მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170541.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გოგონას დაბნეული თუ სასაცილო სახე ჰქონდა, ალბათ მოსწყინდა და ელოდა, როდის გაართობდნენ.
Her look was quizzical or humorous, and possibly bored and wanting entertainment.
170542.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
უცნაური, მშვენიერი, მაგრამ ქანდაკებასავით გამოძერწილი ძვალმსხვილი ვინმე გახლდათ.
It was a strange, beautiful, but in a sculpted, strong-boned way.
170543.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ბნელ დარბაზში მაღალი ფანჯრიდან შემოსული სინათლის სხივის ფონზე ფლორენსის სახე ხელნაკეთ ნიღაბს ჰგავდა, გარინდებულს, რომლის სურვილების ამოკითხვაც გაგიძნელდება.
In the gloom of the hall the singular quality of light from a high window to her right made her face resemble a carved mask, tranquil and hard to read her desires.
170544.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ედუარდმა ოთახში შეაბიჯა.
Edward entered the room.
170545.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გოგონასკენ მიეშურებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ეტყოდა.
He was walking toward her with no idea of what he would say.
170546.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იგი მისკენ მიმავალ ბიჭს მიაცქერდა, მეგობარს პამფლეტი გამოართვა და ჰკითხა: – „ხომ არ გნებავთ“?
Her gaze was on him as he approached, she took a pamphlet from her friend’s pile and said, "Would you like one"?
170547.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ოქსფორდში ჩამოვარდნილ წყალბადის ყუმბარაზეა.
It’s all about a hydrogen bomb landing on Oxford.
170548.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
„ამაზე უკეთესს რას წავიკითხავ“? – უთხრა ედუარდმა.
Edward said, "I can’t think of anything I’d rather read".
170549.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ერთი სული ჰქონდა, უცნობი როდის მოსცილდებოდა, მაგრამ ედუარდი ფეხს არ იცვლიდა.
He waited for stranger to move away, but Edward stayed right where he was.
170550.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
შინ დაბრუნებულმა ფლორენსმაც მოიწყინა.
Florence too was sad at home.
170551.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
უზარმაზარი, ვიქტორიანული ეპოქისა და გოთიკურ სტილში გადაწყვეტილი ბენბურ როუდიდან თხუთმეტი წუთის სავალზე იდგა.
A big Victorian villa in the Gothic style just off the Banbury Road, fifteen minutes’ walk away.
170552.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ვიოლეტი, გოგონას დედა, სიცხეში გამოცდის დღეებს რომ ითვლიდა, ფლორენსის ყოველდღიურ მეცადინეობას – გაუთავებელ გამებსა და არპეჯიოებს, ორმაგი პაუზის მცდელობებსა და მეხსიერების გაკვეთილებს – ეჭვის თვალით უყურებდა.
Violet, her mother, marking finals all day in the heat, was intolerant of Florence’s regular practice routines— repeated scales and arpeggios, double-stopping exercises, memory tests.
170553.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ძვირფასო, დღეს არ დამისრულებია.
Darling, I’m still not finished for today.
170554.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
შეგიძლია, წრიპინი ჩაის შემდეგ განაგრძო?
Could you bear to delay your screeching until after tea?
170555.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მაგრამ ფლორენსი იმ კვირას განსაკუთრებით გაღიზიანებული ჩანდა და ამაში თავისი კარიერისა თუ ზოგადად მუსიკის უგულებელყოფას ხედავდა.
But Florence, who was unusually irritable that week, took it as disapproval of her career and hostility to music in general.
170556.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ხვდებოდა, დედა უნდა შეჰბრალებოდა.
She knew she ought to feel sorry for her mother.
170557.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ქალს სმენა არ გააჩნდა და მუსიკას ვერასდროს შეიგრძნობდა, ეროვნული ჰიმნი კი დაბადების დღის მისალოც მელოდიაში ეშლებოდა.
She was so tone-deaf she was unable to recognize a music, even the national anthem, which she could not distinguish from "Happy Birthday".
170558.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ერთ-ერთი მათგანი იყო, ვერასდროს რომ ხვდება, აკორდი მაღლა მიდის, თუ დაბლა.
She was one of those people who could not say if one note was lower or higher than another.
170559.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მაგალითად: თავის ლოგინს ყოველ დილას ასწორებდა (როგორც ყოველთვის), მაგრამ სძულდა, როცა საუზმის დროს ეკითხებოდნენ, ხომ არ დაგავიწყდაო.
For example, she did not mind making her bed every morning—she had always done so—but she resented being asked at each breakfast whether she had.
170560.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მამაც წინააღმდეგობრივ განცდებს აღუძრავდა.
Her father aroused in her conflicting emotions.