მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170841.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ძვირფასო... ხშირად არც მე გამომდის.
Darling... It happens to me often enough.
170842.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
საწოლზე ჩამოსხდნენ.
They sat together on the bed.
170843.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ვაჟმა გაუღიმა, მისი ნათქვამის არ სჯეროდა, მაგრამ ესიამოვნა შენიშვნა.
He smiled to let her know he did not believe her, but appreciated the remark.
170844.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
საძინებლის ღია ფანჯრიდან მწვანე მინდორი, ხე-ტყე და ზღვა მოჩანდა.
Here in the bedroom the windows were open wide toward the same view of green lawn, woodland and sea.
170845.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ქარის თუ მიქცევის ცვლილებამ, ან ახლოს ჩავლილმა გემმა, სანაპიროზე ტალღები აახმაურა.
A sudden shift in wind or tide, or perhaps it was the wake of a passing ship, brought the sound of several waves.
170846.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გოგონამ ბიჭს მხარზე ხელი დაადო.
She put her arm around his shoulder.
170847.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გინდა, საიდუმლო გაგიმხილო?
Do you want to know a secret?
170848.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
საჩვენებლითა და ცერით ყურის ბიბილოზე მიეფერა და თავისკენ მიიზიდა: – „იცი, ცოტა მეშინია“, – უჩურჩულა.
She took his earlobe between forefinger and thumb and gently tugged his head toward her and whispered, "Actually, I’m a little bit scared".
170849.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
შეგრძნებებს სხვაგვარად ვერ გადმოსცემდა.
She could never have described her array of feelings.
170850.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
სექსის წარმოდგენაზე გული ერეოდა; რცხვენოდა, რომ ედუარდს გულს დასწყვეტდა.
She was ashamed at the prospect of disappointing Edward.
170851.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
საკუთარი თავი ეზიზღებოდა...
She disliked herself...
170852.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
იფიქრა, ისე ვსისინებ, როგორც სცენის ბოროტი პერსონაჟიო.
She whispered to him, she thought her words hissed like those of a stage villain.
170853.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თუმცა, შიშზე საუბარი ამჯობინა გულისრევისა და სირცხვილის განდობას.
But it was better to talk of being scared than admit to disgust or shame.
170854.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ედუარდი მას თვალებში უცქერდა, მაგრამ გამომეტყველება არ შესცვლია.
Edward was gazing at her, and nothing registered in his expression.
170855.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გაწამებულ ფლორენსს ვაჟის თბილი, წაბლისფერი თვალები ამშვიდებდა.
Even in her difficult state, Florence marveled at his soft brown eyes.
170856.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ასეთი კეთილი, ჭკვიანი და მიმტევებელი...
Such kindly intelligence and forgiveness...
170857.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თავფეხიანად ენდობოდა.
She would trust him utterly.
170858.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
„მგონი, მეც მეშინია“, – როგორც იქნა, ამოღერღა ედუარდმა.
Edward said at last, "I think I am afraid too".
170859.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ხელი მუხლთან დაადო და კაბის ქვეშ შეუსრიალა.
He placed his hand just above her knee, and slid along, under the hem of her dress.
170860.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ცერით საცვალზე ეხებოდა.
With his thumb just touching her knickers.