მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170521.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
კერი საინტერესო იყო, რომელიც, საბედნიეროდ, მემუარებს წერდა.
Carey was an interesting figure who fortunately wrote his own memoir.
170522.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იბრძოდა ესპანური არმადას წინააღმდეგ, იყო ჩინებული მოფარიკავე და ლორდ ჩემბერლენის მსახურთა მფარველი.
He fought against the Spanish Armada, was a superb swordsman and a patron of the Lord Chamberlain’s Men.
170523.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თუ წიგნს არ კითხულობდა, ლიმონის ორღობეში გავიდოდა და სოფელ ნორსენდს ესტუმრებოდა ხოლმე, სადაც თავისი სკოლის ამხანაგი, საიმონ კარტერი ცხოვრობდა.
If he was not reading, he usually wandered down the lane, along the avenue of limes, to the village of Northend, where Simon Carter, a school friend, lived.
170524.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თუმცა იმ განსაკუთრებულ დილას, წიგნებით, ჩიტების გალობითა და სიმშვიდით გაბეზრებულმა ედუარდმა ფარდულიდან ბავშვობის ველოსიპედი გამოიღო, სკამი გაასწორა, საბურავები დაბერა და გზას უაზროდ დაადგა.
But on this particular morning, weary of books and birdsong and peace, Edward took his childhood bike from the shed, raised the saddle, pumped up the tires and set off with no particular plan.
170525.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ჯიბეში ერთი ფუნტი და ოცი კრონა ეყარა.
He had a pound note and two half crowns in his pocket.
170526.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სასტიკი სისწრაფით (რადგან მუხრუჭები არ მუშაობდა) გაძვრა მწვანე გვირაბში, დამრეც გორაკზე ჩავიდა, ბელჰამის ფერმასა და სტრესის სახლს გვერდი აუქცია და სტონორ ველიში შევიდა, პარკის რკინის ჭიშკარს გადაევლო და გადაწყვიტა ოთხი მილის მოშორებით, ქალაქ ჰენლიში გადასულიყო.
At reckless speed, for the brakes barely worked, he flew through a green tunnel, down the steep hill, past Balham’s then Stracey’s farm, and into the Stonor Valley, and as he hurtled past the iron railings of the park, he made the decision to go on to Henley, another four miles.
170527.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თუმცა ბაქანთან გაჩერებული მატარებელი საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა – ოქსფორდისკენ.
But the train waiting at the platform was going in the other direction, toward Oxford.
170528.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
საათნახევარში შუადღის ხვატით გაბეზრებული ქალაქის ცენტრში დაყიალებდა, საკუთარ თავს უბრაზდებოდა, ფული და დრო რაში დავხარჯეო.
An hour and a half later he was wandering through the city center in the heat of noon, still vaguely bored, and irritated with himself for wasting money and time.
170529.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თუმცა ლონდონის შემდეგ იქაურობა სათამაშო ქალაქს აგონებდა; ყველაფერი მოსაწყენი და პროვინციული, სასაცილოდ პრეტენზიული ეჩვენა.
But after London it seemed like a toy town, cloying and provincial, ridiculous in its pretensions.
170530.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
კოლეჯის შესასვლელთან შლაპაში გამოწყობილი დარაჯი იბღვირებოდა.
When a porter in a trilby scowled at him from the shade of a college entrance.
170531.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ედუარდმა ის იყო, მასთან გამოლაპარაკება გადაწყვიტა.
Edward almost turned back to speak to him.
170532.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სეინტ ჟილთან ხელით გამოყვანილი განცხადება შენიშნა.
Going along St. Giles, he saw a handwritten sign advertising.
170533.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ვაჟს გულწრფელი შეკრებები არ ხიბლავდა; განსაკუთრებით აღიზიანებდა გამომსვლელთა გაბუქებული რიტორიკა და პატივმოყვარე დამუნათება.
He did not much like these earnest gatherings, neither the self-dramatizing rhetoric nor the mournful rectitude.
170534.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სამყაროს გადარჩენა მისი მოვალეობაც იყო!
It was his duty to save the world!
170535.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფილებიან დერეფანში შეაბიჯა და ცუდად განათებულ დარბაზში შევიდა, სადაც დაბალსა და მოხატულ ჭერს საკმევლისა თუ მტვრის სურნელი ასდიოდა.
He went along a tiled corridor and entered a dim hall with low painted roof beams and a churchy smell of wood polish and dust.
170536.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მან სიბნელეს თვალი შეაჩვია და მაშინვე ფლორენსი შენიშნა.
As his eyes adjusted the darkness, the first person he saw was Florence.
170537.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გოგონა კართან იდგა და გამხდარ, გაყვითლებულ ბიჭს ესაუბრებოდა, რომელსაც ხელში პამფლეტები ეჭირა.
She was standing by a door talking to a stringy, yellow-faced fellow holding a stack of pamphlets.
170538.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ახალგაზრდა ქალს ბამბის თეთრი კაბა ეცვა და ვიწრო, ლურჯი ქამარი წელზე მკაცრად შემოეჭირა.
Young lady wore a white cotton dress, and a narrow blue belt tightly fastened around her waist.
170539.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გაიფიქრა, მედდა არისო.
He thought she was a nurse.
170540.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მათ ხომ შენი სხეულისა და სურვილების შესახებ ყველაფერი იციან…
they knew everything about your body and your desires.