მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170221.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მის აღტაცებას სიდიადის სურნელი დაჰკრავდა.
His elation was a form of greatness in itself.
170222.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იხილეთ, ბრწყინვალედ სრულქმნილი...
Here he was, a gloriously fulfilled...
170223.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ან თითქმის სრულქმნილი მამაკაცი!
or almost fulfilled, man.
170224.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ოცდაორი წლის ასაკში ყველა დაჩრდილა.
At the age of twenty-two, he had already outshone them all.
170225.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი მეუღლეს მიაჩერდა.
Edwars was gazing at his wife now.
170226.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ბავშვივით სქელი და ხშირი წამწამებით, გარინდებული ფლორენსი მართლაც პატარა ბავშვს დამგვანებოდა.
The lashes were thick and dark, like a child’s, and there was something childlike too in the solemnity of Florence.
170227.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ნატიფი სახე, ქანდაკებასავით გამოკვეთილი ნაკვთები განსაკუთრებულ განათებაში ინდიელ ქალს, ნამდვილი ბელადის ასულს მოგაგონებდათ;
It was a lovely face, with a sculpted look that in a certain light brought to mind an Indian woman, a high-born squaw;
170228.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონას ძლიერი ყბა და ფართო, გულუბრყვილო ღიმილი ჰქონდა, თვალის ნაოჭებამდე რომ ასდიოდა ხოლმე.
She had a strong jaw, and her smile was broad and artless, right into the creases at the corners of her eyes.
170229.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მისი ძვალმსხვილი აღნაგობა და მსხმოიარე გავა ქორწილში რამდენიმე გათხოვილმა ქალბატონმა ხმამაღლა აღნიშნა;
She was big-boned—certain matrons at the wedding knowingly remarked on her generous hips.
170230.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
რომლებსაც ედუარდი რამდენჯერმე შეეხო და დაუკოცნა კიდეც.
which Edward had touched and even kissed.
170231.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
უფერული, მაგრამ ძლიერი ხელებით, მევიოლინის გრძელი მკლავებით კი სკოლაში სპორტით გატაცებისას ხელშუბსაც მარჯვედ ისროდა.
Her violinist’s hands were pale and powerful, her long arms likewise; at her school sports days she had been adept at throwing the javelin.
170232.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი კლასიკური მუსიკით არასდროს დაინტერესებულა, ახლა კი მის პრანჭია ჟარგონს იზეპირებდა: „ლეგატო“, „პიციკატო“, „კონ ბრიო“.
Edward had never cared for classical music, but now he was learning its sprightly argot— "legato", "pizzicato", "con brio".
170233.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფრთხილი და მკაცრი ვარჯიშით რამდენიმე ნაწარმოების შეყვარებაც მოახერხა.
Slowly, through brute repetition, he was coming to like certain pieces.
170234.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
განსაკუთრებით ის მოსწონდა, ფლორენსი მეგობრებთან ერთად რომ უკრავდა.
There was one Florence played with her friends that especially moved him.
170235.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სახლში, გამებსა და არპეჯოებზე მეცადინეობისას, გოგონა თმას არშიით იკრავდა.
When she practiced her scales and arpeggios at home she wore a headband.
170236.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსი საოცრად უკრავდა.
Florence’s playing was beautiful.
170237.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ერთმა მასწავლებელმა ისიც აღნიშნა, ჯერ არ მყოლია მოწაფე, რომელიც სიმებიან საკრავს ასე თბილად ამღერებსო.
One tutor said he had never encountered a student who made an open string sing so warmly.
170238.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
როდესაც ფლორენსი ლონდონის სარეპეტიციო დარბაზსა თუ ოქსფორდის მშობლიურ სახლში პიუპიტრთან მომხიბლავად იდგა წელგამართული და ამაყად თავაწეული კითხულობდა ნოტებს, ლოგინზე გაშხლართული ედუარდი გოგონას ნდომას ჰყავდა ატანილი, საცოლის მბრძანებლური, თითქმის ამაყი გამომეტყველება აღაგზნებდა.
When she was before the music stand in the rehearsal room in London, or in her room at her parents’ house in Oxford, with Edward sprawled on the bed, watching and desiring her, she held herself gracefully, with back straight and head lifted proudly, and read the music with a commanding, almost haughty expression that stirred him.
170239.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მის გამომეტყველებაში თავდაჯერება და სიამოვნებისკენ მიმავალი გზის საიდუმლო იმალებოდა.
That look had such certitude, such knowledge of the path to pleasure.
170240.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
როდესაც საქმე მუსიკაზე მიდგებოდა, გოგონა თავდაჯერებული და გრაციოზული ხდებოდა, ვიოლინოს ხემს მომართავდა, ინსტრუმენტს სიმებს უცვლიდა და ოთახს კოლეჯის სამი მეგობრისთვის მოაწყობდა ხოლმე, რადგან სიმებიანი კვარტეტი მისი ნამდვილი მისწრაფება იყო.
When the business was music, she was always confident and fluid in her movements—rosining a bow, restringing her instrument, rearranging the room to accommodate her three friends from college for the string quartet that was her passion.