მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170161.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ ქორწილისთვის მხიარულად ემზადებოდა, ბედნიერების შავ ლაქას თვალს არიდებდა, მაგრამ როგორც კი წარმოიდგენდა ჩახუტებას, რადგან სხვა ტერმინს არ ცნობდა, მუცელი შეეკუმშებოდა ხოლმე.
For much of the time, through all the months of merry wedding preparation, she managed to ignore this stain on her happiness, but whenever her thoughts turned toward a close embrace—she preferred no other term—her stomach tightened.
170162.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მხიარულფერებიან, ძახილისნიშნებიან და დანომრილილუსტრაციებიან მომავალი პატარძლების სახელმძღვანელოში ისეთ ფრაზებს გადააწყდა, სუნთქვა შეეკრა: „ლორწოვანი გარსი“, და ავისმომასწავებელი, პრიალა „ასოს თავი“.
In a handbook that was supposed to be helpful to future brides, with its cheery tones and exclamation marks and numbered illustrations, she came across certain phrases or words that almost made her gag: "mucous membrane", and the "sinister glistening glans".
170163.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სანამ მამაკაცი ქალში შევა...
before he enters her...
170164.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ან: ახლა კი მამაკაცი შედის ქალში და შესვლიდან ცოტა ხანში ბედნიერია...
or, now at last he enters her, and, feels happy, soon after he has entered her...
170165.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ნუთუ ღამით ედუარდისთვის ერთგვარ პორტალად ან მისაღებ ოთახად უნდა ქცეულიყო, რომელშიც ვაჟი მარტივად გაისეირნებდა?
Was she obliged on the night to transform herself for Edward into a kind of portal or drawing room through which he might process?
170166.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ყველაზე ხშირად იმ სიტყვას გადააწყდებოდა ხოლმე, ფლორენსისთვის მხოლოდ ტკივილთან რომ ასოცირდებოდა, დანისპირზე გახლეჩილი ქსოვილი: პენეტრაცია.
Almost as frequent was a word that suggested to Florence nothing but pain, flesh parted before a knife: penetration.
170167.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
კარგ გუნებაზე იმასაც ფიქრობდა, წუნია ვარ და ყველაფერი მალე გამივლისო.
In optimistic moments she thought that she suffered form of squeamishness, which was bound to pass.
170168.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდის ყვერებზე ფიქრისას, ბიჭის გაბერილი ასოს ქვეშ რომ ქანაობდნენ (კიდევ ერთი საზარელი ტერმინი) და იმის წარმოდგენა, „ქვემოთ“ უცხო, თუნდაც საყვარელი ადამიანი როგორ ეხებოდა, ისეთივე ამაზრზენი იყო, როგორიც თვალის ოპერაცია.
Certainly, the thought of Edward’s testicles, pendulous below his engorged penis, (another horrifying term) and the idea of herself being touched "down there" by someone else, even someone she loved, was as repulsive as, say, a surgical procedure on her eye.
170169.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსის აზრით, ედუარდისგან დაორსულება მოეწონებოდა; უცნაურია, მშობიარობის ტკივილი არ აშინებდა.
Florence thought she would love being pregnant by Edward, and in the abstract, at least, she had no fears about childbirth.
170170.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ნეტავ შეძლებოდა, მუცელი ღვთისმშობლის მსგავსად ზებუნებრივი ჯადოსნობის წყალობით გამოჰბერვოდა.
If only she could, like the mother of Jesus, arrive at that swollen state by magic.
170171.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონა, რაც თავი ახსოვს, განსხვავებულად ფიქრობდა, მაგრამ დადგა დრო, როცა ყველა საიდუმლო უნდა გამოემზეურებინა.
She had always been different, and that at last she was about to be exposed.
170172.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონას აზრით, მისი პრობლემა უფრო დიდი და ღრმა იყო, ვიდრე ერთმნიშვნელოვანი ფიზიკური ზიზღი.
Her problem, she thought, was greater, deeper, than straightforward physical disgust.
170173.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა უცნობ სხეულთან შერწყმას, ამით მისი სიმშვიდე და ბედნიერება მოიშლებოდა.
her whole being was in revolt against a prospect of entanglement with stranger; her composure and happiness were about to be violated.
170174.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
არ უნდოდა, მასში შესულიყვნენ ან პენეტრირებული ყოფილიყო.
She simply did not want to be entered or penetrated.
170175.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდთან სექსი კმაყოფილებას ვერ განაცდევინებდა, მაგრამ როგორც მეუღლეს, ხარკი სიკვდილამდე უნდა ეხადა.
Sex with Edward could not be the summation of her joy, but, as a wife, was the price she must pay for it until death.
170176.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იცოდა, ხმა მანამ უნდა ამოეღო, სანამ ვაჟი ხელს სთხოვდა, ან გულწრფელ და კეთილხმიან მღვდელს მიადგებოდნენ, მშობლებთან ვახშამს მიუსხდებოდნენ, ქორწილში სტუმრებს დაპატიჟებდნენ, საჩუქრების სიას ჩამოწერდნენ და სავაჭრო ცენტრში შეიტანდნენ, დიდებულ კარვებსა თუ ფოტოგრაფს დაიქირავებდნენ, დანარჩენ წვრილმან საკითხებს მოაგვარებდნენ.
She knew she should have spoken up long ago, as soon as he proposed, long before the visit to the sincere and soft-voiced vicar, and dinners with their parents, before the wedding guests were invited, the gift list devised and lodged with a department store, and the marquee and photographer hired, and all the other irreversible arrangements.
170177.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მაგრამ რას იტყოდა, რომელ სიტყვებს გამოიყენებდა, როცა გრძნობებისთვის ზუსტი სახელი ვერ დაერქმია?
But what could she have said, what possible terms could she have used when she could not have named the feelings exactly?
170178.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი მთელი გულით უყვარდა, წიგნებში ამოკითხული ცეცხლოვანი და ვნებიანი გრძნობით – არა, მაგრამ თბილი, ღრმა სიყვარულით, ხან როგორც ქალიშვილს, ხან როგორც დედას.
And she loved Edward, not with the hot, moist passion she had read about, but warmly, deeply, sometimes like a daughter, sometimes almost maternally.
170179.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მოსწონდა, როცა ეხუტებოდა, ბიჭის უზარმაზარი მკლავის ქვეშ ყოფნა უყვარდა, როცა ჰკოცნიდა, მაგრამ მის ენას პირში ვერ ეგუებოდა და ამას უსიტყვოდ აგრძნობინებდა.
She loved cuddling him, and having his enormous arm around her, and being kissed by him, though she disliked his tongue in her mouth and had wordlessly made this clear.
170180.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი განსაკუთრებული ვინმე იყო, დანარჩენებს, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია არაფრით ჰგავდა.
Edward was special, unlike anyone she had ever met.