მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170421.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
პური და სანახაობა.
Bread and circuses.
170422.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ახალი სამყარო... მოინდომა ინგლისი ევროპას შეერთებოდა.
A new world, he wanted Englad to join Europe.
170423.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
როგორც იქნა, დამშვიდდა.
Steadied at last.
170424.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედვარდს გონება გაუნათდა და თავისი ენის წვერად იქცა.
Edward’s thoughts dissolved, and he became tip of his tongue.
170425.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სწორედ ამ დროს ფლორენსი მიხვდა, მეტს ვერ გაუძლებდა.
At the same moment that Florence decided she could take no more.
170426.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
დაკორტნეს, გასრისეს.
She felt pinioned and smothered.
170427.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
სული ეხუთებოდა და გული ერეოდა.
she was suffocating, she was nauseous.
170428.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონას უწყვეტი ხმა მოესმა.
And she could hear a sound, rising steadily.
170429.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ეს არც ვიოლინო იყო, არც ადამიანი, მაგრამ სადღაც შუაში გაჩხერილი იზრდებოდა, თუმცა, ხმოვან დიაპაზონს არ გასცდენია, რომელიც სიტყვებზე პრიმიტიული სტვენითა და ხმოვნებით ამცნობდა რაღაც საგანგაშოს.
not quite a violin or a man, but somewhere in between, rising, without ever leaving the audible range, telling her something urgent in sibilants and vowels more primitive than words.
170430.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
იქნებ ოთახში იდგა, ან დერეფანში, ან სულაც მხოლოდ მის ყურებში დაიბუდა, როგორც ტინიტუსმა.
It may have been inside the room, or out in the corridor, or only in her ears, like tinnitus.
170431.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
შესაძლებელია, ხმას თავად გამოსცემდა.
She may even have been making the noise herself.
170432.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
აღარ აინტერესებდა, უნდა გაქცეულიყო.
She did not care—she had to get out.
170433.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თავი ძლიერად გაიქნია და მკლავები გაითავისუფლა.
She jerked her head away and pushed free of his arms.
170434.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდი პირდაღებული მისჩერებოდა, სახეზე კითხვის ნიშანი მოეხაზა.
He stared at her in surprise, still open-mouthed, a question beginning to form in his expression.
170435.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
გოგონამ ხელი ჩაჰკიდა და საძინებლისკენ გაუძღვა.
She seized his hand and led him toward the bed.
170436.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
უნდოდა ოთახიდან გაქცეულიყო, ბაღის გადაღმა ბილიკი ჩაერბინა და სანაპიროზე მარტო ჩამომჯდარიყო.
She wanted to run from the room, across the gardens and down the lane, onto the beach to sit alone.
170437.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ერთი წუთიც ეყოფოდა.
Even one minute alone would have helped.
170438.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
თუმცა, მტანჯველ მოვალეობის გრძნობას ვერ შეეწინააღმდეგა.
But her sense of duty was painfully strong and she could not resist it.
170439.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ედუარდს გულს ვერ დასწყვეტდა.
She could not bear to let Edward down.
170440.
ქვიან სანაპიროზე | თავი I
ქორწილის ყველა სტუმარი და ოჯახის წევრი პაწაწინა ნომერში რომ შელაგებულიყვნენ და ცოტა ხანს მათთვის ეცქირათ, ედუარდისა და მისი აუცილებელი, სამართლიანი სურვილების მხარეს დაიჭერდნენ.
If the entire wedding ensemble of guests and family had been somehow crammed into the room to watch, these ghosts would all side with Edward and his urgent, reasonable desires.