მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170481.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სასიამოვნო წარმოსადგენი იყო, სწორედ ამ დარბაზში რამდენმა ცნობილმა მუსიკოსმა დაუკრა.
There was the simple thrill of knowing that so many famous musicians in the world had performed in this hall.
170482.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსმა თექვსმეტი წლის ვირტუოზი ჩელისტი ჟაკლინ დიუპრეც აქ გაიცნო.
It was here that Florence met sixteen-year-old cellist Jacqueline du Pré.
170483.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსს უჩვეულო გემოვნება არ ჰქონდა.
Florence’s own tastes were not unusual.
170484.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თავიდან ბეთჰოვენის მე-18 ნაწარმოები უყვარდა, მერე – მისი ბოლო პერიოდის დიდებული კვარტეტები.
Beethoven’s Opus 18 obsessed her at the begining, then his last great quartets.
170485.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
შუმანი, ბრამსი და ბოლო წელს – ფრენკ ბრიჯის, ბარტოკისა და ბრიტენის კვარტეტები.
Schumann, Brahms and then, in her last year, the quartets of Frank Bridge, Bartok and Britten.
170486.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სამი წლის განმავლობაში უიგმორ-ჰოლში ყველა კომპოზიტორი ცოცხლად მოისმინა.
She heard all these composers over a period of three years at the Wigmore Hall.
170487.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მეორე წელს კულისებში სამსახურიც მისცეს.
In her second year she was given a job backstage.
170488.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
კონცერტის მონაწილეებს ფართო, მწვანე ოთახში ჩაის უმზადებდა და ჭუჭრუტანიდან იცქირებოდა, სცენიდან დაბრუნებული მუსიკოსებისთვის კარი რომ გაეღო.
Making tea for the performers in the spacious green room and crouching by the peephole so that she could open the door as the musicians left the stage.
170489.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
კამერული მუსიკის პიანისტებს ნოტებს უფურცლავდა.
She also turned pages for the pianists in chamber pieces.
170490.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ერთ საღამოს ბენჟამინ ბრიტენს გვერდში ედგა, როცა ეს უკანასკნელი ჰაიდნის, ფრენკ ბრიჯსა და თავად ბრიტენს უკრავდა.
One night actually stood at Benjamin Britten’s side in a program of songs by Haydn, Frank Bridge and Britten himself.
170491.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სოპრანოს პარტიას პატარა ბიჭუნა ასრულებდა, პიტერ პეარსმა კი ფლორენსს გასვლის წინ ათშილინგიანი ჩაუცურა.
There was a boy treble singing, as well as Peter Pears, who slipped Florence a ten-shilling note as he was leaving.
170492.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გოგონამ ფორტეპიანოს დარბაზის ქვეშ სარეპეტიცო ოთახები აღმოაჩინა, სადაც ლეგენდარული მუსიკოსები – ჯონ ოგდონი და ჩერკასკი – დილის განმავლობაში არპეჯიოებს შეშლილი პირველკურსელებივით ავარჯიშებდნენ.
She discovered the practice rooms next door, under the piano showroom, where legendary pianists like John Ogdon and Cherkassky thundered up and down their and arpeggios all morning like demented first-year students.
170493.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
დარბაზი ფლორენსის მეორე სახლად იქცა.
The hall became a kind of second home for Florence.
170494.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ყველა ჩაბნელებული კუთხე და ტუალეტამდე მისასვლელი ცივი ბეტონის საფეხურები შეუყვარდა.
she felt possessive of every dim and dowdy corner, even of the cold concrete steps that led down to the wash-rooms.
170495.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გოგონას თავბრუ დაეხვა, როცა ეს სიტყვები გაჭირვებით ამოიკითხა.
It thrilled her to decipher finally.
170496.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მას შემდეგ სულ იმაზე ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღო, სასიცოცხლოდ აუცილებელი რჩევა და ორი კვირის თავზე, მესამე კურსის დაწყების წინ, კოლეჯის სამ საუკეთესო სტუდენტს სთხოვა, კვარტეტი შევქმნათო.
she could not stop herself thinking that she had received an important message, or a vital prompt, and two weeks later, not long after the beginning of her third year, she asked three of the best students at college to join her own quartet.
170497.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსს ჩარლზ როდუეის მიმართ რომანტიკული დამოკიდებულება არასდროს ჰქონია.
Charles Rodway was of no real romantic interest to Florence.
170498.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
აკადემიის მოწაფე ვაჟები, სასტიკად ამბიციური და თავდადებული მუსიკოსები, რომლებსაც მუსიკალური რეპერტუარის მიღმა არაფერი გაეგებოდათ, გოგონას თვალში არასდროს მოსდიოდა.
The men at academy, devoted musicians, fiercely ambitious, ignorant of everything beyond their repertoire, never much appealed.
170499.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
როდესაც გოგონა ბიჭთან ურთიერთობას იწყებდა, სოციალური წრეებიდან მაშინვე ქრებოდა; როგორც ედუარდის ფეხბურთელი ამხანაგები.
Whenever one of the girls from the group started going steady with the boy, she simply vanished socially, just like Edward’s footballer friends.
170500.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იფიქრებდით, ახალგაზრდა ქალები მონასტერში გაიხიზნენო.
It was as though the young woman had entered a convent.