmare; he would round this next bend and see the lights blazing in his own house.
169975.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
სირბილით მივა იქამდე და სახლში ეიპრილი დახვდება, აუთოებს ან ჟურნალით ხელში დივანზე მოკალათებულა („რა ხდება, ფრენკ? შარვალი ტალახში გაქვს ამოსვრილი! რა თქმა უნდა, კარგად ვარ...“).
He would run inside and find her at the ironing board, or curled up on the sofa with a magazine ("What’s the matter, Frank? Your pants are all muddy! Of course I’m all right . . .").
169976.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაგრამ მერე თავისი სახლი დაინახა – სინამდვილეში დაინახა – მთვარის შუქით განათებული, გრძელი, რძისფერი, ჩაბნელებული ფანჯრებით, ერთადერთი ჩაბნელებული სახლი მთელ გზაზე.
But then he saw the house—really saw it—long and milk-white in the moonlight, with black windows, the only darkened house on the road.
169977.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მხოლოდ სააბაზანოდან ტელეფონამდე და უკან მოჩანდა წერტილების ბილიკი.
Except for a tidy trail of drops leading out to the telephone and back.
169978.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
აბაზანის ძირზე, ტრაპთან, მძიმე, სისხლით გაჟღენთილი ორი პირსახოცი იდო.
Two heavy towels, soaked crimson, lay lumped in the tub, close to the drain.
169979.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
„ვიფიქრე, ასე უფრო ადვილი იქნებოდა მათთან გამკლავება“.
"I thought that would be the simplest way to handle it".
169980.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ტანსაცმლის კარადის ძირზე ცივ-წყლიანი ქვაბი და მასში ჩადებული შპრიცი იპოვა; ალბათ, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე იქ დამალა.
On the floor of the linen closet he found the syringe in its pot of cold water; she had probably put it there to hide it from the ambulance crew.