მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170141.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ინგლისური სამზარეულო იმხანად დიდი მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ამას არავინ აღნიშნავდა, გარდა საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრებისა.
This was not a good moment of English cuisine, but no one much minded at the time, except visitors from abroad.
170142.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფორმალური ვახშამი, ჩვეულებისამებრ, სიროფში ამოვლებული ალუბლით მორთული ერთი ნაჭერი ნესვით დაიწყო.
The formal meal began, as so many did then, with a slice of melon decorated by a single glazed cherry.
170143.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
დერეფანში, ვერცხლის ჯამებსა და სანთლით შემთბარ თეფშებზე, დიდი ხნის წინ შემწვარი, შესქელებულ სოუსში ჩაწყობილი საქონლის ხორცი, მსუბუქად მოთუშული ბოსტნეული და ხარშვისგან გალურჯებული კარტოფილი ცივდებოდა.
Out in the corridor, in silver dishes on candle-heated plate warmers, waited slices of long-ago roasted beef in a thickened gravy, soft boiled vegetables, and potatoes of a bluish hue.
170144.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფრანგული ღვინის ბოთლის ეტიკეტზე კონკრეტული პროვინციის სახელი არ ჩანდა; მხოლოდ მარტოსული მერცხალი გამოესახათ.
The wine was from France, though no particular region was mentioned on the label, which was embellished with a solitary swallow.
170145.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდს წითელი ღვინის შეკვეთა თავში აზრად არ მოსვლია.
It would not have crossed Edward’s mind to have ordered a red wine.
170146.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ახალდაქორწინებულებს ერთი სული ჰქონდათ, ოფიციანტები როდის გაიკრიფებოდნენ და სკამებზე ისე მოკალათდნენ, რომ ვრცელი, ხავსმოკიდებული მინდორი შეეთვალიერებინათ, რომლის მიღმაც დამრეც ნაპირზე ყვავილოვანი ბუჩქები და მაღალი ხეები იშლებოდნენ და პატარა გზა პლაჟზე ჩადიოდა.
Desperate for the waiters to leave, new married couple turned in their chairs to consider the view of a broad mossy lawn, and beyond, a tangle of flowering shrubs and trees clinging to a steep bank that descended to a lane that led to the beach.
170147.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვახშმის შემდეგ სქელძირიანი ფეხსაცმელი ამოეცვათ და რიყიან სანაპიროზე იმ ადგილას გასულიყვნენ, ზღვასა და ლაგუნას შორის რომ მოქცეულიყო და ხალხი „ფლიტს“ უწოდებდა;
Their plan was to change into rough shoes after supper and walk on the shingle between the sea and the lagoon known as the fleet;
170148.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თუ მანამდე ღვინოს ვერ დაცლიდნენ, აუცილებლად თან წაიღებდნენ და, მოხეტიალე რაინდებივით, პირდაპირ ბოთლს მოიყუდებდნენ.
If they had not finished the wine, they would take that along, and swig from the bottle like gentlemen of the road.
170149.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ჰქონდათ უამრავი გეგმა, ბურუსით მოცულ მომავალში გაწერილი და ისეთი ნაყოფიერი, როგორიც ზაფხულის ბუნება დორსეტის სანაპიროზე; და ისეთივე ლამაზი.
And they had so many plans, heaped up before them in the misty future, as richly tangled as the summer flora of the Dorset coast, and as beautiful.
170150.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სად და როგორ იცხოვრებდნენ, ვინ იქნებოდა მათი უახლოესი მეგობარი, ბიჭის სამსახური სიმამრის ფირმაში, გოგონას მუსიკალური კარიერა, რაში დახარჯავდნენ მამისგან ნაბოძებ ქონებას და როგორ არ დაემგვანებოდნენ დანარჩენებს, შინაგანად მაინც.
Where and how they would live, who their close friends would be, his job with her father’s firm, her musical career and what to do with the money her father had given her, and how they would not be like other people, at least, not inwardly.
170151.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ეს გახლავთ ეპოქა – და ის სულ მალე, იმავე ათწლეულში დასრულდება – როდესაც იყო ახალგაზრდა, ნიშნავს სოციალურ წინააღმდეგობას, შეუსაბამობის ზეიმსა და ოდნავ სასირცხვილო მდგომარეობას, რომელსაც ქორწინება მალამოდ ედება ხოლმე.
This was still the era—it would end later in that decade—when to be young was a social encumbrance, a mark of irrelevance, a faintly embarrassing condition for which marriage was the beginning of a cure.
170152.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თითქმის უცხო, მაგრამ ერთ მთლიანობად შეკრული ადამიანი არსებობის ახალ საფეხურს მიადგა.
Almost strangers, they stood, strangely together, on a new pinnacle of existence.
170153.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ახალი სტატუსით გაბედნიერებულებმა დაუსრულებელ ყრმობას ბოლო მოუღეს: ედუარდი და ფლორენსი, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ!
Gleeful that their new status promised to promote them out of their endless youth—Edward and Florence, free at last!
170154.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მათი საყვარელი სალაპარაკო თემა მათი ახალგაზრდობა იყო, მაგრამ სასაცილო და არასწორი შეხედულებების ქარბუქში შესვლა არც ერთს არ ხიბლავდა.
One of their favorite topics was their childhoods, not so much the pleasures as the fog of comical misconceptions from which they had emerged.
170155.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ახალი სიმაღლეებიდან ყველაფერს ნათლად ხედავდნენ, მაგრამ ერთმანეთს წინააღმდეგობრივ გრძნობებში ვერ უტყდებოდნენ:
From these new heights they could see clearly, but they could not describe to each other certain contradictory feelings:
170156.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
როდესაც თავიანთი მოწიფულობა უნდა გამოეცადათ და ბალდახინიან საწოლზე ბოლომდე გაშიშვლებულიყვნენ.
when their maturity would be tested, when they would lie down together on the four-poster bed.
170157.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდს მთელი წელი თავბრუ ეხვეოდა ივლისის იმ საღამოს წარმოდგენისას, როცა თავისი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილით (თუნდაც წამიერად) ამ მხიარული, ლამაზი და უგზო-უკვლოდ განათლებული ქალის ბუნებრივ გამოქვაბულში დაიკარგებოდა.
For over a year, Edward had been mesmerized by the prospect that on the evening of a given date in July the most sensitive portion of himself would reside, (however briefly), within a cavity inside this cheerful, pretty, formidably intelligent woman.
170158.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თუმცა ჯერ არ იცოდა, ამას ცხოვრებისეული აბსურდისა და იმედგაცრუების გარეშე თუ მიაღწევდა.
How this was to be achieved without absurdity, or disappointment, he did not know.
170159.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსს უფრო სერიოზული აზრები ტანჯავდა.
Florence’s anxieties were more serious.
170160.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდს მხოლოდ პირველი ღამის ნაცნობი შფოთვები აწუხებდა.
Edward merely suffered conventional first-night nerves.