მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170001.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მაგრამ მიხვდნენ, რაღაც მოხდა; ხომ იცით, როგორები არიან ბავშვები.
They knew something was the matter, though; you know how kids are.
170002.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
თავისით გრძნობენ.
They sensed it.
170003.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
სასაუზმოდ დავსვი და ჯენიფერმა შემომხედა და თქვა: „მილი, დღეს დედიკო მოვა და წამიყვანს თუ რა?“
When I was giving them breakfast Jennifer looked at me and said, "Milly? Is Mommy going to come and pick us up today, or what?"
170004.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
თითქოს იცოდა, რომ სულელური შეკითხვა იყო, მაგრამ მაინც დამისვა, იმიტომ რომ ძამიკოს დაჰპირდა, შევეკითხებიო.
As if she knew it was a silly question but she’d promised her brother she’d ask it?
170005.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
კინაღამ მოვკვდი.
I almost died.
170006.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ვუთხარი: „საყვარელო, ზუსტად არ ვიცი, დედიკოს რა გეგმები აქვს“.
I said, "Well, dear, I don’t know what your mommy’s plans are, exactly".
170007.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
საშინელება არ არის?
Wasn’t that awful?
170008.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ნაშუადღევის ორ საათზე კიდევ დავრეკეთ საავადმყოფოში და გვითხრეს, ფრენკი ეს-ესაა წავიდაო: მივიდა და ხელი მოაწერა დოკუმენტებს როცა ვინმე გარდაიცვლება.
Then about two o’clock we called the hospital and they said Frank had just left: he’d gone in and signed all the papers when somebody dies.
170009.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
პიტსფილდში ძმას დაურეკა – უფროსი ძმა ჰყავს, უფრო სწორად, ორი უფროსი ძმა, თუმცა ისინი არასოდეს უხსენებია.
He said he’d called his brother in Pittsfield—he’s got this much older brother, actually, he’s got two of them, but he never used to mention them.
170010.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მე ვუთხარი: „კარგი, მაგრამ გთხოვ, ამაღამ ჩვენთან დარჩი“.
I said, "All right, but please stay here with us tonight".
170011.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
და ასეც მოიქცა.
And that’s what he did.
170012.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ეზოში გავიდა, იმათ დაინახეს და მისკენ გაიქცნენ, „ჰეი!“ უთხრა და აიყვანა, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
He went out in the yard and they saw him and came running over, and he said ‘Hi!’ and picked them up and put them in the car and drove away.
170013.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
დარწმუნებული ვარ, ასეთი საცოდაობა ცხოვრებაში არ მინახავს.
I really think it was the saddest thing I’ve ever seen in my life.
170014.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
და აღარასოდეს დამავიწყდება, რა მითხრა იმ ღამით დაბრუნებულმა ჯენიფერმა.
And I’ll never forget what Jennifer said when he brought them back that night.
170015.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
„მილი, იცი რა? ჩემი დედიკო ახლა სამოთხეშია და ჩვენ რესტორანში ვისადილეთ“.
Milly? You know what? My mommy’s in Heaven and we had dinner in a restaurant.
170016.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ღმერთო! – თქვა ნენსი ბრეისმა. – საბოლოოდ როგორ დამთავრდა ყველაფერი?
"God!" said Nancy Brace. "But I mean how did things work out finally?"
170017.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ეს იყო უხეშნაკვთებიანი, სათვალიანი გოგო, რომელიც გათხოვებამდე ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალიზებულ მაღაზიაში შესყიდვების განყოფილებაში მუშაობდა.
She was a sharp-faced, bespectacled girl who had worked before her marriage as a buyer for one of the top New York specialty shops.
170018.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– მისი ნათესავები აქ დარჩნენ ცოტა ხნით?
Did his relatives stay on here a while?
170019.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ოჰ, არა, – უპასუხა მილიმ, – დაკრძალვამ როგორც კი ჩაიარა, შინ, პიტსფილდში დაბრუნდნენ და ბავშვებიც წაიყვანეს.
"Oh, no," Milly explained. "Right after the funeral they took the kids back up to Pittsfield with them".
170020.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ფრენკიც გაჰყვა რამდენიმე დღით.
Frank went along for a few days.