მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170101.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
და ახლა კიდევ, მანქანით როცა ჩავივლი, გულს უხარია, ისევ სიცოცხლით სავსე, დაწკრიალებული რომ არის და ფანჯრებში სინათლე ანთია.
And now whenever I drive past it gives me such a lift to see it all perked up and spanking clean again, with lights in the windows.
170102.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ოჰ, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან ეს ბრეისები.
Oh, and they’re delightful young people, the Braces.
170103.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
გოგონა ძალიან საყვარელია და ლაპარაკიც უყვარს; ბიჭი კიდევ თავის თავშია ჩაკეტილი.
She’s very sweet and fun to talk to; he’s rather reserved.
170104.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ასე მითხრა: „მისის გივინგს, არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
He said to me, "Mrs. Givings, I can’t thank you enough".
170105.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
სწორედ ისეთი სახლია, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
This is just the kind of home we’ve always wanted.
170106.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მრავალი წელია, ის პატარა სახლი მიყვარდა და პირველად მოხდა, ნამდვილად მისი შესაფერისი ხალხი რომ გამოჩნდა.
I’ve loved that little house for years, and these are the first really suitable people I’ve ever found for it.
170107.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მისმა ქმარმა ორთოპედიულფეხსაცმლიანი ფეხები გაატოკა და ადგილი ცოტათი მოუნაცვლა.
Her husband stirred and shifted the placement of his orthopedic shoes.
170108.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– უილერების გამოკლებით, ალბათ, ამას გულისხმობდი.
"Well, except for the Wheelers, you mean".
170109.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ჩვენი ყაიდის ხალხი. ოჰ, უილერები ძალიან მიყვარდა, მაგრამ ისინი ყოველთვის ცოტა არ იყოს... ახირებულები იყვნენ, ჩემი შეხედულებით.
Our kind of people. Oh, I was very fond of the Wheelers, but they always were a bit—a bit whimsical, for my taste.
170110.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ცოტათი ნერვიულები.
A bit neurotic.
170111.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მთავარი მიზეზი, რის გამოც ასე გაჯანჯლდა იმ პატარა სახლის გაყიდვა, ისაა, რომ საშინლად გაუფასურდა მოუვლელობის გამო.
Actually, the main reason the little house has been so hard to sell is that they let it depreciate so dreadfully.
170112.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
დეფორმირებული ფანჯრების ჩარჩოები, ნესტიანი სარდაფი, ფანქრების ნაკვალევი კედლებზე, ჭუჭყის ლაქები კარების სახელურებზე და სამაგრებზე.
Warped window frames, wet cellar, crayon marks on the walls, filthy smudges around all the doorknobs and fixtures.
170113.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ან თუნდაც ის საშინელი ქვის ბილიკი, მთავარი შესასვლელიდან რომ ჩამოდის, მარტო ნახევარია დაგებული და ტალახის გუბით მთავრდება – შეგიძლია, წარმოიდგინო ვინმე, ვინც სიხარულით იყიდის ასეთ საკუთრებას?
And that awful stone path going halfway down the front lawn and ending in a mud puddle—can you imagine anyone defacing a property like that?
170114.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მისტერ ბრეისს გვარიანი თანხა დაუჯდება, რომ ეზო მოაწესრიგოს და მცენარეები ჩარგოს.
It’s going to cost Mr. Brace a small fortune to get it cleared away and replanted.
170115.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მისის გივინგსი გაჩუმდა, ფუნჯიდან ზედმეტი ლაქი ქილის კიდეზე ჩაწურა, წარბშეკრული აცმაცუნებდა ტუჩებს და სიტყვებს ეძებდა.
She paused to press the excess varnish from her brush against the side of the can, frowning, working her lips in an effort to find words.
170116.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ცოტა უცნაური ახალგაზრდა წყვილი იყო. უპასუხისმგებლო.
It’s just that they were a rather strange young couple. Irresponsible.
170117.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მათი თავშეკავებული მანერა, როდესაც გიყურებდნენ; ისიც, თუ როგორ ლაპარაკობდნენ.
The guarded way they’d look at you; the way they’d talk to you.
170118.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ოჰ, და კიდევ ერთი რამ.
Oh, and another thing.
170119.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
სარდაფში რომ ჩავედი, იცი, რა ვიპოვე?
Do you know what I came across in the cellar?
170120.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
გამხმარი და მკვდარი?
All dead and dried out?