მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170501.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
როგორც ჩანს, შეუძლებელი იყო შეყვარებული ყოფილიყავი და მეგობრებთან დრო გეტარებინა.
Since it did not seem possible to be in love and still keep up with the friends.
170502.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსმა თავისი სასტუმროს გოგონები არჩია.
Florence preferred to stick with her hostel girls.
170503.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მოსწონდა ჭორაობა, ახლობლური დამოკიდებულება და მათი სიკეთე.
She liked the banter, the intimacy, the kindness.
170504.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მეგობრები ერთმანეთის დაბადების დღეებს დიდებულად იხდიდნენ, ჩაიდნებთან ტკბილად ფუსფუსებდნენ, ავადმყოფობისას თბილ ნაჭრებსა და ხილს არ მოგაკლებდნენ.
The girls made much of each other’s birthdays and fussed around sweetly with kettles, blankets and fruit if you happened to get the flu.
170505.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
უნივერსიტეტში გატარებული წლები ფლორენსისთვის თავისუფლებას ნიშნავდა.
Her university years felt like freedom to Florence.
170506.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ედუარდისა და ფლორენსის ლონდონური რუკები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
Edward and Florence’s London maps did not match.
170507.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გოგონას ფიცროვიასა და სოჰოს პაბების შესახებ არაფერი სმენია; მართალია, ძალიან უნდოდა, მაგრამ ბრიტანეთის მუზეუმის სამკითხველო დარბაზშიც არასდროს მისულა.
She knew nothing of the pubs of Fitzrovia and Soho, and though she always intended to, she never visited the Reading Room of the British Museum.
170508.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ბიჭმა უიგმორ-ჰოლში შესახებ არაფერი იცოდა, არც ჩაის სახლები მოუნახულებია, ჰაიდ-პარკში პიკნიკზე არ გასულა და მდინარე სერპენტინზე ნავით არ შეცურებულა.
He knew nothing at all of Wigmore Hall or the tearooms and never once picnicked in Hyde Park or took a boat on the Serpentine.
170509.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გაუხარდათ, როცა 1959 წელს ტრაფალგარის მოედანზე იყვნენ, სადაც ოცი ათას უცნობთან ერთად იდგნენ და ნაღმების აკრძალვას ითხოვდნენ.
It was exciting for them to discover that they were in Trafalgar Square at the same moment in 1959, along with twenty thousand others, all resolving to ban the bomb.
170510.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ლონდონში სწავლა დაასრულეს და შინ დაბრუნდნენ.
Their London courses were over and they drifted back to their homes.
170511.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ცხელ, მოსაწყენ კვირებს გამოცდის შედეგების მოლოდინსა და ბავშვურ მდუმარებაში ატარებდნენ.
The stillness of their childhoods to sit out a hot, boring weeks, waiting for their exam results.
170512.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ხომ შეიძლება, ედუარდს ის დღე დანარჩენების მსგავსად გაეტარებინა: ვიწრო ბაღის ბოლოში ხავსიან სკამზე ჩამომჯდარიყო, წიგნი გადაეშალა და დედამისს მოშორებოდა.
For Edward, this particular day could have passed like most others—a retreat to the end of the narrow garden to sit on a mossy bench, reading and staying out of his mother’s reach.
170513.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ქალის გაფითრებული და არაფრით გამორჩეული, თავისი საღებავების მსგავსი სახე გამუდმებით, სამზარეულოს ან სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან უცქერდა მას.
Her face, pale and indistinct, like one of her watercolors, would be at the kitchen or sitting-room window, watching him.
170514.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ედუარდი ცდილობდა, მშობლისკენ არ გაეხედა, მაგრამ მისი მზერა ისეთი მძაფრი იყო, როგორიც – მხარზე ხელის დადება.
Edward tried to ignore his parent, but her gaze was like the touch of her hand on his shoulder.
170515.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იმ ზაფხულს, გამოცდების შემდეგ, ბიჭი შუა საუკუნეების კულტებით და მათი ველური, გონებაარეული ლიდერებით იყო გატაცებული, რომლებიც თავს მესიად აცხადებდნენ.
That summer, after exams, his interest was in fanatical medieval cults and their wild, psychotic leaders, who proclaimed themselves the Messiah.
170516.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
უკვე მეორედ კითხულობდა ნორმან კონის წიგნს „ათასწლეულის დევნაში“.
For the second time he was reading Norman Cohn’s The Pursuit of the Millennium.
170517.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თავისი მოსაწყენი და უსაფრთხო არსებობიდან ედუარდი წიგნის გვერდებს დახარბებული ფურცლავდა, საზარელი ინტერესი ახრჩობდა და უხაროდა, რომ იმ ეპოქაში გაჩნდა, სადაც რელიგიამ მნიშვნელობა დაკარგა.
From within the dullness and safety of his existence, Edward read of these recurrent bouts of unreason with horrified fascination, grateful to live in a time when religion had generally faded into insignificance.
170518.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გამოცდაში მაღალ შედეგებს თუ მიიღებდა, გადაწყვიტა, დოქტორის ხარისხი მიეღო.
He was wondering whether to apply for a doctorate, if his degree was good enough in the exam.
170519.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
საგნად შუა საუკუნეების ამ გამორჩეულ სიგიჟეს აირჩევდა.
This medieval madness could be his subject.
170520.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
პირველი სერ რობერტ კარი იქნებოდა; კაცი, რომელიც ლონდონიდან ედინბურგში ცხენით სამოცდაათ საათში ჩავიდა, რომ ჯეიმზ პირველისთვის ელისაბედ პირველის გარდაცვალების ცნობა მიეტანა.
The first would be Sir Robert Carey, the man who rode from London to Edinburgh in seventy hours to deliver the news of Elizabeth I’s death to James I.