მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170081.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– გადაბრუნდი, ბიჭი!
"Roll over, boy!"
170082.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მერე თითებით ფხანდა პატარა ბეწვიან ნეკნებსა და მუცელს, ზურგზე გაწოლილი ლეკვი კი სიამოვნებისგან ოთხივე თათს ჰაერში ასავსავებდა და აღტაცებულს, დაღებული შავი პირიდან კბილები მოუჩანდა.
Then she would knead his fuzzy little ribs and belly with her fingers while he squirmed on his spine, his four paws waving in the air and his black lips drawn back from his teeth in giggling ecstasy.
170083.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ოჰ, რა კარგი პატარა ცუგა ხარ!
Oh, you’re such a good little dog!
170084.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ის მძიმე ზამთარი სწორედ ლეკვმა გადაატანინა.
It was the puppy that made her winter endurable.
170085.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც გამოცოცხლდა, რის გამოც არასოდეს ტოვებდა შეგრძნება, რომ სიცოცხლე ისევ იწყება.
Business began to pick up with the coming of spring, which never failed to give her a sense of life beginning all over again.
170086.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მაგრამ განსაცდელი გასავლელი ჰქონდა: უილერების სახლის გაყიდვა.
But one ordeal remained to be survived: the selling of the Wheelers’ house.
170087.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ნოტარიუსის ოფისში ფრენკთან გარდაუვალი შეხვედრა ისეთ თავზარს სცემდა, წინა ღამეს თვალი არ მოუხუჭავს.
Her dread of the inevitable meeting with Frank in the lawyer’s office was so intense that she hardly slept at all the night before.
170088.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
გულითადად და ღირსეულად შეხვდა – „მიხარია თქვენი ნახვა, მისის გივინგს“ – მხოლოდ საქმეზე ილაპარაკეს და დოკუმენტების ხელის მოწერისთანავე ფრენკი წავიდა.
He was cordial and dignified—"Good to see you, Mrs. Givings"—they talked only of business matters, and he left as soon as the papers were signed.
170089.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
მომდევნო ორი თვე გადატვირთული, დამქანცველი გამოდგა: ბაზარზე გასაყიდად სულ უფრო მეტი არაჩვეულებრივი ძველებური სახლი გამოდიოდა, სულ უფრო და უფრო მეტი ახალი, ლამაზი სახლი შენდებოდა, სულ უფრო მეტი ადამიანი გადმოდიოდა ქალაქიდან – ადამიანები, რომლებსაც სურდათ და იმსახურებდნენ ნამდვილად მშვენიერ საცხოვრებელს.
The next two months kept her exhaustingly, deliriously busy: more of the sweet old houses coming on the market, more of the more presentable new ones being built, more and more of the right sort of people coming out from the city—people who wanted and deserved something really nice.
170090.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ის გაზაფხული მის, როგორც უძრავი ქონების აგენტის, კარიერაში, საუკეთესო გამოდგა და ის საკუთარი თავით ამაყობდა.
It soon developed into the best real estate spring of her career, and she took a craftsman’s pride in it.
170091.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ლეკვთან თამაშსა და ჰოვარდთან საუბარს შორის ის შინ ადვილი და სახალისო, უმნიშვნელო შესაკეთებელი სამუშაოებსაც პოულობდა.
Between playing with the puppy and chatting with Howard, she found any number of simple, constructive little tasks to do around the house.
170092.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– რა სიმყუდროვეა, არა? – ჰკითხა მეუღლეს მაისის ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც გაშლილ გაზეთებზე სკამი ედგა და ლაქით ფარავდა.
"Isn’t this cozy?" she asked one fine May evening as she crouched on spread newspapers to varnish a chair.
170093.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ჰოვარდი, რომელსაც „უორლდ-ტელეგრამი“ მოჰბეზრებოდა, ხელებდაწყობილი იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა.
Howard, bored with the World-Telegram, was sitting with folded hands and looking out the window.
170094.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
შორიახლოს თავის საგებზე ლეკვს ეძინა და ბედნიერებას ასხივებდა.
The puppy was curled up asleep on his little rug nearby, sated with happiness.
170095.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– არაჩვეულებრივია, როდესაც დამღლელი დღის შემდეგ თავს მოდუნების უფლებას აძლევ, – თქვა მან.
"It’s wonderful just to let yourself unwind after a hard day," she said.
170096.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ყავა კიდევ ხომ არ გინდა, ძვირფასო? ან ცოტა კექსი?
"Would you like some more coffee, dear? Or some more cake?"
170097.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– არა, გმადლობ. მოგვიანებით რძეს დავლევ.
"No, thanks. I may have a glass of milk later on".
170098.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
– ...ვერც კი წარმოიდგენ, რა გახარებული ვარ იმ სახლის გამო, ამბოხის გზიდან, ჰოვარდ.
. . . I simply can’t tell you how pleased I am about the little Revolutionary Road place, Howard.
170099.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
გახსოვს, ზამთარში რა საშინელი სანახავი იყო?
Remember how dreary it looked all winter?
170100.
ამბოხის გზა | ნაწილი 3, თავი IX
ცივი, ბნელი… მოკლედ, შიშის მომგვრელი.
All cold and dark and—well, spooky.