მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170561.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იყო დრო, როცა მისი გარეგნობა გულს ურევდა და კაცის დანახვა არ უნდოდა: მისი მოტვლეპილი თავი, პატარა, თეთრი ხელები, ბიზნესის განვითარებისთვის მოფიქრებული ხრიკები და ფულზე დახარბება.
There were times when she found him physically repellent and she could hardly bear the sight of him—his gleaming baldness, his tiny white hands, his restless schemes for improving his business and making even more money.
170562.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ეზიზღებოდა, როცა იახტის შესახებ მის აღფრთოვანებულ საუბარს ისმენდა, სულელური სახელი – შაქრის ფერია რომ შეარქვა და პულის ნავსაყუდელში გააჩერა.
She hated hearing his enthusiastic reports about the boat, the ridiculously named Sugar fairy, which he kept down in Poole harbor.
170563.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსს თმა ყალყზე უდგებოდა, როდესაც იგი მეზღვაურობის ახალ თავგადასავლებს, სანაპიროს რადიოსა და იახტის ზედაპირის განსაკუთრებული ლაქის შესახებ უყვებოდა.
It grated on Florence, his accounts of a new kind of sail, a ship-to-shore radio, a special yacht varnish.
170564.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
როდესაც გოგონა თორმეტი-ცამეტი წლისა იყო, კარტერეს გავლით შერბურამდე ჩავიდნენ.
When she was twelve or thirteen, they crossed all the way to Carteret, near Cherbourg.
170565.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იმ დღეებს არასდროს იხსენებდნენ.
They never talked about those days.
170566.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მიუხედავად ამისა, გოგონას ხანდახან სიყვარული მოეძალებოდა და დამჯდარ მამას უკნიდან მიეპარებოდა, მკლავებს კისერზე შემოაჭდობდა, თავზე აკოცებდა და ეხუტებოდა;
But sometimes, in a surge of love, she would come up behind him where he sat and entwine her arms around his neck and kiss the top of his head and nuzzle him.
170567.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
შემდეგ საკუთარი თავი ეზიზღებოდა.
Then loathe herself for it later.
170568.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
უმცროსი დაიკოც ნერვებს უშლიდა, თანამედროვე კილოთი რომ ლაქლაქებდა, ფორტეპიანოსი კი არაფერი გაეგებოდა.
And her younger sister got on her nerves, with her new Cockney accent and cultivated stupidity at the piano.
170569.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსს ოჯახისგან გრძნობების დამალვა არასდროს უჭირდა.
As always, Florence was adept at concealing her feelings from her family.
170570.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
დიდი ძალისხმევა არც სჭირდებოდა, უბრალოდ, ყოველ შესაძლებლობაზე ოთახიდან გაიძურწებოდა ხოლმე, მერე კი უხაროდა, მშობლებსა თუ დაიკოს ცუდი არაფერი ვუთხარი და გული არ ვატკინეო;
It required no effort—she simply left the room, whenever it was possible to do so undemonstratively, and later was glad she had said nothing bitter to her parents or sister;
170571.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სხვა შემთხვევაში, ღამეს თეთრად გაათენებდა დანაშაულის გრძნობით.
otherwise she would be awake all night with her guilt.
170572.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თავს ირწმუნებდა, ოჯახი ძალიან მიყვარსო და ამით სამუდამოდ მუნჯდებოდა.
She constantly reminded herself how much she loved her family, trapping herself into silence.
170573.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
კარგად იცოდა, ხალხი ერთმანეთს შორდება, შემდეგ რიგდებიან.
She knew very well that people fell out and then made up.
170574.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ჯობდა, მარტივად ეცხოვრა.
Best to keep things simple.
170575.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
როდესაც საკუთარ თავს გაზეთის კარიკატურის იმ პერსონაჟს ადარებდა, ყურებიდან ორთქლს რომ უშვებს, სხვების ნაცვლად, მხოლოდ თავს იდანაშაულებდა.
She could only blame herself then, when she felt like a character in a newspaper cartoon, with steam hissing from her ears.
170576.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსს სხვა ფიქრი აეშალა.
And Florence had other concerns.
170577.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
პროვინციულ ორკესტრში მოსაცდელ ოთახში დაეწყო მუშაობა, თუ ერთი წელი მშობლების, უფრო სწორად – მამის კმაყოფაზე ეცხოვრა და საკუთარი კვარტეტი პირველი კონცერტისთვის მოემზადებინა?
Should she go for a rear-desk job with a provincial orchestra or should she remain dependent on her parents for another year, on her father really, and work the quartet up for its first concert?
170578.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ამისათვის ლონდონში გადასვლა მოუწევდა; ჯოფრისთვის ფულის თხოვნას ერიდებოდა.
That would mean lodging in London, and she was reluctant to ask Geoffrey for extra money.
170579.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ჩელისტმა ჩარლზ როდვეიმ მშობლების სახლში ცარიელ ოთახში გაჩერება შესთავაზა.
The cellist, Charles Rodway, had offered the spare bedroom in his parents’ house.
170580.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა მუსიკას შეასრულებდნენ (ვინ მოუსმენდა?!), თუმცა შინაგანმა ხმამ, ან სნობურმა დამოკიდებულებამ დაარწმუნა, კროიდონთან ახლოს ვერ ვიცხოვრებო.
She had no scruples about the kind of music she would have to play—no one would be listening—but some instinct, or mere snobbery, convinced her she could not live near Croydon.