მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170061.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მისი სკამის უკან რომ დადგეს, კეფაზე და ზურგზე დაადოს ხელი, თვალებს დახუჭავს და გაიღიმებს, ხომ ასეა?
If he walked over to her chair right now and touched the back of her neck, she would close her eyes and smile, wouldn’t she?
170062.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
და როცა ბრეისები შინ წავლენ, სამზარეულოში მოუქნელად იტრიალებს და იხმაურებს, თეფშებს გარეცხავს და გაუჩერებლად ილაქლაქებს.
And when the Braces went home she would go in and bustle clumsily around the kitchen, washing the dishes and talking a mile a minute.
170063.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
„ოჰ, იცი, ძალიან მომეწონა ორივე; შენ არა?“
"Oh I like them so much; don’t you?"
170064.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მერე დასაძინებლად დაწვება და დილით, რომ გაიღვიძებს, კიბეზე ჩამოვა ხალათით, რომელიც სადღაც გახვრეტილია და ძილის, ფორთოხლის წვენის, ხველების საწინააღმდეგო სიროფისა და ვადაგასული დეზოდორანტის სუნი უდის და სიცოცხლეს გააგრძელებს.
Then she would go to bed, and in the morning she’d get up and come humping downstairs again in her torn dressing gown with its smell of sleep and orange juice and cough syrup and stale deodorants, and go on living.
170065.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მისის გივინგსისთვის ეიპრილის სიკვდილისშემდგომი დრო შოკით, ტკივილითა და ნელი გამომჯობინებით იყო აღსავსე.
For Mrs. Givings, too, the time after April’s death followed a pattern of shock, pain, and slow recovery.
170066.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
კარგად იცოდა, ჰოვარდი და ნებისმიერი სხვა თანამოსაუბრე მის გადარწმუნებას ეცდებოდა, თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა და პასუხისმგებლობა არავის აკისრია, მაგრამ ნუგეშისცემა ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა.
She knew that Howard or anyone else would only insist it had been an accident, that no one could be held responsible, and the last thing she wanted was to be comforted.
170067.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ეიპრილ, გუშინდელთან დაკავშირებით; ორივენი არაჩვეულებრივი იყავით, მაგრამ აღარასოდეს მოგმართავთ ამგვარი თხოვნით.
April, about yesterday; you’ve both been wonderful but I’ll never ask you to go through that sort of thing again.
170068.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მე და ჰოვარდი შევთანხმდით, რომ ჯონის სირთულეები აღემატება ჩვენს...
Howard and I have agreed that John’s difficulties are quite beyond our . . .
170069.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ერთი კვირა იავადმყოფა.
She was sick for a week.
170070.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
აი, ხანდახან რა შედეგით მთავრდება კეთილი განზრახვა.
This, then, was what came of good intentions.
170071.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– მესმის, შეიძლება თქვათ, რომ სრულებით არ არის ერთმანეთთან კავშირში, – უხსნიდა ჯონის ფსიქიატრს, – მაგრამ გულახდილად გითხრათ, ექიმო, აზრს არ გეკითხებით.
"And I know you’ll say there was probably no connection," she explained to John’s psychiatrist, “but frankly, Doctor, I’m not asking your opinion.
170072.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მხოლოდ მინდა, გაცნობოთ, რომ სამომავლოდ ფიქრადაც კი არ გავივლებთ მის გაყვანას დაწესებულებიდან და უცხო ადამიანებთან შეხვედრას.
I’m simply saying that it’s quite out of the question for us ever to think in terms of bringing him into contact with outside people again.
170073.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
Quite out of the question.
170074.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ჰმ, – თქვა ექიმმა, – დიახ. რა თქმა უნდა, ამგვარი საკითხები მხოლოდ და მხოლოდ თქვენი და მისტერ... დიახ, მისტერ გივინგსის გადასაწყვეტია.
"Mm," the doctor said. "Yes. Well, of course, matters of this sort are entirely up to you and Mr.—ah, Mr. Givings to decide".
170075.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ვიცი, რომ ავადაა, – მისის გივინგსმა მაშინვე აიძულა თავი, თვალზე მომდგარი ცრემლი შეეკავებინა, – ვიცი, რომ ავადაა და სიბრალულს იმსახურებს, მაგრამ ის ძალიან დესტრუქციულია, ექიმო.
"I know he’s ill," she went on, and here she had to sniffle back an alarming threat of tears, "I know he’s ill and he’s much to be pitied, but he’s also very destructive, Doctor".
170076.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მას დიდად არ ანაღვლებდა.
He didn’t seem to mind.
170077.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
დროდადრო უილერებს მოიკითხავდა ხოლმე, მაგრამ რასაკვირველია, მათ არაფერი უთქვამთ.
He would ask about the Wheelers from time to time, but of course they told him nothing.
170078.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მცირე რამეც კი ცვლილებას იწვევს.
Little things make a difference.
170079.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
იანვრის ერთ თოვლჭყაპიან დღეს, სავაჭრო ცენტრში მისი მზერა მაშინვე მიიპყრო პატარა, ყავისფერმა, სპანიელის მსგავსმა, შერეული ჯიშის ლეკვმა შინაური ცხოველების მაღაზიის ვიტრინაში.
One sleeting January day, at the shopping center, her eye was caught and held by a small, brown, mixed-breed spaniel puppy in the pet-shop window.
170080.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– გადაბრუნდი! – ამბობდა ის, წინდა-ფაჩუჩიანი ხალიჩაზე ფეხმორთხმული იჯდა ხოლმე.
"Roll over!" she would say, sitting cross-legged on the carpet in her slipper socks.