მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170321.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ცოლობა სთხოვა.
He asked her to marry him.
170322.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდმა რა იცოდა, ფლორენსს რად დაუჯდა ხელის ზურგი ასეთ ადგილას გაეჩერებინა.
Edward could not have known what it cost Florence to put a hand in such a place.
170323.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
უყვარდა და უნდოდა, ესიამოვნებინა, მაგრამ ჯერ დიდი წინაღობა ჰქონდა გადასალახი.
She loved him, she wanted to please him, but she had to overcome considerable distaste.
170324.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გულწრფელობით მოუვიდა: ჭკვიანი იყო, მაგრამ უეშმაკო.
It was an honest attempt—she may have been clever, but she was without guile.
170325.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თითქოს ცოცხალი არსება აღმოაჩინა, ედუარდისგან დამოუკიდებელი პიროვნება და... შეშინდა.
She experienced a living thing, quite separate person from Edward—and she recoiled.
170326.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მოზღვავებულ ემოციებში, კმაყოფილებასა და მხიარულებაში, მოულოდნელ ჩახუტებაში იგრძნო შვება და პატარა შოკი მალე დაავიწყდა.
In the rush of emotion, the delight and hilarity and relief, the sudden embraces, she momentarily forgot her little shock.
170327.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი თავისმა თავდაჯერებულობამ ისე გააოცა, აღუსრულებელი ვნებით დაბინდული გონება გაეხსნა და ვერაფრით მიხვდა, რომ იმ დღიდან მოყოლებული, გოგონამ წინააღმდეგობრივი ცხოვრება დაიწყო.
And Edward was so astonished by his own decisiveness, as well as mentally cramped by unresolved desire, that he could have had little idea of the contradiction she began to live with from that day on.
170328.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
მარტო დარჩენილებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ, მაგრამ იმ ვახშმის ჭამა განაგრძეს, არცერთს რომ არ უნდოდა.
They were alone then, and theoretically free to do whatever they wanted, but they went on eating the dinner they had no appetite for.
170329.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ფლორენსმა ჩანგალი დადო, ედუარდის ხელს მისწვდა და მოუჭირა.
Florence set down her knife and reached for Edward’s hand and squeezed.
170330.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სანაპიროს გასწვრივ ჩალაგებული გორაკების გამო, აქ ტელევიზორს მიღება უჭირდა.
Along this stretch of coast television reception was poor because of the hills just inland.
170331.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ზოგიერთი მათგანი ღამის უკანასკნელ ჩიბუხსაც გატენიდა.
Some of them would be filling their pipes for one last time that night.
170332.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
რადიოსთან თავმოყრის ომისდროინდელ ჩვევას ვერაფერი დაარღვევდა.
Gathering around the wireless was a wartime habit they would never break.
170333.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ახალდაქორწინებულებმა მოგუდული რეპორტაჟის დუდუნში პრემიერ-მინისტრის სახელი გამოარჩიეს, რამდენიმე წუთში მისი ნაცნობი ხმაც გაისმა.
newlyweds heard the muffled headlines and caught the name of the prime minister, and then a minute or two later his familiar voice raised in a speech.
170334.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ჰაროლდ მაკმილანი ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იარაღის ტესტირების აკრძალვის ხელშეკრულების საჭიროებას განიხილავდა.
Harold Macmillan had been addressing a conference in Washington about the arms race and the need for a test-ban treaty.
170335.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ვინ შეეწინააღმდეგებოდა, რომ წყალქვეშა ბომბის ატმოსფეროში აფეთქება და მთელი პლანეტის რადიაციით დაბინძურება საშინელი გადაწყვეტილება იყო?
Who could disagree that it was terrible decision to go on testing H-bombs in the atmosphere and irradiating the whole planet?
170336.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თუმცა, ოცდაათ წლამდე ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ედუარდსა და ფლორენსს, არ სწამდათ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვას საერთაშორისო პოლიტიკაში ძალა ჰქონდა.
But no one under thirty— certainly not Edward and Florence—believed a British prime minister held much sway in global affairs.
170337.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იმპერია ყოველწლიურად პატარავდებოდა; პატარა ქვეყნები კუთვნილ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ.
Every year the empire shrank as another few countries took their rightful independence.
170338.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
აღარაფერი შერჩათ!
Now there was almost nothing left!
170339.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სამყარო ამერიკელებისა და რუსების ხელში აღმოჩნდა.
The world belonged to the Americans and the Russians.
170340.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ბრიტანეთი, ინგლისი ძალაუფლების გარეშე დარჩა, ამის ხშირად გამეორება მკრეხელურ სიამოვნებას ანიჭებდა.
Britain, England, was a minor power—saying this frequently gave a certain blasphemous pleasure.