მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170301.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
რა მარტივი იქნებოდა.
It was so simple.
170302.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსის მორცხვ ხასიათს დიდი ხნის წინ შეეგუა.
He had a fairly long history of engaging with Florence’s shyness.
170303.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ისწავლა, როგორ დაეფასებინა და ერთგვარ გამოწვევად მიეღო; ხანდახან გოგონას მდიდარი სექსუალური სურვილების პირსაბურავად აღიქვამდა.
He had come to respect it, even revere it, mistaking it for a form of coyness, a conventional veil for a richly sexual nature.
170304.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
დაიჯერა, რომ ფლორენსი სწორედ ასეთი მოსწონდა.
He persuaded himself that he preferred her this way.
170305.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი არ უტყდებოდა, რომ გოგონას სიტყვაძვირობა ვაჟის უცოდინრობასა და გამოუცდელობას შეეფერებოდა.
Edward did not spell it out for himself, but her reticence suited his own ignorance and lack of confidence.
170306.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მგრძნობიარე და მომთხოვნი, ველური ქალი ბიჭს მარტივად დააფრთხობდა.
a more sensual and demanding woman, a wild woman, might have terrified him.
170307.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემდით, ვერც განსაზღვრებას მოუძებნიდით.
These were matters beyond words, beyond definition.
170308.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
შესაბამისი ენა და თერაპიული პრაქტიკა, გრძნობათა გაცვლის თანამედროვე ვალუტა, იმხანად არ იყო გავრცელებული.
The language and practice of therapy, the currency of feelings diligently shared, mutually analyzed, were not yet in general circulation.
170309.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდსა და ფლორენსს შორის სწრაფად არაფერი ხდებოდა.
Between Edward and Florence, nothing happened quickly.
170310.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მნიშვნელოვანი ნაბიჯები, უსიტყვოდ მიღებული უფლება, რა დაენახა და გოგონას სად შეხებოდა, ძალიან ნელა გადადგა.
Important advances, permissions wordlessly granted to extend what he was allowed to see or caress, were attained only gradually.
170311.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ოქტომბრის დღე, როდესაც მისი შიშველი მკერდი პირველად იხილა, საგრძნობლად შორს იყო ცხრამეტი დეკემბრისგან, როცა იქ პირველად შეეხო.
The day in October he first saw her naked breasts long preceded the day he could touch them—December 19.
170312.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თებერვალში კი დაუკოცნა.
He kissed them in February.
170313.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მხოლოდ ძუძუსთავებზე არ მიჰკარებია ტუჩებით მაისამდე.
Though not her nipples, which he grazed with his lips once, in May.
170314.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონა ედუარდს უფრო მეტი სიფრთხილით მიუახლოვდა.
She allowed herself to advance across Edward with even greater caution.
170315.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ვაჟს თავისი მოულოდნელი, მოუხეშავი მოძრაობები თვეების სამუშაოს წყალში უყრიდა.
Sudden moves or radical suggestions on his part could undo months of good work.
170316.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იმ საღამოს, კინოთეატრში „თაფლის გემოს“ ყურებისას მისი ხელი ფეხებშუა რომ ჩაიცურა, რამდენიმე კვირით უკან დაიხია.
The evening in the cinema at a showing of "A Taste of Honey" when he took her hand and plunged it between his legs set the process back weeks.
170317.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონა უკარება და გულცივი არ გამხდარა (ასე არასდროს იქცეოდა), მაგრამ უცხოობდა, თითქოს იმედები გაუცრუეს ან უღალატესო.
She became, not frosty, or even cool—that was never her way—but remote, perhaps disappointed, or even betrayed.
170318.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
როგორც იქნა, ძველ კალაპოტში ჩადგნენ.
Then at last they were back on course.
170319.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თხუთმეტი წამის განმავლობაში, იმედით თავბრუდახვეული ედუარდი მას ორი ქსოვილის მიღმა შეიგრძნობდა.
For fifteen seconds, in rising hope and ecstasy, Edward felt her through two layers of fabric.
170320.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონა მოშორდა, ბიჭი კი მიხვდა, მეტს ვერ მოითმენდა.
As soon as she pulled away he knew he could bear it no more.