მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170901.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ის დრო გაახსენდა, ეველმეს სიმინდის ყანაში კომბაინს რომ მოახტა, პატრონთან დაიკვეხნა გამოცდილი ვარო, შემდეგ კი ვერც ერთ ღილაკს ვერ მიეკარა.
He remembered a time, in a vast cornfield outside Ewelme, when he sat at the controls of a combine, having boasted to the owner that he was competent, and then did not dare touch a single lever.
170902.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა.
He simply did not know enough.
170903.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ერთი მხრივ, საძინებელში სწორედ ფლორენსმა შემოიტყუა, ფეხსაცმელები გაიძრო და ნება დართო, ხელი ახლოს მიეტანა.
On the one hand, Florence was the one who had led him to the bedroom, removed her shoes with such abandon, let him place his hand so close.
170904.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ბიჭს საზარელი გამოცდილება კარგად ახსოვდა: საკმარისია ერთი მოულოდნელი მოძრაობა და ყველაფერი წყალში ჩაგეყრება.
He remembered from long experience how easily an impetuous move could wreck his chances.
170905.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გოგონა მაცდურად უღიმოდა – სახის ნაკვთები დაუმშვიდდა, თვალები გაუფართოვდა, ახლა თავი უკან უვარდებოდა...
She continued to gaze at him so invitingly—her features softened, then eyes opening wide and now her head tilting back...
170906.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
და ბიჭის თავშეკავებას აზრი დაეკარგა.
that his caution was surely absurd.
170907.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ყოყმანი სიგიჟე იყო.
This hesitancy was a madness.
170908.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ღვთის გულისათვის, ისინი დაქორწინებულები იყვნენ, ქალი ახელებდა და სასოწარკვეთილი აიძულებდა, მთავარი ნაბიჯი გადაედგა.
They were married, for goodness’ sake, and she was encouraging him, urging him on, desperate for him to take the lead.
170909.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თუმცა ედუარდს წარსული მოგონებები სტანჯავდა, როცა გოგონას ნიშნებს ალღო ვერ აუღო, განსაკუთრებით – კინოთეატრში, „თაფლის გემოს“ ჩვენებაზე, როცა ფლორენსი სავარძლიდან წამოხტა და დარბაზიდან დამფრთხალი ქურციკივით გავარდა.
But still, Edward could not escape the memories of those times when he had misread the signs, most spectacularly in the cinema, at the showing of A Taste of Honey, when she had leaped out of her seat and into the aisle like a startled gazelle.
170910.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
იმ შეცდომის გამოსყიდვას რამდენიმე კვირა დასჭირდა!
That single mistake took weeks to repair.
170911.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
არ სჯეროდა, ორმოცწუთიანმა ჯვრისწერამ ძირფესვიანად გამოცვალაო.
He was skeptical that a forty-minute wedding ceremony could make so profound a difference.
170912.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ოთახში ჰაერი დამძიმდა და ორივეს სუნთქვა შეეკრა.
The air in the room seemed insubstantial, and it was a conscious effort to breathe.
170913.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ბიჭს ისტერიული მთქნარება აუტყდა, რომელსაც წარბების შეკვრითა და ნესტოების დაბერვით მალავდა; ფლორენსმა არ უნდა იფიქროს, რომ მოიწყინა!
He was troubled by a fit of nervous yawning, which he suppressed with a frown and a flaring of the nostrils—it would not help if she thought he was bored.
170914.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ედუარდს გული სწყდებოდა, რომ ქორწინების პირველი ღამე ასე გაურთულდა.
It pained Edward tremendously that their wedding night was so difficult.
170915.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
აჟიტირებულსა და დაბნეულს, გადაწყვეტილების მიღებისა ეშინოდა; თავის თავს ვერ ენდობოდა.
He regarded his state of excitement, ignorance and indecision as dangerous because he did not trust himself.
170916.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ყოფილა დრო, სულელურად მოქცეულა, ბრაზისგანაც აფეთქებულა.
He was capable of behaving stupidly, even explosively.
170917.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
უნივერსიტეტში ძალადობისკენ მიდრეკილ დინჯ და გაწონასწორებულ სტუდენტად იყო ცნობილი.
He was known to his university as one of those quiet types, prone to the occasional violent eruption.
170918.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში ხელჩართულ ბრძოლაშიც არაერთხელ გარეულა.
Through his school years and into his time at college he was drawn now and then by the wild freedom of a fistfight.
170919.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ამ სიტუაციისთვის წინასწარ არასდროს ემზადებოდა, მაგრამ რაწამს ლანძღვა-გინებას, მეგობრების გამხნევებას, დაჯგუფებასა და მოწინააღმდეგეთა თავგასულობას იგრძნობდა, თავს ვერ თოკავდა.
He never sought out these situations, but when they arose, certain aspects—the taunting, the restraining friends, the squaring up, the sheer outrageousness of his opponent—were irresistible.
170920.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
დიდი მოკრივე ვერ იყო.
He was no great pugilist.