მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170341.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ქვედა სართულზე კი, რა თქმა უნდა, სულ სხვა აზრზე იდგნენ.
Downstairs, of course, they took a different view.
170342.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ორმოცს გადაცილებულ ადამიანს აუცილებლად გამოვლილი ექნებოდა ომი, ხოლო დღეს ვერაფრით დაიჯერებდა, რომ გაწეული მსხვერპლისთვის ამგვარი „ჯილდოთი“ დაასაჩუქრეს.
Anyone over forty would have suffered in the war, and would not have been able to believe that it was the "reward" for all the sacrifice.
170343.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდსა და ფლორენსს არჩევნებში პირველად უნდა მიეღოთ მონაწილეობა და ლეიბორისტული პარტიის მოძლიერება ისეთსავე გამარჯვებად მიაჩნდათ, როგორადაც 1945 წელი.
Edward and Florence would be voting for the first time in the election and were keen on the idea of a Labour landslide as great as the famous victory of 1945.
170344.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ერთ-ორ წელიწადში წინა თაობას პოზიციების დათმობა მოუწევდა, ძველისძველ იმპერიაზე ოცნებებს მოეშვებოდა და გზას გაუხსნიდა ისეთ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ: გეიტსკელი, უილსონი, კროსლენდი.
In a year or two, the older generation that still dreamed of empire must surely give way to politicians like Gaitskell, Wilson, Crosland.
170345.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თუ ამერიკას მჭევრმეტყველი და სიმპათიური პრეზიდენტი კენედი ჰყავდა, ბრიტანეთსაც ვიღაც მსგავსი უნდა ჰყოლოდა, სულ მცირე, სულიერებით მაინც, რაკიღა ლეიბორისტულ პარტიაში მომხიბვლელი არავინ ეგულებოდათ.
If America could have an exuberant and handsome President Kennedy, then Britain could have something similar—at least in spirit, for there was no one quite so glamorous in the Labour Party.
170346.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იმ შეუგნებლებს, უკანასკნელ ბრძოლაში რომ ჩართულიყვნენ, ყავლი გაუვიდათ.
The Blimps, still fighting the last war, their time was up.
170347.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდისა და ფლორენსის საერთო შეგრძნებას, რომ ქვეყანა მალე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ახალგაზრდულ ძალას გაუხსნიდა გზას, პირადი თავგადასავლის ხალისი ემატებოდა.
Edward and Florence’s shared sense that one day soon the country would be transformed for the better, that youthful energies were pushing to escape, merged with the excitement of their own adventure together.
170348.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სამოციანები მათი ზრდასრულობის ეპოქად იქცა და სწორედ მათ ეკუთვნოდა.
The sixties was their first decade of adult life, and it surely belonged to them.
170349.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ქვედა სართულზე შეკრებილ, ვერცხლისღილებიან პიჯაკებში გამოწყობილ ჩიბუხისმწეველებს, ორმაგ Caol Ila-ს ვისკის რომ წრუპავდნენ და ჩრდილოეთ აფრიკასა თუ ნორმანდიაში ბრძოლის მოგონებებს ჯარისკაცული უხამსობით იგონებდნენ, მომავალზე სიტყვა არ ეთქმოდათ.
The pipe smokers downstairs in their silver-buttoned blazers, with their double measures of Caol Ila and memories of campaigns in North Africa and Normandy and their cultivated remnants of army slang—they could have no claim on the future.
170350.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ძილის დროა, ჯენტლმენებო!
Time to sleep, gentlemen!
170351.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
შორს გადასულ ნისლში ნათლად გამოიკვეთა ახლომდებარე ხეები, ლაგუნას მიღმა წამოჭიმული შიშველი, მწვანე კლდეები და ვერცხლისფერი ზღვის ნაწილი.
The rising mist continued to unveil the nearby trees, the bare green cliffs behind the lagoon and portions of a silver sea.
170352.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მაგიდასთან საღამოს რბილი ჰაერი შემოიჭრა.
The smooth evening air poured in around the table.
170353.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფარულ შფოთვებს აყოლილი წყვილი ჭამას განაგრძობდა.
The couple continued eating, trapped in the moment by private anxieties.
170354.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი კარტოფილს ჩანგლით აწვალებდა და მხოლოდ პაწაწინა ნაჭერი გასინჯა.
Edward ate only token morsels of potato, which he carved with his fork.
170355.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მეორე სიახლის მოსმენას სასოწარკვეთილები უცდიდნენ და ხვდებოდნენ, რა მოსაწყენი იყო.
They listened helplessly to the second item of news, aware of how dull it was.
170356.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ქორწინების ღამე დაუდგათ, სალაპარაკო კი ვერ მოძებნეს.
Their wedding night, and they had nothing to say.
170357.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იატაკიდან გაუგებარი სიტყვები ამოცოცდა.
The indistinct words rose from the floor.
170358.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მხოლოდ ეს გაარჩიეს: „ბერლინი“ და მაშინვე მიხვდნენ, ბოლო დროის ყველასთვის საყვარელ ამბავს გადმოსცემდნენ.
They only made out "Berlin" and knew instantly that this was the story that lately had captivated everyone.
170359.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ქალაქის კომუნისტური ნაწილიდან, ვანზეს ტბის გავლით, საომარი ხომალდი დასავლეთში გადაიპარა.
It was an escape from the Communist east to the west of the city by way of a commandeered steamship on the Wannsee.
170360.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
აღმოსავლეთ გერმანელი გუშაგების ტყვიებს დევნილები მესაჭის ჯიხურში ემალებოდნენ.
The refugees cowering by the wheelhouse to dodge the bullets of the East German guards.