მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170681.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ლაიონელ მეიჰიუ ჰენლის დაწყებითი სკოლის დირექტორად მუშაობდა.
Lionel Mayhew was the headmaster of a primary school in Henley.
170682.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
დილაუთენია ველოსიპედით ხუთ მილს გადიოდა, საღამოს კი ქედის აღმართზე ფეხით ბრუნდებოდა, საშინაო დავალებები და სხვა ქაღალდები მოწნულ კალათში ჩაეწყო.
In the early mornings he cycled the five miles and at the end of the day he walked up the long steep hill to the heath, with homework and papers piled up in a wicker basket.
170683.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
1945 წელს, როდესაც ტყუპი ქალიშვილები შეეძინა, საშობაო ბაზრობაზე ატლანტის ოკეანეში დაკარგული საზღვაო ოფიცრის ქვრივისგან თერთმეტ ფუნტად ნახმარი მანქანა იყიდა.
In 1945, the year the twin girls were born, he bought a secondhand car for eleven pounds in Christmas Common, from the widow of a naval officer lost on the Atlantic convoys.
170684.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ცარცის ვიწრო გზებზე, სადაც მხოლოდ ცხენები და ეტლები მოძრაობდნენ, ავტომობილის გრუხუნი ყველას უკვირდა.
It was still a rare sight along those narrow chalk lanes then, a motor squeezing past the plow horses and carts.
170685.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იყო დღეები, როცა ბენზინის ფასის გაზრდამ ლაიონელი თავის ძველ ველოსიპედს დაუბრუნა.
But there were many days when petrol rationing forced Lionel back on his bike.
170686.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში სამსახურიდან შინ პროფესორი კაცისთვის შეუფერებლად ბრუნდებოდა.
In the early nineteen fifties, his homecoming routines were hardly typical of a professional man.
170687.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ქაღალდებს ბინის შესასვლელი კარის მეზობლად, პატარა ფარდულში ინახავდა, რომელსაც სამუშაო კაბინეტად იყენებდა.
He would keep his papers straightaway into the tiny parlor by the front door that he used as his office.
170688.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
შემდეგ შვილებს დახედავდა.
Then he checked on the children.
170689.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იმ დროისთვის ედუარდი, ენი და ჰარიეტი ნორსენდის სოფლის სკოლაში დადიოდნენ და შინ ფეხით ბრუნდებოდნენ.
In time, Edward, Anne and Harriet all attended the village school in Northend and walked back on their own.
170690.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
კაცი რამდენიმე წუთს მარჯორისთან განმარტოებული ატარებდა, მერე სამზარეულოში გაუჩინარდებოდა, ჩაის ამზადებდა და საუზმეს აწყობდა.
He would spend a few minutes alone with Marjorie, and then he would be in the kitchen, preparing the tea and clearing up breakfast.
170691.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სახლის დალაგება მხოლოდ ვახშმის გამზადების დროს შეეძლო.
It was only in this hour, while supper was cooked, that housework was ever achieved.
170692.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
შვილები რომ წამოეზარდა, მიხმარებაც სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
As soon as the children were old enough, they helped out, but ineffectually.
170693.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
იატაკის მხოლოდ გამოსაჩენ ადგილებს გადაგვიდნენ და იმ ნივთებს ალაგებდნენ – ძირითადად, ტანსაცმელსა და წიგნებს – მეორე დღეს რომ დასჭირდებოდათ.
Only the exposed parts of the floors, and only items needed for the next day—mostly clothes and books—were tidied.
170694.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ლოგინებს არ აწყობდნენ, თეთრეულს იშვიათად ცვლიდნენ, დანგრეულსა და გაყინულ აბაზანაში ხელსაბანს არ აკრიალებდნენ: ლითონის მტვრიან ზედაპირზე ფრჩხილით საკუთარ სახელს ამოტვიფრავდით.
The beds were never made, the sheets rarely changed, the handbasin in the cramped, icy bathroom was never cleaned—it was possible to carve your name in the hard gray scum with a fingernail.
170695.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
გადაუდებელი საქმის მოგვარება უჭირდათ: სამზარეულოს ქურისთვის ნაკვერჩხლის შემოტანა, სასტუმრო ოთახში ბუხრის აგუზგუზება, შვილებისთვის ნახევრად სუფთა სასკოლ სამოსის მოძებნა.
It was difficult enough to keep up with immediate needs— the coal to be brought in for the kitchen stove, the sitting-room fire to keep going, semiclean school clothes to be found for the children.
170696.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სარეცხს კვირას რეცხავდნენ, რისთვისაც სპილენძის აბაზანის ქვეშ ცეცხლი უნდა დანთებულიყო.
Laundry was done on Sundays, and that required lighting a fire under the copper tub.
170697.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ლაიონელი უთოს ვერ იყენებდა: ქსოვილს ხელს ნაზად გადაუსვამდა და ფრთხილად კეცავდა.
Ironing was beyond Lionel—everything was smoothed out with a hand and folded carefully.
170698.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ხანდახან მეზობელი მიახმარდა ხელს, მაგრამ დიდი ხნით ვერავინ ჩერდებოდა.
Sometimes the neighbors acted as home help, but no one stayed for long.
170699.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სახლში ბევრი საქმე დაგროვდა, ადგილობრივ ქალებს კი ჯერ თავიანთი ოჯახები ჰყავდათ მისახედი.
The scale of the task at home was too great, and these local ladies had their own families to organize.
170700.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მეიჰიუები ვახშამს ფიჭვის გასაშლელ მაგიდაზე მიირთმევდნენ; გარშემო სამზარეულო ნაგავში იძირებოდა.
The Mayhews ate their supper at a folding pine table, hemmed in by the close chaos of the kitchen.