მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170121.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
არ მიგაჩნია, რომ, როდესაც ვინმე გარკვეული ძალისხმევის შემდეგ გჩუქნის შესანიშნავ მცენარეს, ცოცხალსა და მზარდს, ის მაინც უნდა გააკეთო...
Wouldn’t you think that when someone goes to a certain amount of trouble to give you a perfectly good plant, a living, growing thing, the very least you’d do would be to...
170122.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მაგრამ ჰოვარდ გივინგსს კეთილისმყოფელი, ყოვლისმომცველი ზღვის სიჩუმე ესმოდა.
But from there on Howard Givings heard only a welcome, thunderous sea of silence.
170123.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
სასმენი აპარატი უკვე გამოერთო.
He had turned off his hearing aid.
170124.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ორი ახალგაზრდა, განათლებული და ყოველმხრივ უმანკო – განსაკუთრებით კი ქორწინების ღამეს – იმ დროში ცხოვრობდა, სექსუალურ შეუთავსებლობაზე საუბარი შეუძლებელი იყო.
They were young, educated, and both virgins on this, espceialy on their wedding night, and they lived in a time when a conversation about sexual difficulties was impossible.
170125.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თუმცა, ეს არასდროსაა ადვილი.
But it is never easy.
170126.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ჯორჯიანული ეპოქის სასტუმროს მეორე სართულზე, პაწაწინა ნომერში, ვახშამს მიუსხდნენ.
They had just sat down to supper in a tiny room on the first floor of a Georgian inn.
170127.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მეზობელ ოთახში, ღია კარიდან, ბალდახინიანი საწოლი ჩანდა, ტკიცინა თეთრეულით გაწყობილი, საკმაოდ ვიწრო და ისეთი შეურყვნელი, იფიქრებდით, ადამიანის ხელი არასდროს მიჰკარებიაო.
In the next room, visible through the open door, was a four-poster bed, rather narrow, whose bedcover was pure white and stretched startlingly smooth, as though by no human hand.
170128.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდს არ დასცდენია, რომ სასტუმროში თავის დღეში არ გაჩერებულა, ფლორენსი კი ბავშვობაში მამასთან ერთად ხშირად მოგზაურობდა და ამიტომ მშვიდად იჯდა.
Edward did not mention that he had never stayed in a hotel before, whereas Florence, after many trips as a child with her father, was an old hand.
170129.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გარეგნულად მშვენიერ გუნებაზე ჩანდნენ.
Superficially, they were in fine spirits.
170130.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ქორწილმა ოქსფორდის ღვთისმშობლის ტაძარში, კარგად ჩაიარა.
Their wedding, at St. Mary’s, Oxford, had gone well.
170131.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მის დედას ყურადღება იშვიათად ეფანტებოდა და არც ბოლომდე დავიწყებია, დღესასწაული რას ეძღვნებოდა.
His mother had not significantly misbehaved, or completely forgotten the purpose of the occasion.
170132.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ახალდაქორწინებულები ფლორენსის დედის პატარა მანქანით გაემგზავრნენ და დორსეტის სანაპიროზე წამოჭიმულ სასტუმროს შუა ივლისისთვის შეუფერებელ, თუმცა, რიგიან ამინდში მიადგნენ.
The couple had driven away in a small car belonging to Florence’s mother and arrived at their hotel on the Dorset coast in weather that was not perfect for mid-July or the circumstances, but entirely adequate.
170133.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
არ უწვიმია, მაგრამ არც საიმისოდ თბილოდა, გარეთ, ტერასაზე გაეშალათ სუფრა.
it was not raining, but nor was it quite warm enough, to eat outside on the terrace.
170134.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი სულ სხვას ფიქრობდა, მაგრამ აუტანლად მორიდებული მეუღლეს ასეთ განსაკუთრებულ საღამოს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.
Edward thought differently, but, polite to a fault, he would not think of contradicting his wife on such an evening.
170135.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მაგიდას თავიანთ ნომერში მიუსხდნენ.
they were eating in their room.
170136.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სტუმრებს პიჯაკში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა ემსახურებოდა; გორგოლაჭებიანი მაგიდა გარეთ, დერეფანში იდგა.
Two youths in dinner jackets served guests from a trolley parked outside in the corridor.
170137.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ამაყი და ფრთხილი ედუარდი უცნობების ნებისმიერ ჟესტსა თუ გამოხედვას აკვირდებოდა.
Proud and protective, Edward watched closely for any gesture or expression of foreigners.
170138.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მათ დაცინვას ვერ აიტანდა!
He could not have tolerated any sniggering!
170139.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თუმცა, მეზობელი სოფლიდან სამუშაოდ გადმოსული, წელში მოხრილი ბიჭები საქმეს შუბლშეკრულნი ასრულებდნენ და მაგიდის გაფითქინებულ გადასაფარებელზე ჭურჭლის მოკრძალებულად გაწყობისას ხელები უთრთოდათ.
But these lads from a nearby village went about their business with bowed backs and closed faces, and their manner was tentative, their hands shook as they set items down on the starched linen tablecloth.
170140.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ისინიც ღელავდნენ.
They were nervous too.