მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170201.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ნეტავ მხოლოდ წებოვანი ალუბლის ჭამა ყოფილიყო საქმე.
If only eating a sticky cherry was all that was required.
170202.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ღვინის ჭიქით სკამზე გადაჯდა და მხარუკუღმა იკითხა: – ნესვი კიდევ ხომ არ გაქვთ?
He sat back with his wine and called over his shoulder, "Any more of melon"?
170203.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
– არა, სერ.
Ain’t none, sir.
170204.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
უკაცრავად, სერ.
Sorry sir.
170205.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ვაჟს ღვინის ჭიქაზე ჩაბღუჯული ხელი სიხარულითა და აღტკინებით აუცახცახდა.
The hand that held the wineglass trembled as he struggled to contain his happiness, his exaltation.
170206.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მის თვალწინ გოგონა მშვენიერებისგან კაშკაშებდა: იყო წარმოუდგენლად ლამაზი, მგრძნობიარე, ნიჭიერი და დიდსულოვანი.
The girl appeared to glow before him, and she was beautiful, sensuous, gifted, good-natured beyond belief.
170207.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მისი კოლეგა დერეფანში იდგა და მთავარ კერძს, საქონლის შემწვარ ხორცს თეფშებზე ანაწილებდა.
His colleague was just in the corridor, transferring the second course, the roast, to their plates.
170208.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გორგოლაჭებიანი მაგიდის ნომერში შეტანა შეუძლებელი იყო, რადგან ელიზაბეტის დროინდელი ფერმის მეთვრამეტე საუკუნის დროინდელ „ჯორჯიანულ“ სტილზე გადაყვანისას, დერეფანსა და ოთახს შორის ორსაფეხურიანი შემაღლება გაკეთდა.
It was not possible to wheel the trolley into the room for the proper service on account of a two-step difference in level between it and the corridor, a consequence of poor planning when the Elizabethan farmhouse was "Georgianized" in the mid-eighteenth century.
170209.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
წყვილი წამით მარტო დარჩა, თუმცა, კარს მიღმა კოვზების წკარუნისა და ბიჭების ჩურჩულის ხმა ესმოდათ.
The couple were briefly alone, though they heard the scrape of spoons, and the lads murmuring by the open door.
170210.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი ფლორენსს ხელზე შეეხო და იმ დღეს მეასედ გაუმეორა, „მიყვარხარ“; მან კი იგივე სწრაფად, მაგრამ გულწრფელად უპასუხა.
Edward laid his hand over Florence’s and said, for the hundredth time that day, in a whisper, "I love you", and she said it straight back, but she truly meant it.
170211.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდმა პირველი ხარისხი ისტორიაში ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში მიიღო.
Edward had a degree, a first in history from University College, London.
170212.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სამი მოკლე წლის განმავლობაში შეისწავლიდა ომებს, აჯანყებებს, შიმშილობას, ეპიდემიებს, იმპერიების აღზევებასა და დაცემას, რევოლუციებს შეწირული შვილების თაობებს, სასოფლო მეურნეობის სირთულეებს, ინდუსტრიული განვითარების სიბინძურეს, მმართველი ელიტის სისასტიკეს: მრავალფეროვან ზეწოლას, უბედურებასა და დამსხვრეული იმედის კოშკებს.
In three short years he studied wars, rebellions, famines, pestilences, the rise and collapse of empires, revolutions that consumed their children, agricultural hardship, industrial squalor, the cruelty of ruling elites—a colorful pageant of oppression, misery and failed hopes.
170213.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
შორიდან თუ შეხედავდით, ინგლისის მშვიდობიანსა და ნაყოფიერ დღევანდელობაში ვაჟისა და ფლორენსის ბედნიერება გამონაკლისი იყო, განუმეორებელი შემთხვევა.
In the grand view of things, these peaceful, prosperous times England was experiencing now were rare, and within them his and Florence’s joy was exceptional, even unique.
170214.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
კოლეჯის უკანასკნელი წელი „დიდებული პიროვნების“ საკითხის შესწავლას დაუთმო.
In his final year at the College he had made a special study of the "great man" theory.
170215.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
განა ძველმოდური წარმოდგენაა, გჯეროდეს იმ განსაკუთრებული ადამიანების, ქვეყნის ბედ-იღბალს რომ განსაზღვრავენ?
Was it really outmoded to believe that forceful individuals could shape national destiny?
170216.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მისი აზრით, ისტორია, დახრილად ან დიდი ასოებით რომ იწერება და მომავალში მეცნიერებად იქცევა, „გარდაუვალი ძალებით აუცილებლად გარდაუვალობისკენ მიემართება“.
in his view History, properly capitalized, was driven forward by ineluctable forces toward inevitable, necessary ends, and soon the subject would be understood as a science.
170217.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თუმცა, მათი ცხოვრება, ედუარდმა გულდასმით რომ შეისწავლა – კეისარი, კარლოს დიდი, ფრიდრიხ II შტაუფენი, ეკატერინე II დიდი, ნელსონი და ნაპოლეონი (სტალინი, ხელმძღვანელის დაჟინებული თხოვნით, გამოტოვა) – საპირისპიროს ამტკიცებდა.
But their lives Edward examined in detail—Caesar, Charlemagne, Frederick the Second, Catherine the Great, Nelson and Napoleon (Stalin he dropped, at his tutor’s insistence)—rather suggested the contrary.
170218.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდს მიაჩნდა, რომ დაუნდობელ ხასიათს, უპრინციპობასა და იღბალს მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეეძლო.
A ruthless personality, naked opportunism and luck, Edward had argued, could divert the fates of millions.
170219.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
შემთხვევითი აღმოჩენის წყალობით დაასკვნა, რომ ლეგენდარულ წარმატებას ბედნიერება არ მოაქვს, მხოლოდ შფოთვასა და სულისმხვრელ ამბიციებს აძლიერებს.
An incidental discovery was that even legendary success does not bring happiness, only redoubled restlessness, gnawing ambition.
170220.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
დილას, ქორწილისთვის რომ იკაზმებოდა (ფრაკი, ფარფლებიანი ქუდი), გადაწყვიტა, დიდებულ ისტორიულ ფიგურებს ჩემნაირი კმაყოფილება არასდროს განუცდიათო.
As he dressed for the wedding that morning (tails, top hat), he had decided that none of the great historic figures could have known his kind of satisfaction.