მოიძებნა 669201 ჩანაწერი
169981.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
„ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა, არ დაენახათ; არ მინდოდა უთვალავ სულელურ შეკითხვაზე პასუხის გაცემა“.
"I mean I just thought it would be best to get it out of sight; I didn’t want to have to answer a lot of dumb questions".
169982.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
„კარგია, ესეც ასე, – თქვა მან, როდესაც გაზეთში გახვეული პირსახოცები სამზარეულოს კარის იქით ნაგვის ურნაში ჩააგდო.
"There; now that’s done," it said when he pressed the newspaper bundles deep into the garbage can outside the kitchen door.
169983.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– სველი ღრუბელი და ცოტა მშრალი საწმენდი სცადე, ძვირფასო… სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ, კარადაშია.
Try a damp sponge and a little dry detergent, darling—it’s there in the cabinet under the sink.
169984.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
უნდა მოაშოროს. აი, ხომ ხედავ? მშვენიერია.
That ought to take it up. There, you see? That’s fine.
169985.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაშინაც კი, როდესაც მოსუფთავება დაასრულა, მაშინაც კი, როდესაც სხვა არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი ოთახებში ბორიალისა და სინათლის ანთება-ჩაქრობის გარდა, მის ყოფნას ისევე ცხადად გრძნობდა, როგორც საძინებლის ტანსაცმლის კარადაში მისი კაბების სურნელს.
Even when he had finished the cleaning, when there was nothing to do but walk around and turn on lights and turn them off again, even then her presence was everywhere, as real as the scent of her dresses in the bedroom closet.
169986.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მისაღებ ოთახში დაბრუნებულმა მაგიდაზე კონვერტი იპოვა, რომელიც მაგიდაზე მისთვის დატოვა.
He went back to the living room and found the note she had left for him on the desk.
169987.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ფრენკი სწრაფად ავიდა საძინებელში და ტანსაცმლის კარადაში შეიყუჟა.
He went quickly back to the bedroom and shut himself inside the closet.
169988.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
სამზარეულოს კარი გაიღო და გაუბედავი ნაბიჯები გაისმა.
The kitchen door opened and there were several faltering footsteps.
169989.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
– ფრენკ! – ხრინწიანი ხმით დაიძახა შეპმა. – ფრენკ! აქ ხარ?
"Frank?" Shep called hoarsely. "Frank? You here?"
169990.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
ბოლოს გაიგონა, როგორ გავიდა.
Finally, he heard him leave.
169991.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი VIII
მაგრამ ამ შემოჭრის შემდეგ ეიპრილის ხმა აღარ ელაპარაკებოდა.
But after that interruption, April’s voice no longer spoke to him.
169992.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მილი კემპბელის თანახმად, რომელიც ამ ამბავს მომდევნო თვეებში მრავალჯერ მოჰყვა, ყველაფერი ისე კარგად მოგვარდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.
According to milly campbell, who told the story many times in the following months, everything worked out as well as could be expected.
169993.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ანუ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაზე საზარელი ამბავია, რაც ჩვენს ცხოვრებაში გადაგვიტანია.
I mean, considering it was just about the most horrible thing we’ve ever been through in our lives.
169994.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
და, რასაკვირველია, შეპი უნდა დასთანხმდებოდა.
And Shep would agree that it certainly was.
169995.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
უხაროდა კიდეც, ის რომ ლაპარაკობდა, ყოველ შემთხვევაში, უხაროდა დასაწყისში, წინა წლის შემოდგომაზე და ზამთარში.
He was glad enough to let her do most of the talking—or rather, he was glad of it in the beginning, throughout the fall and winter of the year.
169996.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
უსიამოვნების მიზეზი ნაწილობრივ ესეც იყო: ღალატად და ერთგვარ შებღალვად ეჩვენებოდა ამბის მოყოლა იმ ხალხისთვის, ვინც შინ დაბრუნდებოდა და მოსმენილზე იმსჯელებდა სწორედ იმ კონკრეტულ სახლში.
The trouble was partly just that: it seemed a betrayal and a sacrilege, somehow, to be telling the story to people who would go home and talk it over in that particular house.
169997.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ბრეისები უმადური მსმენელები იყვნენ, ნერვის აუტოკებლად ისხდნენ, ზრდილობიანად აქნევდნენ თავებს იმ ადამიანებისადმი თანაგრძნობის საჩვენებლად, რომლებსაც არც კი იცნობდნენ.
And it was partly that the Braces made such a dull audience, nodding and shaking their polite, bridge-playing heads in remorse for people they had never known.
169998.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ღმერთო ჩემო, მართლა კაიფობს.
My God, she’s really getting a kick out of it.
169999.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ...მე და შეპი კი დილით უკვე ლამის ჭკუიდან გადავედით.
". . . and I mean Shep and I were just about out of our minds by morning".
170000.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
წარმოდგენა არ გვქონდა, სად იყო ფრენკი.
We didn’t have the faintest idea where Frank was.