მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170461.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მომავალშიც ხშირად უფიქრია, სწორედ ამ მუსიკას უნდა ვუმადლოდე გემოვნებასა თუ ცხოვრებასო.
For years to come he considered that this was the music that formed his tastes, and even shaped his life.
170462.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
რამდენიმე ახალგაზრდა ქალი – რადგან იმ დროს უნივერსიტეტში ნაკლები გოგონა სწავლობდა – ლექციებზე გარეუბნებიდან ჩადიოდა და მკაცრი მშობლების გამო სახლში საღამოს ექვსისთვის ბრუნდებოდა.
The few girls he knew—there were not so many at universities in those days—traveled in for lectures from the outer suburbs and apparently under strict parental instruction lfet early to be home by six.
170463.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მათთან დიდხანს საუბრის გარეშეც მარტივად მიხვდებოდით: თავს მომავალი მეუღლეებისთვის „ინახავდნენ“.
Without to them so long, these girls conveyed the clear impression that they were "keeping themselves" for a future husband.
170464.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ცხადია, რომელიმესთან სექსი თუ გექნებოდა, ცოლადაც უნდა შეგერთო.
There was no ambiguity—to have sex with any one of these girls, you would have to marry her.
170465.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ედუარდის რამდენიმე ფეხბურთელმა მეგობარმა სწორედ ეს გზა აირჩია.
A couple of Edward's friends, footballers, went down this route.
170466.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მეორე წელს ჯვარი დაიწერეს და გაუჩინარდნენ.
They were married in their second year and disappeared from view.
170467.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ერთ-ერთის ყველაზე უიღბლო გამოცდილება გაკვეთილად მიიღეს.
One of these unfortunates made a particular impact as a cautionary tale.
170468.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ბიჭმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ოფისის თანამშრომელი დააფეხმძიმა და როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, გოგონამ „საკურთხევლამდე ძალით მიათრია“.
He got a girl from the university administration office pregnant and was, in his friends’ view, "dragged to the altar" by the girl.
170469.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მერე მთელი წელი არავის უნახავს, სანამ პატნი-ჰაი სტრიტზე ბავშვის ეტლთან არ შენიშნეს, რაც იმ დროს მამაკაცისთვის ნამდვილ თავის მოჭრად ითვლებოდა.
Then not seen for a year, until he was spotted in Putney High Street, pushing a pram, in those days still a demeaning act for a man.
170470.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
კონტრაცეპტივი გაზეთში ამოკითხული ჭორი იყო მხოლოდ – კიდევ ერთი ამერიკული ზღაპარი, სასაცილო დანაპირები.
The Pill was a rumor in the newspapers, a ridiculous promise, another of those tall tales about America.
170471.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ედუარდის წრეში ბიჭები გაუთავებელ უხამს ხუმრობებს ჰყვებოდნენ.
In Edward’s circle the boys had to be content with telling dirty jokes.
170472.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სოციალური ცვლილებები თანმიმდევრულად არასდროს ხდება.
Social change never proceeds at an even pace.
170473.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მოსაწევსაც ახსენებდნენ!
There was even talk of reefers!
170474.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ედუარდს არაერთხელ შეუვლია ინგლისურის ფაკულტეტზე, იმედით – დედამიწაზე ედემი აღმოეჩინა, მაგრამ დერეფნები, შენიშვნის დაფები და ახალგაზრდა ქალები არაფრით გამოირჩეოდნენ.
Edward sometimes took a stroll to the English department, hoping to find evidence of paradise on earth, but the corridors, the notice boards, and even the young women looked no different.
170475.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსი ქალაქის მეორე ნაწილში, ალბერტ-ჰოლთან ახლოს, ქალი სტუდენტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც შუქს საღამოს თერთმეტ საათზე აქრობდნენ, ვაჟებს არ უშვებდნენ, გოგონები კი გაუთავებლად ერთმანეთის ოთახებში დარბოდნენ.
Florence was on the other side of town, near the Albert Hall, in a prim hostel for female students where the lights went out at eleven and male visitors were forbidden at any time and the girls were always popping in and out of each other’s rooms.
170476.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსი დღეში ხუთ საათს მეცადინეობდა და მეგობრებთან ერთად კონცერტებს ესწრებოდა.
Florence practiced five hours a day and went to concerts with her girlfriends.
170477.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ყველაზე მეტად უიგმორ-ჰოლში კამერული მუსიკის მოსმენა უყვარდა, განსაკუთრებით – სიმებიანი კვარტეტები ხიბლავდა, და ხანდახან კვირაში ხუთჯერაც სტუმრობდა, ნასადილევს თუ საღამოს.
She preferred above all the chamber recitals at the Wigmore Hall, especially the string quartets, and sometimes attended as many as five in a week, lunchtimes as well as evenings.
170478.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მაყურებელთა დარბაზი ოქროთი მოვარაყებულ გვირაბს ჰგავდა, სცენის თავზე აღმართული ცნობილი გუმბათი თურმე „მუსიკის აბსტრაჰირებისადმი კაცობრიობის შიმშილს“ გამოხატავდა, მარადიული ცეცხლის ბურთი კი – „ჰარმონიის გენიას“.
the auditorium looked like a gilded tunnel, the famous cupola over the stage depicting, so she was told, mankind’s hunger for the magnificent abstraction of music, with the Genius of Harmony represented as a ball of eternal fire.
170479.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გოგონა პატივს სცემდა ძველისძველ არსებებს, ტაქსიდან გადმოსასვლელად რამდენიმე წუთი რომ სჭირდებოდათ, ვიქტორიანული ეპოქის უკანასკნელ შვილებს, სავარძლებამდე ხელჯოხის კაკუნით რომ მიბარბაცებდნენ, მუსიკას გარინდებულები უსმენდნენ, მუხლებს კი შინიდან წამოღებული შოტლანდიური შალით ითბობდნენ.
She revered the ancient types, who took minutes to emerge from their taxis, the last of the Victorians, hobbling on their canes to their seats, to listen in alert critical silence, sometimes with the tartan rug they had brought draped across their knees.
170480.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ეს სცენისკენ გადახრილი თავის ქალებიანი „ნამარხები“, მუსიკის უზადო ექსპერტები, ართრიტით დაავადებული თითებით საყვარელ საქმეს რომ ვეღარ ემსახურებოდნენ, ფლორენსისთვის დიდებულ გამოცდილებასა და სამართლიან სიბრძნეს გამოხატავდნენ.
These fossils, with their knobbly shrunken skulls tipped humbly toward the stage, represented to Florence burnished experience and wise judgment, or suggested a musical expertise that arthritic fingers could no longer serve.