მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170581.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გადაწყვიტა, კოლეჯის გამოცდის პასუხის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდებაო და ედუარდის მსგავსად, რომელიც აღმოსავლეთის ტყიან მთებში ზუსტად თხუთმეტი მილის მოშორებით ცხოვრობდა, დღეებს წინკარში გამომდგარი ატარებდა, თითქოს ახალ ცხოვრებას უცდისო.
She persuaded herself that her college results would help her make up her mind, and so, like Edward fifteen miles away in the wooded hills to the east, she passed her days in a form of anteroom, waiting fretfully for her life to begin.
170582.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
აკადემიიდან დაბრუნებული ფლორენსი სკოლის მოწაფეს აღარ ჰგავდა, მაგრამ მისი ზრდასრულობა ვერავინ შენიშნა.
Back from college, transformed from a schoolgirl, mature in ways that no one appeared to notice.
170583.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გოგონამ მალე აღმოაჩინა, რომ მშობლების პოლიტიკურ შეხედულებებს არ ეთანხმებოდა და ვახშმის დროს მათთან გაუთავებელ კამათში ერთვებოდა.
She was beginning to realize that her parents had rather objectionable political opinions, and here at least she permitted herself open dissent at the dinner table, in arguments.
170584.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ვიოლეტს გულწრფელად აინტერესებდა, მისი ქალიშვილი ნაღმსაწინააღმდეგო კამპანიაში რატომ გაწევრიანდა, ფლორენსს კი პროფესიით ფილოსოფოსი დედის ყოლა ახელებდა.
Violet was genuinely interested in her daughter’s membership in Campaign for Nuclear Disarmament, although it was trying for Florence, having a philosopher for a mother.
170585.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
წყობიდან გამოჰყავდა დედის სიმშვიდეს, უფრო სწორად, სევდას, რომლითაც ქალიშვილს ბოლომდე უსმენდა, შემდეგ კი თავის აზრს უზიარებდა ხოლმე.
She was provoked by her mother’s calmness or, more accurately, the sadness she affected as she heard her daughter out and then delivered her own opinion.
170586.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ხშირად იმეორებდა, საბჭოთა კავშირი ცინიკოსი ტირანია, ბოროტი და გულქვა სახელმწიფო, რომელმაც ხალხის გაჟლეტითა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრების რიცხვით ნაცისტური გერმანიის ჩადენილ გენოციდს გადაუსწროო.
She often said that the Soviet Union was a cynical tyranny, a cruel and heartless state responsible for genocide on a scale that even outdid Nazi Germany and for a vast, barely understood network of political prison camps.
170587.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
საბჭოთა კავშირი ადამია ნის უფლებებსა და ღირსებას ფეხქვეშ თელავს, მეზობელ ქვეყნებში ძალის გამოყენებით შედის (ვიოლეტს უნგრელი და ჩეხი აკადემიკოსი მეგობრები ჰყავდა) და ჩანასახშივე დამპყრობლურ მთავრობას ისეთივე წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, როგორიც ჰიტლერს.
The Soviet Union had trampled on human dignity and basic rights, it was a stifling occupying force in neighboring lands—Violet had Hungarians and Czechs among her academic friends—and it was expansionist by creed and must be opposed, just as Hitler had been.
170588.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თუ ვერ შევაჩერებთ, რადგან ჩრდილოეთ გერმანიის ტერიტორიების დასაცავად ტანკები არ გვეყო, უნდა შევაკავოთ მაინც.
If it could not be opposed, because we did not have the tanks to defend the north German plain, then it had to be deterred.
170589.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
რამდენიმე თვეში თითს ბერლინის კედლისკენ გაიშვერს და თავის გამარჯვებას იზეიმებს – კომუნისტური იმპერია ერთი ვეებერთელა საპყრობილეაო.
A couple of months later she would point to the building of the Berlin Wall and clelebrate the victory—the Communist empire was now one giant prison.
170590.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსს გულის სიღრმეში სჯეროდა, საბჭოთა კავშირი, შეცდომების მიუხედავად – მოუხერხებელი, უწესრიგო, უბოროტო, მაგრამ თავდაცვითი ფორმის – სამყაროში მოვლენილი დადებითი ძალა იყო.
Florence knew in her heart that the Soviet Union, for all its mistakes—clumsiness, inefficiency, defensiveness surely, rather than evil design—was essentially a beneficial force in the world.
170591.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
რეპრესირებული მასების გათავისუფლებას, ფაშიზმთან ბრძოლასა და ხარბი კაპიტალიზმის ჩახშობას ემსახურებოდა.
It was and always had been for liberating the oppressed and standing up to fascism and the ravages of greedy capitalism.
170592.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
დედამისის მოსაზრებებში ტიპურ პრო-ამერიკელს ხედავდა.
She recognized in her mother’s opinions a typical pattern of proAmerican.
170593.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მამამისს ნამდვილი ბიზნესმენის მსოფლმხედველობა ჰქონდა.
Her father had just the sort of opinions of a businessman.
170594.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ჰაროლდ მაკმილანი სულელია, იმპერია ბრძოლის გარეშე რომ დათმო, სრული იდიოტი, გაერთიანებებს მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესა და ნამდვილი კრეტინია, რაკი ევროპელებს დაუმეგობრდა და უბადრუკ კავშირში გაწევრიანებას ემუდარებაო.
Harold Macmillan is a fool to be giving up the empire without a struggle, a bloody fool not to impose wage restraint on the unions, and a pathetic bloody fool for thinking of going cap in hand to the Europeans, begging to join their sinister club.
170595.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსს ჯოფრისთან წინააღმდეგობა უჭირდა.
Florence found it harder to contradict Geoffrey.
170596.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მის მიმართ უჩვეულო ვალდებულების შეგრძნება ვერ მოიშორა.
She could never shake off a sense of awkward obligation to him.
170597.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფლორენსი მაინც ჩაიჭრა.
Florence still failed.
170598.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ხუთი წლიდან ვიოლინოს დაკვრაში მეცადინეობდა, არ აკლდა საზაფხულო სკოლა, თხილამურები და ჩოგბურთი;
Violin lessons from the age of five, with summer courses at school, skiing and tennis lessons;
170599.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ფრენის გაკვეთილები, რომელიც გოგონას საშინლად ეჯავრებოდა.
Flying lessons, which she defiantly hated.
170600.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ერთდღიანი მოგზაურობა ევროპის ქალაქებში, სადაც ფლორენსი და ჯოფრი ძვირად ღირებულ სასტუმროებში ათევდნენ ღამეს.
The one-night trips to European cities where Florence and Geoffrey always stayed in the grandest hotels.