მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170781.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ჰოლანდ ლეინზე სეირნობდა, სადაც ცარციან ბილიკებს მდინარე ტერვილის პირას ხავსი მოჰკიდებოდა, მერე ჰემბლდონ ვალიზე გადაუხვევდა და თემზასთან ჩადიოდა, ჰენლის კი ბერკშაირის მდელოებით გადაივლიდა ხოლმე.
He often went along Holland Lane, a sunken chalk track overhung with crumbling mossy banks that ran downhill to Turville, and then walked down the Hambledon Valley to the Thames, crossing at Henley into the Berkshire downs.
170782.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სიტყვა „გარდატეხის ასაკი“ ხმარებაში შემოსული არ იყო და ოჯახისგან გარიყული ედუარდი ვერ ხვდებოდა, მისი ასაკის ყველა ყმაწვილი ამ სასიამოვნო ნაღველით რომ „იტანჯებოდა“.
The term "teenager" had not long been invented, and it never occurred to Edward that the separateness he felt, which was both painful and delicious, could be shared by any boy of his age.
170783.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მამისგან დაუკითხავად უქმეებზე ლონდონში გაიპარა და ტრაფალგარის მოედანზე სუეზის კრიზისს აპროტესტებდა.
Without asking his father, he hitchhiked to London one weekend for a rally in Trafalgar Square against the Suez invasion.
170784.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
„ოქსფორდში არ ჩავაბარებ“, თუმცა ლაიონელი და მასწავლებლები ურჩევდნენ.
"I will not apply to Oxford", which was where Lionel and all the teachers wanted him to go.
170785.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ქალაქი ჰენლისგან არაფრით გამოირჩეოდა.
The town was not different from Henley.
170786.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მამასთან ადრიანად კამათი არ უნდოდა.
he did not want to generate early opposition with his father.
170787.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას აპირებდა.
He was intending to avoid National Service.
170788.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
ლაიონელს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ეს მისთვის კარგი იქნებოდა.
Lionel had decided would be good for him.
170789.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
თანაკლასელებისგან განსხვავებით, სახლი და ოჯახი არ სძულდა.
Unlike some of the classmates, he did not loathe his home and family.
170790.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
პატარა ოთახები და სიბინძურე წესად მიიღო, არც დედის მდგომარეობის რცხვენოდა.
He took for granted the small rooms and their squalor, and he remained unembarrassed by his mother's condition.
170791.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
უბრალოდ, ცხოვრების დაწყებასა ელოდა, რომელსაც იმდროინდელი გამოთვლებით გამოცდების ჩაბარებამდე ვერ მოესწრებოდა.
He was simply impatient for his life to start, it could not do so until he had passed his exams.
170792.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
მეცადინეობას მოუმატა და არაჩვეულებრივი თემების წერა დაიწყო; განსაკუთრებით – ისტორიაში.
So he worked hard and turned in good essays, especially for his history master.
170793.
ქვიან სანაპიროზე | თავი II
დებთან და მშობლებთან ძველებურად თავაზიანი იყო, გულში კი ერთი სული ჰქონდა, ტერვილ ჰითთან მდგარ სახლს როდის მიატოვებდა.
He was amiable enough with his sisters and parents, and he continued to dream of the day when he would leave the cottage at Turville Heath.
170794.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
საძინებელში შესვლისას ფლორენსმა ედუარდს ხელი გაუშვა, საწოლის ერთ-ერთ მუხის ბოძს ზურგით მიეყრდნო და ჯერ მარჯვნივ გადაიხარა, მერე – მარცხნივ.
When Florence reached the bedroom, she released Edward’s hand and, steadying herself against one of the oak posts of the bed, she dipped first to her right, then to her left.
170795.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მხრები ლამაზად მორკალა და ფეხსაცმელები გაიძრო.
Dropping a shoulder prettily, in order to remove her shoes.
170796.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ისინი დედასთან ერთად, ერთ წვიმიან საღამოს „დებენემში“ დიდი კამათის შემდეგ იყიდა; ვიოლეტს მაღაზიაში შესვლა უჭირდა.
These were she had bought with her mother one quarrelsome rainy afternoon in Debenhams—it was trouble for Violet to enter a shop.
170797.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ცისფერი ტყავის დაბალძირიან ფეხსაცმელებს ცხვირთან ლურჯი ბაფთა ჰქონდა, რომელიც უფრო მუქი ტყავით იყო მოხვეული.
Shoes were of pale blue leather, with low heels and a tiny bow at the front, artfully twisted in leather of darker blue.
170798.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
პატარძალი არ ჩქარობდა.
The bride was not hurried in her movements.
170799.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ეს იყო საქმის გადადების კიდევ ერთი ხრიკი.
This was yet another of those delaying tactics.
170800.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მეუღლის მონუსხული მზერა შენიშნა, მაგრამ ამჯერად არ შეშინებულა.
She was aware of her husband’s enchanted gaze, but for the moment she did not feel quite so afraid.