მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170181.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
წაკითხულ გვერდებს ფანქრით ინიშნავდა.
He marked what he read with a pencil.
170182.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ის იყო ერთადერთი ადამიანი ფლორენსის სანაცნობოში, რომელიც არ ეწეოდა.
He was the only man Florence had met who did not smoke.
170183.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ჰქონდა ერთადერთი, ვიწრო, მუქი ლურჯი ძაფით ნაქსოვი ჰალსტუხი, რომელსაც თეთრ პერანგთან ატარებდა.
He had only one tie, narrow, knitted, dark blue, which he wore with a white shirt.
170184.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონა აღმერთებდა მის ცნობისმოყვარეობას, მსუბუქ სოფლურ კილოს, ძლიერ ხელებს, საუბრისას მოულოდნელ გადახვევებს, მის კეთილშობილურ დამოკიდებულებასა და წაბლისფერ თვალებს, რომლებში ცქერის დროსაც ფლორენსი სიყვარულის ნაცნობ მორევში ეშვებოდა.
She adored his curious mind, his mild country accent, the huge strength in his hands, the unpredictable swerves of his conversation, his kindness to her, and the way his soft brown eyes, resting on her when she spoke, made her feel enveloped in a friendly cloud of love.
170185.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ოცდაორი წლის ასაკში ეჭვი არ ეპარებოდა, რომ დარჩენილი ცხოვრების ედუარდ მეიჰიუსთან გატარება უნდოდა.
At the age of twenty-two, she had no doubt that she wanted to spend the rest of her life with Edward Mayhew.
170186.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მის დაკარგვას როგორ გაბედავდა?
How could she have dared risk losing him?
170187.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
არავინ იყო ვისაც დაელაპარაკებოდა.
There was no one she could have talked to.
170188.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონას და, რუთი, ასაკით ბევრად პატარა იყო, დედამისი კი, სხვა მხრივ არაჩვეულებრივი ქალბატონი, ზედმეტად განათლებული, ცივი და ძველმოდური.
Ruth, her sister, was too young, and her mother, perfectly wonderful in her way, was too intellectual, brittle, an old-fashioned.
170189.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ინტიმურ თემებზე საუბრისას ქალი იმ ლექტორად იქცეოდა ხოლმე, აუდიტორიას გრძელზე გრძელი სიტყვებით რომ მიმართავს და გაუთავებლად იმ წიგნებს ახსენებს, ყველამ რომ უნდა წაიკითხოს.
Whenever she confronted an intimate problem, she tended to adopt the manner of the lecture hall, and use longer and longer words, and make references to books she thought everyone should have read.
170190.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იგი იშვიათად და მხოლოდ სწორად შეფუთული საკითხების გარჩევისას დაუთბებოდა ხოლმე, თუმცა, მის რჩევებს თავსა და ბოლოს ვერ გაუგებდით.
Only when the matter was safely bundled up in this way might she sometimes relax into kindliness, though that was rare, and even then you had no idea what advice you were receiving.
170191.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსს სკოლიდან და მუსიკალური აკადემიიდან კარგი მეგობრები შემორჩა, მაგრამ მათ სულ სხვა აწუხებდათ: გიჟდებოდნენ ინტიმურ საუბრებსა და ერთმანეთის პრობლემების საათობით გარჩევაზე.
Florence had some good friends from school and music college who posed the opposite problem: they adored intimate talk and reveled in each other’s problems.
170192.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსი მეგობრებს საიდუმლოს არ უმხელდა.
Florence could not trust them with a secret.
170193.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
საკუთარ თავსაც ვერ ენდობოდა.
She would not have trusted herself.
170194.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მყვირალა წითელ ყდაზე ორი გაღიმებული, თვალებდაჭყეტილი და ხელჩაკიდებული ასანთის ფიგურა იყო გამოსახული, თითქოს უმანკო ბავშვმა თეთრი ცარცით დახატაო.
On its garish red covers were portrayed two smiling bug-eyed matchstick figures holding hands, drawn clumsily in white chalk, as though by an innocent child.
170195.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ნესვი ორ წუთში შესანსლეს.
They ate the melon in two minutes.
170196.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ახალგაზრდა ოფიციანტები, დერეფანში მოცდის ნაცვლად უკან, კართან ახლოს იდგნენ, ვიწრო საყელოებსა და ბაფთებს თითით აწვალებდნენ, პიჯაკის სახელოებს ისწორებდნენ.
The lads, instead of waiting out in the corridor, stood well back, near the door, fingering their bow ties and tight collars and fiddling with their cuffs.
170197.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
არაფრისმთქმელი მზერა არცერთს არ შესცვლია, როცა ედუარდმა ფლორენსს ირონიული ჟესტით თავისი მოჭიქული ალუბალი შესთავაზა.
Their blank expressions did not change as they observed Edward offer Florence, with an ironic flourish, his glazed cherry.
170198.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ხილი მეუღლის თითებიდან პირში ჩაიდო და გამომწვევად დაღეჭა, რათა ვაჟს მისი ენის მოძრაობა დაენახა.
She sucked fruit from his husband's fingers and held his gaze as she deliberately chewed, letting him see her tongue.
170199.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
არ ავიწყდებოდა, რომ არშიყობა მომავალში ძვირად დაუჯდებოდა.
She did not forget that in flirting with him like this she would be making matters worse for herself.
170200.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მაგრამ მოსწონდა, როცა ედუარდს სიამოვნებას ანიჭებდა: თავს უსარგებლოდ აღარ გრძნობდა.
But pleasing Edward in any way she could was helpful: it made her feel less than entirely useless.