მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170281.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ლეგენდის თანახმად, აქაური მეთევზეები შუაღამის წყვდიადშიც ზუსტად ხვდებიან, სად დგანან.
The legend was that local fishermen at night knew exactly where they are standing.
170282.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსმა შესთავაზა, ქვები ერთი მილის მოშორებით შევაგროვოთ და თავად დავრწმუნდეთო.
Florence had suggested they might see for themselves by comparing handfuls gathered a mile apart.
170283.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ნომერში ყურყუტს სანაპიროზე გასეირნება ერჩივნა.
Trudging along the beach would have been better than sitting in the room.
170284.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
კერძის მძაღე სუნი ზღვიდან მონაბერ მარილიან ჰაერს ერეოდა და შინაური ძაღლის ამონასუნთქს ემგვანებოდა.
Rising from his plate, mingling with the sea breeze, was a clammy odor, like the breath of the family dog.
170285.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
აზრები გაეფანტა და მეტყველების უნარი წაერთვა, უცნაურ ფიზიკურ უხერხულობას გრძნობდა, თითქოს შარვალი ან საცვლები დაუპატარავდა.
He felt a terrible pressure narrowing his thoughts, constraining his speech, and he was in acute physical discomfort— his trousers or underwear seemed to have shrunk.
170286.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იატაკიდან ჯინი რომ ამომძვრალიყო და ედუარდისთვის ერთი გადაუდებელი თხოვნა აესრულებინა, ბიჭი სანაპიროს არც ახსენებდა.
So if a genie had appeared from the floor to grant Edward’s most urgent request, he would not have asked for any beach in the world.
170287.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ვაჟს ერთადერთი საწადელი ჰქონდა: ფლორენსის გვერდით მეზობელ ოთახში ლოგინზე შიშვლად დაწოლილიყო და იმ წარმოუდგენელ თავგადასავალში შეებიჯებინა, ყოველდღიურობას რომ არ ჰგავს, არამედ რელიგიურ აღტაცებას, ან თავად სიკვდილს.
All he wanted, was himself and Florence lying naked together on or in the bed next door, confronting at last that awesome experience that seemed as remote from daily life as a vision of religious ecstasy, or even death itself.
170288.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თავისი დროის ახალგაზრდა მამაკაცების მსგავსად, ედუარდი, როგორც ერთმა განათლებულმა სპეციალისტმა დაარქვა, გაუთავებელ „თვითკმაყოფილებას“ ეწეოდა.
Like most young men of his time, Edward indulged constantly in what one enlightened authority was now calling "self-pleasuring".
170289.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ვაჟს სწორი ტერმინის აღმოჩენა გაუხარდა.
Edward was pleased to discover the correct term.
170290.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
საუკუნის გვიანდელ ნაწილში, 1940 წელს დაიბადა და აღარ სჯეროდა, სხეულს დავიზიანებ, მხედველობას დავკარგავ ან ღმერთს განვარისხებ, თუ ყოველდღიურად წინ გადახრილი საყვარელ საქმიანობას მივყოფ ხელსო.
He was born too late in the century, in 1940, to believe that he was abusing his body, that his sight would be impaired, or that God watched on with stern incredulity as he bent daily to the task.
170291.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მიუხედავად ამისა, ვაჟის ძალისხმევას თან ახლდა გაურკვეველი სირცხვილი, მარცხი, უშედეგობა და, რა თქმა უნდა, მარტოსულობა.
All the same, a certain ill-defined disgrace hung over his efforts, a sense of failure and waste and, of course, loneliness.
170292.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სიამოვნება მხოლოდ შემთხვევითი სარგებელი იყო.
pleasure was really an incidental benefit.
170293.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მიზანი – გათავისუფლება დაჟინებული, გონების ამრევი ვნებისგან.
The goal was release—from urgent, thought-confining desire.
170294.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
რა არაჩვეულებრივია, თავისი სხეულიდან გადმოღვრილი ერთი ჩაის კოვზი სუფთა ნაჟური გონებას წამში დაუამებდა და ვაჟი მზად იყო, ნელსონის აბუკირის ბრძოლაში გამოჩენილ სიმტკიცეზე ფიქრს შესჭიდებოდა.
How extraordinary it was, that a self-made spoonful, leaping clear of his body, should instantly free his mind to confront afresh Nelson’s decisiveness at Aboukir Bay.
170295.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ქორწილის სამზადისში ედუარდმა ყველაზე მნიშვნელოვანი ის გააკეთა, რომ ერთი კვირით თავი შეიკავა.
Edward’s single most important contribution to the wedding arrangements was to refrain, for over a week.
170296.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მას შემდეგ, რაც თორმეტი წელი შეუსრულდა, ასეთი პატიოსანი არ ყოფილა.
Not since he was twelve had he been so entirely chaste with himself.
170297.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
უნდოდა, პატარძალს საუკეთესო მდგომარეობაში დახვედროდა.
He wanted to be in top form for his bride.
170298.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
განსაკუთრებით ღამით ლოგინში წოლისას უჭირდა, და დილას, ახალგაღვიძებულზე, გრძელ შუადღეებსა და სადილამდე გაწელილ საათებში, ვახშმის შემდეგ საძინებელში ასვლამდე.
It was not easy, especially at night in bed, or in the mornings as he woke, or in the long afternoons, or in the hours before lunch, or after supper, during the hours before bed.
170299.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
როგორც იქნა, ერთად დარჩნენ ახალდაქორწინებულები.
Now here they were at last, married and alone.
170300.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ხორცს რატომ არ მოეშვა?!
Why did he not rise from his roast.