მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170241.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
უდავო ლიდერად იქცეოდა და მუსიკალურ უთანხმოებაში ბოლო სიტყვა ეთქმოდა.
She was the undisputed leader, and always had the final word in their many musical disagreements.
170242.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ცხოვრებაში გასაოცრად მოუხერხებელი და მორცხვი იყო: ფეხის ცერებით მაგიდებს ასკდებოდა, ნივთები ხელიდან უცვიოდა და თავზე კოპები არ უშუშდებოდა.
But in the rest of her life she was surprisingly clumsy and unsure, forever stubbing a toe or knocking things over or bumping her head.
170243.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თითებს, ბახის პარტიტაში ორმაგი ნოტების აღება რომ შეეძლოთ, ჩაით სავსე ჭიქის აბრეშუმის თეთრეულზე დაღვრა და ქვის იატაკზე მინის ლარნაკის დანარცხებაც მარტივად გამოსდიოდა.
The fingers that could manage the double stopping in a Bach partita were just as clever at spilling a full teacup over a linen tablecloth or dropping a glass onto a stone floor.
170244.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
საკმარისი იყო, ეფიქრა, ვიღაც მიყურებსო, მაშინვე წაიბორძიკებდა.
She would trip over her feet if she thought she was being watched.
170245.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდს გამოუტყდა, ქუჩაში მეგობრის შორიდან დანახვა და მასთან მიახლოება ურთულესი გამოცდააო.
she confided to Edward that she found it an ordeal to see a friend in the street and walking toward a friend from a distance.
170246.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
აღელვებისა და შფოთვის დროს შუბლზე ჩამოყრილ წარმოსახვით თმას გაუთავებლად ხელით იშორებდა; უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგაც ვერ წყვეტა ფაქიზად და ფრთხილად მოძრაობას.
whenever she was anxious or too selfconscious, her hand would rise repeatedly to her forehead to brush away an imaginary strand of hair, a gentle, fluttering motion that would continue long after the source of stress had vanished.
170247.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ძვალმსხვილი და მოხდენილი რომ არ ყოფილიყო, ედუარდს გოგონასადმი ლტოლვა მაინც ექნებოდა.
Even without her strong-boned beauty Edward would have had to love her.
170248.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსს მეუღლე მთელი ძალითა და მტანჯველი ფიზიკური თავშეკავებით უყვარდა.
Florence loved her husband with such intensity, such excruciating physical reticence.
170249.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ბიჭს მხოლოდ დაუკმაყოფილებელი ვნებები კი არა, დამცველობითი ინსტინქტებიც მოეძალა.
Not only his passions, heightened by the lack of a proper outlet, but also his protective instincts were aroused.
170250.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ნეტავ ფლორენსი მართლა ასე დაუცველი იყო?
But was Florence really so vulnerable?
170251.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ვაჟმა ერთხელ მისი სკოლის ატესტატში ჩაიჭყიტა და გოგონას ზოგადი განათლების ტესტის პასუხი ნახა: ას ორმოცდაათი; თავის შედეგზე ჩვიდმეტი ქულით მაღალი.
He had peeped once into her school report folder and seen her intelligence-tests results: one hundred and fifty, seventeen points above his own score.
170252.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ეს გახლდათ ეპოქა, როცა ცოდნის კოეფიციენტები ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც სიმაღლე და წონა.
This was an age when these quotients were held to measure something as tangible as height or weight.
170253.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
როდესაც ედუარდი კვარტეტის რეპეტიციას დაესწრო, თავად გახდა მომსწრე, ფრაზებსა თუ ტემპსა და დინამიკაზე ფლორენსი როგორ ეკამათებოდა ჩარლზს, ჩასუქებულსა და თავდაჯერებულ ჩელისტს, სახე ფერიმჭამელებით რომ უბზინავდა.
When he sat in on a rehearsal with the quartet, and Florence had a difference of opinion on a phrasing or tempo or dynamic with Charles, the chubby and assertive cellist, whose face shone with acne.
170254.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მაშინ გაიფიქრა ედვარდმა, ფლორენსი წარმოუდგენელი ვინმეაო.
Edward was intrigued by how unimaginable Florence could be.
170255.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იგი არასდროს ეპასუხებოდა, წყნარად უსმენდა, ბოლოს კი გადაწყვეტილებას აფიქსირებდა.
She did not argue, she listened calmly, then announced her decision.
170256.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იმის ძალაც ჰყოფნიდა, ერთობ საშიში მამა თავის ჭკუაზე გადაეყვანა.
She seemed to be able to get her rather frightening father to do what she wanted.
170257.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
კაცმა ქალიშვილის ქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე მისი რჩევაც გაითვალისწინა და ედუარდს სამსახური შესთავაზა.
Many months before the wedding he had, at her suggestion, offered Edward a job.
170258.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სულ სხვა საქმეა, ბიჭს რამდენად უნდოდა ან გაბედავდა უარის თქმას.
Whether he really wanted it, or dared refuse it, was another matter.
170259.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ქალური ჯადოსნობის წყალობით, გოგონამ ზუსტად იცოდა, წვეულებაზე რამხელა კარავი უნდა გაეჭიმათ ან რამდენი საზაფხულო პუდინგი გამოეცხოთ და ის თანხაც ზუსტად გამოთვალა, მამამისს რაც უნდა გადაეხადა.
And she knew, by some womanly osmosis, exactly what was needed at that celebration, from the size of marquee to the quantity of summer pudding, and just how much it was reasonable to expect her father to pay.
170260.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
„მოიტანეს“, – დაიჩურჩულა გოგონამ და ხელი მოუჭირა, თითქოს მოულოდნელი ინტიმურობისთვის შეამზადაო.
"Here it comes", she whispered as she squeezed his hand, warning him off another sudden intimacy.