მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170041.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
დაჯდომამდე მუხლებზე შარვალი ცოტათი აიწია, კალთიდან გულდასმით იბერტყავდა სიგარეტის ფერფლს, სასმლის ჭიქისთვის ქვემოდან ნეკა თითი ჰქონდა ამოდებული, უსაფრთხოებისთვის.
He sat there arranging the crease of his pants over his knees and brushing little flecks of ash off his lap and holding his drink with his pinkie hooked around underneath the glass, for safety.
170042.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
და რაღაც ახლებურად იცინოდა: ხმადაბალი, სულელური ჩაცინებებით.
And he had a new way of laughing: a soft, simpering giggle.
170043.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ვერაფრით წარმოიდგენდით, რომ შეეძლო ნამდვილი გადახარხარება, ან ნამდვილი ტირილი, ან გაოფლიანება, ან ჭამა, ან სმა, ან რამით აგზნება, უბრალოდ, საკუთარი თავის დაცვა მაინც.
You couldn’t picture him really laughing, or really crying, or really sweating or eating or getting drunk or getting excited—or even standing up for himself.
170044.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ღმერთმა დასწყევლოს, ისე გამოიყურებოდა, როგორც კაცი, რომელსაც შეგიძლია, უმიზეზოდ სილა გააწნა, მუშტი ჩასცხო, წიხლები ურტყა, ის კი მოკუნტული იწვება და ბოდიშს მოიხდის, რომ გზა გადაგიღობა.
For Christ’s sake, he looked like somebody you could walk up to and take a swing at and knock down, and all he’d do would be to lie there and apologize for getting in your way.
170045.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
„გულწრფელად ვფიქრობ, ის რომ არა, თავს მოვიკლავდი“.
"I honestly think I’d have killed myself if it hadn’t been for that".
170046.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მატყუარა ნაბიჭვარი ხარ, უილერ; მაგის ნებისყოფა არასოდეს გქონია“.
You’re a lying bastard, Wheeler; you’d never have had the nerve.
170047.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ღმერთო! აი, რად იქცა ფრენკი; ეს უნდა იცოდეთ, თუ იმის გაგება გინდათ, სინამდვილეში რა მოხდა.
Christ! And that was what had become of Frank; that was what you’d have to know about, if you wanted to know how things had really worked out.
170048.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ის ტიროდა.
He was crying.
170049.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ამ ყველაფრის გახსენებისას, შეპ კემპბელს ეზოში ბოლთის ცემისა და ატირების გარდა სხვა აღარაფერი დარჩენოდა.
Remembering all this there was nothing for Shep Campbell to do but walk around on the grass and cry.
170050.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ისე ადვილად ატირდა და ისე ესიამოვნა ტირილი, იქამდე არ გაჩერებულა, ვიდრე არ მიხვდა, რომ ცოტა ნაძალადევად სლუკუნებდა.
He found it so easy and so pleasant to cry that he didn’t try to stop for a while, until he realized he was forcing his sobs a little.
170051.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
შემდეგ თავის შერცხვა, დაიხარა და სასმელი ბალახზე ფრთხილად დადო, ცხვირსახოცი ამოიღო და ცხვირი ხმაურით მოიწმინდა.
Then, ashamed of himself, he bent over and carefully set his drink on the grass, got out his handkerchief and blew his nose.
170052.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ტირილისას მთავარი ისაა, იქამდე შეჩერდე, ვიდრე გადაამლაშებ.
The whole point of crying was to quit before you cornied it up.
170053.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
თორემ მერე ყველაფერი ძალიან ადვილად წახდება ხოლმე.
Because the thing was so easily corrupted.
170054.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
როცა შინ დაბრუნდა, მილი ჯერ ისევ ლაპარაკობდა.
Milly was still talking, when he went back indoors.
170055.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
უკვე შეჯამებამდე მივიდა, წინ გადახრილს იდაყვები ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებულ, დანაოჭებულ მუხლებზე დაეყრდნო.
She had reached her summing-up now, leaning earnestly forward with her elbows on her slightly spread, wrinkled knees.
170056.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– მართლა მგონია, რომ ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა, – ამბობდა ის, – ანუ მე და შეპი.
"I really do think it was an experience that’s brought us closer together," she was saying. "Shep and me, I mean".
170057.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
რასაკვირველია, ერთადერთი, რაც უნდა ეთქვა, ეს იყო: – ჰო, ასეა; მართლაც ასეა.
The only thing to say, of course, was, "Yeah, that’s so; it really has".
170058.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
უეცრად მიხვდა: ყველაზე უცნაური ის იყო, რომ სიმართლეს ამბობდა.
He suddenly realized, the funny part was that he meant it.
170059.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
უმზერდა ტორშერის სინათლის ზოლში მოქცეულ პატარა, მოუწესრიგებელ, ჭკუამხიარულ ქალს და იცოდა, სიმართლე თქვა.
Looking at her now in the lamplight, this small, rumpled, foolish woman, he knew he had told the truth.
170060.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
იმიტომ რომ, ღმერთმა დასწყევლოს, ის ცოცხალი იყო, ასე არ არის?
Because God damn it, she was alive, wasn’t she?